Viser innlegg med etiketten რომაელთა. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten რომაელთა. Vis alle innlegg

lørdag 30. mars 2019

სიცოცხლის მომცემი

როდესაც გენერალი ბრაიან ფედლი მოუწოდებს „ხსნია არმიას“ „სახარებისადმი ერთგულებისაკენ“ (1), ეს შეიძლება ასევე იყოს მოწოდება ყველა მორწმუნისადმი ქრისტიანულ ეკლესიაში, პავლეს დევიზი ადასტურებს სახარების სიძლიერეს:
ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად. ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
რომაელთა 1:16
თუმცა, რწმენა მოქმედებს ბევრი ეტაპის მეშვეობით.

ამბავში იმ ქალის შესახებ, რომელიც თორმეტი წელი ავად იყო (2), მარტივია დავინახოთ ეს რამოდენიმე ეტაპი. პირველი, ჩვენ ვკითხულობთ, რომ მან „მოისმინა იესოზე“. პავლე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რწმენა მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან“ (3) მოდის. მოგვიანებით, ჩვენ შევიტყობთ, რომ იგი „ფიქრობდა“. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგანაც, ეს ფოქრობს, რომ რასაც გაიგებ, უნდა განხორციელდეს შენს ცხოვრებაში, და ქალი ფიქრობდა: „მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.“
თუმცა, აქ რომ დასრულებულიყო, ეს იქნებოდა სასიამოვნო და მანუგეშებელი ფიქრი, საბედნიეროდ, ქალმა გადადგა შემდეგი ნაბიჯი და მოიქცა მისი რწმენისამებრ, იგი მიუახლოვდა იესოს, როდესაც იგი უამრავი ხალხით გარშემორტყმული იყო და შეეხო მის სამოსელს. მან გამოსცადა მყისიერი განკურნება, თუმცა, კვლავაც: აქ რომ დასრულებულიყო, ეს იქნებოდა მხოლოდ განკურნება.

იესომ იცოდა ეს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მას უნდოდა, რომ ქალი საჯაროდ გამოსულიყო. მე მჯერა, რომ იესომ იცოდა ვინ შეეხო მის სამოსელს, მაგრამ ეს ქალის ბაგეთაგან უნდა მოესმინა, რწმენის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის მისი რწმენის აღიარება და ის, რაც მოხდა. თუმცაღა, შიშით ათრთოლებული, მაგრამ, ქალი ასევე მზად იყო გადაედგა ეს ნაბიჯი და მან „უთხრა მთელი სიმართლე“.

„ერთგულება სახარებისადმი“ - ნიშნავს იმოქმედო ყველა ზემოთ აღნიშნული ეტაპის მიხედვით. ეს არის ხსნის საკითხი, ეს არის სიცოცხლის მომცემი საკითხი.

„ციური მანნა“ დღეისათვის.
სახარებას მოაქვს სიცოცხლე!
-----------------------------------------
(1) მოწოდება სახარების მიმართ ერთგულებისადმი: როდესაც ჩვენ სახარების კეთილ უწყებას ვუზიარებთ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ მისი ძალა ხსნისა და ტრანსფორმაციისადმი. სულიწმიდის ძალის მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ გათავისუფლდნენ ყველაფრისაგან, რაც აკავებთ მათ ღმერთისგან ბოძებულ პოტენციალთან მიახლოებას.
(2) მარკოზი 5:25-34
(3) რომაელთა 10:17

lørdag 9. mars 2019

იმედი ჯოჯოხეთში!

ვლადი
ბევრი წლის წინათ მე შევხვდი ვილის პირველად. იგი ეწეოდა ევანგელიზაციას ქუჩაში დღისით და პროდუქტებს უნაწილებდა იმ ადამიანებს, რომელთაც ღამით ქუჩაში ეძინათ. მისი დამოწმება ძალიან მარტივი იყო:

„რადგანაც მე ვიცი რა არის ბოროტი და ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო, მწამდა. რომ სადღაც უნდა არსებულიყო სამოთხე და კეთილი ღმერთი. მე ვეძებდი და ვიპოვნე იგი!“

ზოგიერთი ადამიანი გამოცდის ჯოჯოხეთს დედამიწაზე. მე ეს გამახსენდა კიდევ ერთხელ, როდესაც მოლდოვაში შევხვდი პატიმრებს, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ერთ-ერთი მათგანი, ვლადი, გახდა „ხსნის არმიის“ მეგობარი და მან მომცა ნახატი, რომელმაც დამაფიქრა ვილის დამოწმებაზე. 


ვლადის ფერწერა
ვლადი ეძიებდა ღმერთს იესო ქრისტეს მეშვეობით, მან იპოვნა იგი, როდესაც „ჯოჯოხეთში“ იყო. ბევრ მის მეგობარსაც იგივე გამოცდილება აქვს. 

ვიღაც ზრუნავდა და ვიღაც ზრუნავს. გასულ კვირაში მე ვწერდი, რომ ზრუნვა ზემოქმედებას ახდენს ღმერთის „ახლა“-ზე. ვლადმა იცის სად ცხოვრობს, და რომ ეს არ არის „ჯოჯოხეთი“, მიუხედავად იმისა, რომ პირობები მის გარშემო არ შეცვლილა. ვლადი ცხოვრობს ქრისტეში. სხვათა შორის, იგი დათანხმდა გამეზიარებინა თქვენთვის ეს ყოველივე და ციხის ხელმძღვანელობამ ნება დაგვრთო გადაგვეღო სურათები. ბევრი კეთილი ადამიანი მუშაობს ამ სისტემაში, რომლებიც ცდილობენ პატიმრებს გაუუმჯობესონ პირობები. არსებობს იმის იმედიც, რომ კანონში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სამუდამო პატიმრობაში მყოფ პატიმრებს საშუალება მიეცემათ გათავისუფლდნენ, სანამ ღმერთი წაიყვანს მათ სასუფეველში. ჩვენ მათთან ერთად ვლოცულობთ და ვიმედოვნებთ.

ამის გამოქვეყნებით მე იმედი მაქვს, რომ თუ თქვენ რთულ პერიოდს გადიხართ - შესაძლოა ამას „ჯოჯოხეთსაც“ კი უწოდებთ, იცოდეთ, რომ ყოველთვის არსებობს იმედი იესო ქრისტეში:
რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ? ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.
რომაელთა 8:24-27
„ციური მანნა“ დღეისათვის:
ყოველთვის არსებობს იმედი!

lørdag 23. februar 2019

ბერძნებმა მოახდინეს გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?

თუ ჩემს ბლოგებს კითხულობდით გასული კვირეების განმავლობაში, გეცოდინებათ, რომ მე მწამს, პასუხი არის „დიახ“. სანამ მიზეზს აგიხსნიდეთ, მე მჯერა, რომ ყოველივეს, რაც იოანემ აარჩია, შეეტანა თავის სახარებაში, ჰქონდა მიზანი:
მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა, ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.იოანე 20:30-31
არაფერია დაწერილი შემთხვევით. იმ შემთხვევაშიც, თუ გეჩვენებათ, რომ რაღაც უმნიშვნელო ინფორმაციაა, იგი შეიძლება იყოს იოანეს მხრიდან მკაცრად რედაქტირებული მონათხრობი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმის გასაცნობიერებლად, თუ ვინ არის იესო და რას ნიშნავს ხსნა.

იოანესთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩაეწერა, რომ ფილიპემ და ანდრიამ იესოს უთხრეს რა უთხრეს მათ ბერძნებმა: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს“. იესო თითქოს სწორედ ამას ელოდა. მან უპასუხა:
„დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა!“იოანე 12:23
ამ ამბავში არ არის მოთხრობილი იესოსა და ბერძნების პირისპირ შეხვედრის ამბავი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინი იყვნენ იმ ადამიანთა შორის, რომლებიც მოგვიანებით ამოწმებდნენ იესოს შესახებ.
ამგვარად, განცხადებამ „იესოს ნახვა გვსურს“, მოახდინა გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?
იესოს მიზანი იყო გაეზიარებინა, რომ სახარება ხელმისაწვდომია „ნებისმიერისთვის“, არ არის შეზღუდული მხოლოდ ღმერთის რჩეული ერით, ბერძნები იყვნენ წარმართების სინონიმი (1). როდესაც ხალხთა მასიდან გამოითქვა სურვილი ენახა „იესო“ - მე მწამს, რომ იესომ მიიღო ნიშანი „მისია შესრულებულია“ = „ღმერთის ახლა“ დადგა. ეს დადასტურდა ორი იუდეველის მიერ = ფილიპემ და ანდრიამ, უთხრეს იესოს ბერძნების სურვილის შესახებ. 

არაფერია, უფრო ძლიერი დამაბრკოლებელი, რათა შევიგრძნოთ ღმერთის „ახლა“, ვიდრე რასიზმი. დღეისათვის, ეს „ჭირი“ გავლენას ახდენს, ისეთ საზოგადოებაზეც კი, რომელიც ატარებს „ქრისტიანის“ სახელს. ქრისტიანისა და რასიზმის შერწყმა შეუძლებელია, რადგანაც „ქრისტეში... აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი“ (2) - ჩვენ ადამიანები ვართ.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
ქრისტეში ერთობა გავლენას ახდენს ღმერთის „ახლა“-ზე!
----------------------------------------
(1) პავლემ გაგვიზიარა მისი მრწამსი: ქრისტეს სახარება „... ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისა.“ რომაელთა 1:16
(2) გალატელთა 3:28ა

lørdag 1. desember 2018

რა მამოძრავებს?

ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა, და არაერთ ქრისტიან ავტორს დაუსვამს იგი. გორდონ მაკდონალდი, ახდენს კონტრასტირებას, იმისა, გამოძრავებდეს რაიმე და იყო მოწოდებული (1). მას აქვს განსაზღვრული თვალსაზრისი - მოწოდებული ადამიანი მიჰყვება თავის პატრონს; ადამიანი, რომელსაც რაიმე ამოძრავებს მირბის მის წინ. უფლის მხრიდან არავინ მოქმედებს მისი ნების საწინააღმდეგოდ; თუმცა, მე შეიძლება მქონდეს ამბიცია უფლის სახელით, რომ მე შეიძლება გამომიყვანოს წყობიდან. იყო მართვადი, ამას შეიძლება დადებითი მხარეც ჰქონდეს, რიკ უორენი წერს, იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოძრავებდეს მიზანი (2).

ათი თვის წინ მე დავწერე „ოთხი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოძრაობაზე“ და დავასახელე სწრაფვა: როგორც პირველი მამოძრავებელი ფაქტორი. ამ კვირაში მე კიდევ ერთხელ ვიკვლევდი ნეემიას და მის ლიდერობას. პირველი თვისება, რომელიც მე დავინახე მის ლიდერობაში, გახლავთ ის, რომ მას ამოძრავებდა სწრაფვა.

როდესაც ნეემიამ შეიტყო ამბავი იუდეველების შესახებ, რომლებიც გადაურჩნენ ტყვეობას და დაბრუნდნენ იერუსალიმში, იმყოფებიან დიდ უბედურებასა და სირცხვილში იმის გამო, რა მდგომარეობაშიც ქალაქი იყო, დაიწყო გლოვა, თუმცა ამავე დროს იგი მგზნებარე სწრაფვით ლოცულობდა (3). ასევე სწრაფვით, მოვიდა გარკვეული სახის დარწმუნებულობა, რომ ამიერიდან მასზე იყო პასუხისმგებლობა. თუ იჩენ სწრაფვას რაიმეს მიმართ, მთლიანად უნდა იყო მისით გარემოცული, ვერ იჯდები და უყურებ, სხვები როგორ არიან მასში ჩართულნი. ნამდვილი სწრაფვა მიმიყვანს მე ქმედებამდე, და ეს უკვე კარგია.

ჩვენ ამ სწრაფვას ვხედავთ ინოვაციურ სულიერ ლიდერებში. სწრაფვამ მიიყვანა იესო ჯვართან. სწრაფვამ დააწერინა პავლეს:
ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამო, რომლებიც ისრაელიანები არიან.
რომაელთა 9:3-4ა
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლეს სურვილი ჰქონდა მსხვერპლად მიეძღვნა თავისი ხსნა, თუ ეს გადაარჩენდა მის ხალხს. იგივე სწრაფვა შეგვიძლია დავინახოთ ისეთ ადამიანებში, როგორიცაა ჯონ კნოქსი, რომელიც ლოცულობდა: „მომეცი შოტლანდია, სანამ მოვკვდები“.
ამან ათქმევინა ქეთრინ ბუთს: „არასდროს!“, როდესაც ეკლესიის ლიდერებმა შეზღუდვები დააწესეს უილიამის მსახურებაზე. სწორედ ამის გამო განაცხადა უილიამმა თავის ბოლო ქადაგებაში: „ვიბრძოლებ ბოლომდე!“

ციური მანნა დღეისათვის:
მე მსურს მამოძრაოს ჩემმა სწრაფვამ იესოსთვის
--------------------------------------------
(1) გორდონ მაკდონალდი: „შეუკვეთე შენი სამყარო“
(2) რიკ უორენი: „მიზანმიმართული ცხოვრება“ & „მიზანმიმართული ეკლესია“
(3) ნეემია 1:4

lørdag 3. november 2018

რა არის ერთი „ნათლობა“?

შესაძლოა გაგიჭირდეთ დაუყოვნებლივი პასუხის გაცემა კითხვაზე რა არის „ერთი“ ნათლობა, ისევე როგორც რთულია პასუხის პოვნა რა არის „ერთი“ რწმენა. თუ გავითვალისწინებთ იმ დისკუსიას, რასაც ადგილი ჰქონდა ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ხშირად, პასუხი ექცევა ჩვილის ნათლობას თუ ზრდასრულ ასაკში ნათლობის თაობაზე დისკუსიის ვიწრო ჩარჩოში, ასევე უნდა გამოიყენებოდეს თუ არა სიმბოლიკა ან „მადლის აქტი“ რიტუალურ ელემენტებში ან თავად რიტუალის დროს.

პავლე, ფაქტიურად შეეხო რამოდენიმე სახის ნათლობას. მან ჰკითხა მოწაფეებს ეფესოში, რა სახის ნათლობა მიიღეს. როდესაც პავლემ შეიტყო, რომ ეს იყო იოანეს ნათლობა, იგი ესაუბრა მათ და შედეგი იყო ის, რომ მოწაფეები მოინათლნენ უფალ იესოს სახელით (1). ამის შემდგომ, პავლემ დაასხა მათ ხელები და ისინი მოინათლნენ სულიწმიდით.

როდესაც პავლე საუბრობდა წინაპრებზე, მან დაწერა, რომ „ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში“ (2). ეს მიანიშნებს, რომ ნათლობა ეს არის გადასვლა ცხოვრების ახალ ფაზაში ახალი მიმართულებით.

მისი სწავლება სულიწმიდის ერთობის შენარჩუნების შესახებ, მშვიდობის საკვრელით (3) სადაც იგი კვლავ წერს ერთი ნათლობის შესახებ. მე არ ვფიქრობ, რომ პავლე არ გულისხმობდა არც წყლით ნათლობას და არც სულიწმიდით ნათლობას. მე მწამს, რომ იგი მხოლოდ ფიქრობდა იმ ფაქტის შესახებ, რომ ჩვენ „მოვინათლეთ ქრისტე იესოში“. ნათლისღება არის „ერთი“ და იგივე ყველა მორწმუნისათვის. ის, თუ როგორ აირჩია სხვადასხვა ეკლესიამ ეზეიმა ეს, დამოკიდებულია იმ ფაქტზე, რომ „მის სიკვდილში მოვინათლეთ“ (4). იესო ასევე საუბრობდა მის სიკვდილზე, როგორც ნათლობაზე (5).

მე მწამს, რომ „ერთი“ ნათლობის კონტექსტი აძლიერებს ამ ინტერპრეტაციას. „ერთი“ იმედი მარწმუნებს, რომ მე დავენერგე ქრისტეს სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნები მისი აღდგომისას (6).რადგანაც, თუ მე ვაცხადებ, რომ მყავს „ერთი“ უფალი, ეს შესაძლოა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემი „ეგო“ მოკვდა მასთან ერთად რათა მე შევძლო მასში ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია დავინახო მხოლოდ ერთი ნამდვილი ნათლობა. როგორ ირჩევენ ეკლესიები ამის სიმბოლიზირებას ნებისმიერი ფასეულობის გარეშე, თუ ეს არ ეხმარება ადამიანებს იცხოვრონ აღდგომის ცხოვრებით, როგორც ახალმა ქმნილებებმა იესო ქრისტეში.

„ციური მანნა“ დღეისათვის
არსებობს მხოლოდ „ერთი“ ნათლობა, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ ქრისტესთან და ერთმანეთთან.
__________________________________________
(1) საქმეები 19:3-4
(2) 1 კორინთელთა 10:2
(3) ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა სულის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება ეფესელთა 4:3-5
(4) რომაელთა 6:3-4
(5) ლუკა 12:50
(6) რომაელთა 6:5* Thanks to Bodil Østergreen for letting me use this picture of the cross she bought in Assisi. On FB she writes: God stretches out his hand to you. You can choose whether you want to accept God's hand and stretch your hand to your fellow human beings.

lørdag 20. oktober 2018

ერთი უფალი!

როდესაც თქვენ და მე მივიღეთ მოწოდება, ჩვენი პასუხი იყო „დიახ!“ მოწოდებაზე „ერთი უფალი“. პავლესთვის მნიშვნელოვანი იყო შეეხსენებინა მკითხველისათვის, რომ ყოველმა ენამ უნდა აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი (1).
„ერთი სხეულის“, „ერთი სულისა“ და „ერთი იმედისადმი“. თუმცა, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ერთობა სულიწმიდაში მშვიდობასთან კავშირის მეშვეობით, ასევე იგულისხმება იმ ფაქტის მიღება, რომ არსებობს

თუ ჩვენ ერთი უფლისადმი მიძღვნილნი ვიქნებით, ერთობა ლოგიკური შედეგი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პავლე გარკვევით არ წერს ამის შესახებ, მე ვფიქრობ, ეს „ჩაწერილია“ სტრიქონებს შორის. მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ მარტივ ილუსტრაციას:
თუკი იესო არის ცენტრში, და მე მსურს მაქსიმალურად ახლოს მივიდე ცენტრთან, მე ასევე მივუახლოვდები ყველა მის მიმდევარს, ვისაც იგივე სურვილი ამოძრავებს. გვექნება რა, ეს გონებაში, მე მაინტერესებს, ქრისტიანებს შორის ერთობის ნაკლებობა, არის თუ არა ნიშანი იმისა, რომ იესო აღარ ერთი ერთადერთი უფალი?
„სხვა“ ღმერთებთან მიმართებაში, მე არ ვუწესებ ზღვარს „ღმერთებს“ ე.წ. “მამონას“ (2) ანუ „ღმერთს“ რომელიც იწვევს არაჯანსაღ დამოკიდებულებას - „ღმერთი“ შეიძლება გავხდე თავად მეც კი, რადგანაც მე თავად ვხდები ჩემივე ყურადღების ცენტრში, და „ჩემებურად“ ვაკეთებ ყველაფერს. მე ვილტვი, თავად ვაკონტროლო ჩემი ცხოვრება. შესაძლოა, ამან ზოგჯერ დაადასტუროს, რომ მე ვგრძნობ თავს მეტად უსაფრთხოდ და შემიძლია უკეთ გავთვალო ჩემი მომავალი ცხოვრება, ვიდრე, უფლება მივცე ერთადერთ უფალს გააკონტროლოს ჩემი ცხოვრება და წარმართოს იგი საუკეთესო მხრივ.

მე მწამს, რომ იესო იმდენად არის კონცენტრირებული ერთობაზე, რომ მას სურს მივუძღვნა ყოველივე, რაც უცილობლად სწორია, ისე რომ ერთობა სხვა მორწმუნეებთან არ იქნება დარღვეული. ეს სულაც არ იქნება რთული, თუკი არ დავივიწყებ ჭეშმარიტებას, რომ „ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა“ (3)

„ციური მანნა“ დღეისათვის:
თუ იესო არ არის ჩემი ერთადერთი უფალი, მე დავკარგავ იმპულსს ჩემ მოწოდებაში.
-------------------------------------
(1) ფილიპელთა 2:11
(2) „არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს, ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“. მათეს 6:24
(3) რომაელთა 8:28

lørdag 13. oktober 2018

რა კვდება ბოლოს...

მე ბევრჯერ მსმენია ეს ფრაზა. თუმცა, მოლდოვაში იმ პატიმრებთან შეხვედრისას, რომლებიც სამუდამო სასჯელს იხდიან, ამ ფრაზამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა - ქვეყანაში, სადაც „სამუდამო პატიმრობა“ პირდაპირი მნიშვნელობით არის განაჩენი დარჩენილი ცხოვრებისათვის.

როდესაც საკანში მყოფთ ვესაუბრებოდი, ვუთხარი: „მე თქვენ თვალებში იმედს ვხედავ, არასოდეს დაკარგოთ იმედი!“. რამოდენიმე მათგანი მაშინვე გამომეხმაურა: „იმედი ბოლოს კვდება!“

მე ასევე შევიტყვე, რომ ბევრ მათგანს გაზიარებული ჰქონდა ის „ერთი იმედი“ რომელშიც მე ხსნა ვპოვე. ჩვენ „ერთ სხეულში“ ვართ:

„ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით.“
ეფესელთა 4:4
სამყაროში მრავალგვარი იმედი არსებობს და ეს შესაძლოა იყოს რაღაც უკეთესის გაურკვეველი მოლოდინი. სულიერ ქრისტიანულ კონტექსტში, რეალურად არსებობს ერთი იმედი. ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ არ უნდა ვისწრაფოთ საუკეთესოსკენ ჩვენ საზოგადოებაში, ქალაქში და ქვეყანაში - პირიქით, ეს ჩვენი მოწოდებაა: „მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისათვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.“ (იერემია 29:7). ეს კი 100% ესადაგება ჩვენს -„ხსნის არმიის“ ხედვასა და კონცეფციას - „ხსნა ორივე სამყაროსათვის“. თუმცაღა, ხსნა ამ სამყაროში ეფუძნება ერთ იმედს.
პავლეს აზრით, იმედი არის ის, რაც რჩება ყოველთვის და მარადიული მომავლის სინონიმია.
„ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი.“
რომაელთა 8:24
პავლესთვის ქრისტეს მიღმა ხსნა არ არსებობს. ამგვარად, ერთი იმედი ასევე მხოლოდ ქრისტეს სინონიმია.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
გაერთიანებულნი ქრისტეში ერთი იმედით.
-----------------------------

lørdag 6. oktober 2018

ერთი სული

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მე დაგიბრუნდით ყოველკვირეული ბლოგით და ვაგრძელებ ჩემი ნააზრევით სიარულის შესახებ ‘იმ მოწოდების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივიღეთ’ როგორც ერთმა სხეულმა.
ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენიმოწოდების ერთი იმედით.
ეფ.4:4
უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც მე გამოვაქვეყნე ექვს ენაზე, გახლდათ ივნისის ბოლოს. მას შემდეგ ბევრი რამე მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ჩვენი სამშობლოში ყოფნის დროს, მე საშუალება მქონდა ჩემ ოჯახთან და მამასთან ბევრი დრო გამეტარებინა მის გარდაცვალებამდე. ასევე, ჩემთვის პატივი იყო ჩამეტარებინა მისი დაკრძალვის ცერემონია და მეზეიმა მისი ცხოვრება მარადიულობაში, სანამ დავუბრუნდებოდით ოფისს ამ კვირაში.

მამაჩემი არა მხოლოდ მამა იყო ჩემთვის, არამედ იგი იყო ოფიცერი კოლეგა, ჩემთვის ძვირფასი ძმა ქრისტეში და შუამდგომელი, რომელსაც შემეძლო დავყრდნობოდი რთულ პერიოდში. ასევე, იგი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო გაეხარა ჩემთან ერთად, როდესაც ხედავდა უფლის მფარველ ხელს ჩემ ცხოვრებაში, ასევე სხვა ადამიანების ცხოვრებასა და სხვადასხვა სიტუაციების დროს. ჩვენ ერთი სული მატარებელნი ვართ. იყო რა, სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვული, მე დავრწმუნდი პავლეს სიტყვების ჭეშმარიტებაში:

სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
რომ.8:16
მე მადლიერი ვარ უფლისა, რადგანაც მსგავსი სახის ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს, ყოველ ადამიანთან, ვინც ზეციდან შობილია. ზოგჯერ, არაფრის თქმა არაა საჭირო, ჩვენ უბრალოდ ვიცი, რომ ერთი სულის მატარებელნი ვართ - ჩვენ ქრისტეს სხეულნი ვართ.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

ვართ რა ერთნი, ერთ სულში, ჩვენ შეგვიძლია სამყაროს გავაცნოთ იესო.
_______________________________

lørdag 23. juni 2018

მშვიდობაში და მშვიდობით სვლა!

მე მომწონს, როდესაც ადამიანებს ვესალმები: მშვიდობა თქვენდა“. ნორვეგიაში, ადამიანები ღიმილით შემომხედავენ, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ეს არის კეთილი ტრადიცია, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს. პავლეს მიერ ჩამოთვლილ თვისებებში, ჩვენ ვხვდებით მშვიდობას, როდესაც საქმე ეხება „მოწოდების ღირსებას, რომელიც ჩვენ მივიღეთ“:
ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
ეფესელთა 4:3
დიდი ხნის განმავლობაში მე არ ვყოფილვარ ქრისტეს მიმდევარი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეშმაკის ყველაზე ცნობილი მახასიათებელი არის სტრატეგია, რომელსაც იგი იყენებს „გაყავი და იბატონე“. ერთობა არის ნებისმიერი ურთიერთობის საწყისი. როდესაც ირღვევა ერთობა, ურთიერთობა დაიშლება ნაწილებად.

რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა შევინარჩუნოთ სულის ერთობა?

რიკ უორენი წიგნში „სიცოცხლის მამოძრავებელი მიზანი“ გვისახავს შემდეგ მიზანს:
  • ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რა გვაქვს საერთო და არა, რა არის განმასხვავებელი 
  • იყავით რეალისტურნი მოლოდინებში (არანაირი ურთიერთობა არ არის სრულყოფილი) 
  • არჩიეთ გამხნევება და არა კრიტიკა 
  • უარი განაცხადეთ ჭორის მოსმენაზე 
  • მხარი დაუჭირეთ ლიდერებს 
  • კონფლიქტის გადაჭრისათვის გამოიყენეთ ღმერთის მეთოდი (1) 
პავლეს რჩევა რომაელთა მიმართ არის იმავე სულით აღვსილი:
მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას
რომაელთა 14:19
„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მსურს ძალისხმევა არ დაიშურო რათა ვიარო მშვიდობაში და მშვიდობით!
-------------------------------------
(1) მათე 18:15-17ა

lørdag 26. mai 2018

მართებული მისიისთვის

ბოლო ორ ბლოგში, სულიერი ბრძოლისათვის ილუსტრაციის სახით, მე გამოვიყენე ჭადრაკის თამაში - ვისარგებლებ შემთხვევით და კვლავ გამოვიყენებ მას:

# 1 თანრიგის მოჭადრაკე მსოფლიოში და მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (1) აცხადებს, რომ მას სჭირდება ფორმაში ყოფნა, რათა მოიგოს თამაშები. ამისათვის, იგი ასრულებს არაერთ გონებრივ თუ ფიზიკურ ვარჯიშს, და ემზადება, რომ განწყობილი იყოს ბრძოლისთვის.

განვაგრძობ რა, ჭადრაკის თამაშის გამოყენებას სულიერი ბრძოლის კონტექსტში, იყო მართებული მისიისთვით, გახლავთ სინონიმი, იყო განწყობილი ბრძოლისთვის. რამოდენიმე წერილში, პავლე მისიას აკავშირებს სპორტულ არენაზე ბრძოლაში, ან ასპარეზზე ყოფნას:
კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, დადგა ჩემი წინსვლის ჟამი.
2 ტიმოთე 4:7
ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყენებთ სიკეთის „იარაღს“ ბოროტის დასამარცხებლად:
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.
რომაელთა 12:21
შემდგომში, პავლე ყურადღებას ამახვილებს, რომ ბრძოლა არ არის ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ, არამედ ამ ბნელი სამყაროს და ბოროტის სულიერი ძალების წინააღმდეგ. იმისათვის, რომ წავიდეთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ძლიერნი უნდა ვიყოთ უფალში და მის ძლევამოსილ ძალაში (2). ძალიან ხშირად, ის პრინციპები, რომლებიც შესაფერისია ფიზიკურ კონტექსტში, ასევე შესაბამისი იქნება სულიერ სფეროში, ამის შესახებაც პავლე განაცხადებს:
ვინაიდან ხორციელი წრვთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.
1 ტიმოთე 4:8
თუ მე მსურს ვივარჯოშო ნახევარი მარათონისთვის, შემიძლია გამოვიყენო აპლიკაცია, დავაყენო საწვრთნელი პროგრამა და მოვემზადო ასპარეზისთვის. მე ამის შესახებ იდეებს გაგიზიარებთ „წრთვნა წმიდა ცხოვრებაში“, რომელთა გამოყენება პრაქტიკული თვალსაზრისითაა შესაძლებელი. თუმცა, პროგრამა იწყება, გაცნობიერებით, ვინ ვარ მე იესო ქრისტეში, და სრულდება გაცნობიერებით, რომ იგი ცხოვრობს ჩემში.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
იყო მართებული მისიისთვის, მოითხოვს წრთვნას წმიდა ცხოვრებაში.
--------------------------------------
(1) ეს არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მაგნუსი ნორვეგიიდანაა
(2) ეფესელთა 6:10-12

lørdag 31. mars 2018

„იგიზგიზოს ცეცხლმა– ნუ დაელოდებით სხვებს!“

სულიწმინდის ძღვენის გახსნის ნაწილი არის დარწმუნება იმაში, რომ თქვენ ეს გააკეთეთ. ეს ხაზად გასდევს რწმენის ბიბლიურ პრინციპს, რომელიც დამკვდრებულია თქვენს გულში და აღიარებთ ბაგით (1). თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავარწმუნოთ ერთმანეთიც.

როდესაც წინა კვირაში, მე ვწერდი, რომ მომეცა საშუალება 1973 წელს წლის კონგრესზე დამემოწმებინა სულიწმიდისგან ჩემი ნათლობის შესახებ, რამოდენიმე ადამიანი მოვიდა და დაადასტურა რაც მე გავუზიარე. ერთ-ერთი მათგანი იყო კონგრესზე მთავარი მომხსენებელი გენერალი კლარენს ვაისმენი. იგი მოვიდა ჩემთან და რამოდენიმე ახალგაზრდამ თქვა: „იგიზგიზოს ცეცხლმა - ნუ დაელოდები სხვებს!“

ძალიან ხშირად, ჩვენ ხელიდან ვუშვებთ მომენტს, რადგანაც ველოდებით იმავდროულად ყველა როდის გახდება იგივე მოძრაობის ნაწილი. არასოდეს მოხდება ისე, რომ „ყველა“ იყოს მსგავსი მოძრაობის ნაწილი. როდესაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იგივე მიმართულებით მოძრაობს, ამას ჰქვია აღორძინება. თუმცა, აღორძინების დროსაც იქნებიან ადამიანები, რომლებიც გაემიჯნებიან „მოძრაობას“. გენერალმა ვაისმენმა იცოდა, რომ მან გაამხნევა და დაარწმუნა ახალგაზრდები „აენთნონ“ უფლისთვის.

რამოდენიმე თვის წინ, მე დავწერე სტატიათა სერია პავლეს და ტიმოთეს ურთიერთობის შესახებ (2). 90 ბლოგიდან რამოდენიმე გახდა განსაკუთრებული მნიშვნელობის და დადასტურება იმისა, რაც ასე ნათელია წერილებში. მაგალითად, როგორ ადასტურებს პავლე, რომ ტიმოთე არის

„ჭეშმარიტი შვილი რწმენაში“~
1 ტიმოთე 1:2ა (3)
და როგორ ადასტურებს იგი სულიწმინდის ნიჭს ტიმოთეში:
ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასმით არის შენში; რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
2 ტიმოთე 1:6-7 (4)
ეს გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მინდა ადამიანებმა დაადასტურონ ვინ ადგას სწორ გზას
---------------------------------
(1) რომაელთა 10:9-10
(2) ინგლისური ვერსიის „ლინკი“ შეგიძლიათ იხილოთ აქ
(3) ინგლისურად იხილეთ: “Affirmation andaccountability”
(4) ინგლისურად იხილეთ: “A mentor is clear anddirect”