Viser innlegg med etiketten ლუკა. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten ლუკა. Vis alle innlegg

lørdag 4. mai 2019

მე ჩართული ვარ

ივნისის ბოლოს მე წავალ ნორვეგიაში, სადაც კონგრესში მივიღებ მონაწილეობას. ეს იქნება „განსხვავებული“ კონგრესი, და მოუთმენლად ველი მას. კონკრეტულად, ველი „გრძელ მაგიდას“, რომელიც მოთავსებული იქნება მთავარ ქუჩაზე. მაგიდასთან ადგილები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია დაჯდეს მაგიდასთან, გაიზიაროს საკვები და ურთიერთობა. არის რაღაც ღვთიური მაგიდის გარშემო გაზიარებაში. ნორვეგიელმა პოეტმა, ტრიგვე სკაუგიმ ეს ჩამოაყალიბა შესანიშნავად თავის მოკლე ნააზრევში Maundy Thursday-ში (1):
შემდეგ მაინ აიღო ჩემი გული
სწორედ სადილის შემდეგ
შესწირა მადლობა
აკურთხა გული და თქვა
ეს არის ჩემი გული
რომელიც განაგრძობს ფეთქვას და დაიწვება
ყველასთვის, ვინც არ იწამა
რომ არის ადგილი მათთვის
აქ, მაგიდასთან
მოდით, რადგანაც ყველაფერი დასრულებულია
მოდით, თქვენ ამ ადგილს ეკუთვნით
ეს მარტივი ლექსი არის გენერალ ფედლის „მოწოდება ჩართულობისაკენ“ შინაარსის ილუსტრირება გასაოცარი გზით. ადამიანების ჩართულობა გულის კარნახის ამბავია. ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ ეს ჩვენს მისიის განაცხადებში, შეგვიძლია ამის შესახებ კათედრებიდან ვიქადაგოთ, ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ მაგიდა მთავარ ქუჩაზე, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც „გარედან“ მოდიან, ეცოდინებათ მომდინარეობს თუ არა ეს გულიდან. თანაგრძნობის მსგავსად, ჩართულობასაც აქვს თავისი ფასი - იესომ განსაზღვრა ფასი თავის „ახალ“ მცნებაში:
როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
იოანე 13:34ბ
„ციური მანნა“ დღეისათვის
რადგანაც იესომ ჩამრთო მე, მეც უნდა ჩავრთო სხვები
------------------------------------------
(1) ლუკა 22:7-20
(2) „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

lørdag 27. april 2019

წაგებულს მიაქვს ყველაფერი!

„აბბას“ მუსიკა აგებულია დებულებაზე 
„გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი!“ 

ზოგჯერ თითქოს ეს ასეცაა, და მიწიერი გადმოსახედიდან, ეს თითქოს დამკვიდრებული ჭეშმარიტებაა. ასევე არსებობს ემპირიული დადასტურება, რომლითაც მტკიცდება, რომ ადამიანი, რომელიც დაბადებულია უფუნქციო ოჯახში, სადაც არ არსებობს საკმარისი ზრუნვის საშუალება უფრო მეტადაა მიდრეკილი კარგი ცხოვრებისაკენ, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც მზრუნველ და კარგად ფუნქციონირებად ოჯახშია დაბადებული. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფუნქციონალურობა და ზრუნვა არ არის დამოკიდებული ქონებაზე, თუმცა სიღატაკემ შესაძლოა მშობელს ხელი შეუშალოს მისცეს თავის შვილს საკმარისი ფიზიკური ზრუნვა.

მე ვიქნები პირველი, ვინც აღიარებს, რომ ეს სამყარო უსამართლოა. ვცხოვრობ რა ევროპის უღატაკეს ქვეყანაში, მე ამას ყოველდღიურ რეალობაში ვხედავ, და ვისურვებდი, მეტის გაკეთება შემძლებოდა ამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, როგორ გავბედავ განვაცხადო, რომ „წაგებულს მიაქვს ყველაფერი!“?

რადგანაც ეს არის სულიერი პრინციპი. იესომ განაცხადა, რომ მე მოვიპოვე სიცოცხლე მისი დაკარგვით (1). მე მწამს, რომ ღმერთმა შემქმნა, რათა მქონდეს ურთიერთობა მასთან, მაგრამ ამასთანავე მან მომანიჭა უფლებამოსილება გავაკონტროლო საკუთარი სიცოცხლე და შევწირო იგი უფალს. ჯვარზე მყოფმა იესომ თქვა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული” (2) - მან დაკარგა სიცოცხლე, დაამარცხა სიკვდილი და მოიპოვა სიცოცხლე არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა მორწმუნისათვის.

ის, რომ „წაგებულს“ მიაქვს ყველაფერი, დასტურდება ამ მუხლითაც:
„სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი,
არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.“

კოლასელთა
3:11
მიუხედავად იმისა, რომ ერები თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მხოლოდ რამოდენიმე ეკლესია და ქრისტიანთა ნაწილი ებრძვის სიხარბეს. მიჩნეულია, რომ სიხარბე არის შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან ერთ-ერთი, და მწამს, რომ ეს არის უმეტესი პრობლემის მიზეზი, რომელსაც ჩვენ დღეს სამყაროში ვხვდებით, მათ შორის ისეთი ბოროტებების, როგორიცაა ომები, სიღარიბე და კლიმატური კრიზისი. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ, როგორც ინდივიდები, საზოგადოება და ერები ვისურვებთ „წაგებას“, იმის ნაცვლად, რომ გვქონდეთ ძლიერი სურვილები და დავაგროვოთ რაც შეიძლება მეტი, ყველა მოიპოვებდა უკეთეს ცხოვრებას. ამგვარად, დიახ, 

მე მწამს, რომ „წაგებულს მიაქვს ყველაფერი!“

„ციური მანნა“ დღეისათვის:
ჩვენ ვიგებთ წაგებით!
-----------------------------------------
* ყველაზე სუსტი გუნდი! - „მოწოდება ღირებული თანაგრძნობისკენ“
(1) მათე 16:25
(2) ლუკა 23:46

lørdag 13. april 2019

სად წავიდა ყველა „დიადი ადამიანი“?

ჰიორდისი არ ყოფილა ჩემი „დეიდა“ ნათესაური კავშირის თვალსაზრისით. ამასთანავე, ბავშვები, რომლებიც ესწრებოდნენ უმცროსი ასაკის გაკვეთილებს საკვირაო სკოლაზე სტავანგერში 1950-იანი წლების ბოლოს, ეძახდნენ მას „დეიდა ჰიორდისს“. მე არ ვიცი რამდენი წლის განმავლობაში იყო იგი მსახურებაში, თუმცა მჯერა, რომ ეს იყო მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში. ჩემთვის იგი იყო ყოველთვის „მოხუცი“, თუმცა მნიშვნელოვანი ადამიანი. 

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მშობლები წავიდნენ „საბრძოლო სკოლაში“ რათა გამხდარიყვნენ ოფიცრები, მე მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ქალაქიდან გადავედით სხვაგან საცხოვრებლად. თუმცა ვიცი, „დეიდა ჰიორდისს“ ვახსოვდი, ლოცულობდა ჩემთვის და ყოველთვის, როდესაც არდადეგებზე ვბრუნდებოდი, იგი მესაუბრებოდა - და მე ვიყავი ერთ-ერთი იმ უამრავ ბავშვთაგანი, რომელიც მისგან მზრუნველობას იღებდა. მე ვგრძნობდი რომ მამჩნევდნენ, ვუყვარდი და ეს დადასტურდა მაშინაც, როდესაც სრულწლოვანი გავხდი და თავად გავხდი ოფიცერი. ჩემი აზრით, იგი სულაც არ ფიქრობდა, რომ ერთ-ერთი დიადი ადამიანი იყო ღვთის სამეფოში, მაგრამ როდესაც წავიკითხე რა თქვა იესომ, დავიჯერე, რომ იგი ასეთი ადამიანი იყო: 
უთხრა მათ:
„ვინც ღებულობს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ის ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს; ყველა თქვენგანში უმცირესი კი ყველაზე დიდი იქნება.“
ლუკა 9:48
მის მოგონებას შეეხო გენერალი ფედლის „მოწოდება აღზრდისა და ყველა თაობაზე ზრუნვისაკენ“, რომელიც გახლავთ პასუხისმგებლობის აღების მოწოდების პირველი პუნქტი (1). დიდება უფალს, ჩვენს გვერდით კვლავაც არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ და მოემზადონ, რათა პასუხისმგებლობა აიღონ ბავშვთა მსახურებაზე. გამოწვევა გახლავთ ის, რომ ისინი „წითელ სიაში“ არიან, რადგანაც მიეკუთვნებიან გაქრობის პირას მყოფ კატეგორიას - კონკრეტულად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხანგრძლივ „დეიდა ჰიორდისის აღთქმაზე“.

არ არის რთული ჩართო ადამიანები ერთჯერად ღონისძიებაზე. თუმცა, „საშიშ“ საზოგადოებაში, სადაც სხვადასხვა თვალსაზრისის ქონის უპირატესობა ითვლება სწრაფვის უმაღლეს გამოვლინებად - ჩვენ კვლავაც გვჭირდება ადამიანები, რომელთაც სურთ განაცხადონ: “მე მზად ვარ მივესალმო და ვასწავლო ბავშვებს!“

„ციური მანნა“ დღეისათვის“

„მოგესალმებით იესო, მოგესალმებით!“
-------------------------------------
(1) მოწოდება აღზრდისა და ყველა თაობაზე ზრუნვისაკენ: ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და დამწყებ ლიდერებზე - აღვჭურვოთ, გავზარდოთ, გავაძლიეროთ და ვასწავლოთ ჩვენს ამჟამინდელ და მომავალ „ხსნის არმიას“.

lørdag 26. januar 2019

„ლოდინის ხელოვნება“ - მნიშვნელოვანი სტრატეგია

იყო ნაწილი „ბრძოლისთვის მზადყოფნისა“ * არის პასუხი სულიწმიდისათვის. იესომ დაიწყო სწავლება სულიწმიდის შესახებ, როგორც კი დაიწყო მოწაფეების დამოძღვრა. იესომ ნათლად განაცხადა, რომ სულიწმიდა არის საუკეთესო ძღვენი, რომელიც მისმა მამამ შეიძლება მოგვცეს:
„ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისათვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“.
ლუკა 11:13
1972 წელს, როდესაც მე გამოვცადე სულიწმიდა, როგორც რეალური ძალა ჩემ ცხოვრებაში, ეს მუხლი იქცა ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მუხლად. როდესაც გარკვეული წლების შემდეგ მე გავხდი მამა, და მსურდა საუკეთესო მიმეცა ჩემი შვილებისათვის, ამ მუხლმა კიდევ უფრო ძლიერად იმოქმედა ჩემზე. გამოწვევა გახლავთ ის, რომ ღმერთი არასოდეს შეიჭრება მისი შვილების პირად ცხოვრებაში. ჩვენ მას უნდა ვთხოვოთ, მოგვცეს სულიწმიდა, სწორედ ისე, როგორც იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, რომ სანამ ზეცად ამაღლდებოდა, მან განაცხადა:
„იერუსალიმს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს, ჩემგან რომ მოისმინეთ.“
საქმეები 1:4
თუმცა, ალბათ უცნაური იქნება, თუ მე მივიჩნევ „ლოდინის ხელოვნებას“ როგორც პასიურ სტრატეგიას. მე ვერ წარმომიდგენია რაიმე იმაზე უფრო აქტიური, ვიდრე ბავშვები შობის პერიოდში როგორ ელოდებიან საჩუქრების გახსნას. ლოდინი ბიბლიაში უფრო მეტად უკავშირდება მოლოდინს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მოველი რაღაცას, როგორ განხორციელდება ჩემს ცხოვრებაში. ნათლისმცემლის შესახებ ამბის თხრობისას, ლუკა წერდა, რომ „ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ფიქრობდა იოანეზე - ქრისტე ხომ არ არისო“ - ლუკა 3:15

ღმერთმა მე მომანდო ინიციატივა იმისა, რომ მივიღო სულიწმიდა. სტრატეგია არის ლოცვა და ლოდინი “მომლოდინედ“ - ყველაფერთან ერთად ღმერთმა შეასრულა თავისი ნაწილი, როდესაც გადმოღვარა სულიწმიდა.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მოველი, რომ სულიწმიდა მესაუბრება და გამიძღვება - ახლა!
----------------------------------
* გენერალ ფედლის მოწოდება
„მე მწამს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რისი გაკეთება სურს ღმერთს ჩვენთვის და ჩვენი მეშვეობით. ეს გახლავთ ლოცვისაკენ მოწოდება, სიწმიდისაკენ მოწოდება და მოწოდება „ბრძოლის მზადყოფნისაკენ“ ახლა. ეს გახლავთ დაუყოვნებელი მოწოდება, რომელსაც ვერ ვუარყოფთ. მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჭირდებათ იესო.“ 

lørdag 19. januar 2019

ლოცვა აღემატება მხოლოდ თხოვნას

გასულ კვირას მე გაგიზიარეთ გარკვეული ნააზრევი ლოცვის შესახებ და ამას თან დავურთე უწყება გენერალ ბრაიან ფედლისგან (1), სადაც იგი მოუწოდებს ლოცვისაკენ. თუ გასული კვირის ჩანაწერს წაიკითხავთ, გემახსოვრებათ, რომ მე გთხოვეთ დაფიქრებულიყავით ამ მუხლზე კვირის განმავლობაში:

მე გეუბნებით ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
ლუკა 11:9-10
მათთვის, ვინც ბიბლიას კითხულობს, ეს მუხლები ნაცნობი იქნება, თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ არსებობს საკითხის სამი გამოხატულება - ეგრეთ წოდებული „პლეონაზმი“. ვფიქრობ, პრეზუმცია არის ცდომილება. პირველივე სწავლებაში ლოცვის შესახებ, იესომ მოგვცა ნათელი უწყება, რომ ლოცვა არის გაცილებით მეტი - ვიდრე მხოლოდ თხოვნა. სამწუხაროდ, ჩვენი ლოცვები ხშირად შეზღუდულია მხოლოდ ღმერთისადმი თხოვნით. თუმცა, ლოცვა ასევე მოიცავს

ძიებას

მე არ მომწონს ისეთი ნივთების ძიება, რომელთა პოვნა ჩემთვის შეუძლებელია, თუმცა მიყვარს სიახლეების აღმოჩენა. აქედან გამომდინარე, უფრო საინტერესო ხდება იმაზე ფიქრი, რომ: ლოცვა არის მოგზაურობა აღმოჩენებში, და ამ მოგზაურობაში, მე ყოველთვის აღმოვაჩენ ხოლმე ახალ ნივთებს, რომლებიც ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია. მე მეტს შევიტყობ ღმერთისა და საკუთარი თავის შესახებ. უფრო მეტიც, ლოცვა ასევე მოიცავს

დაკაკუნებას

იესოს ძალიან აწუხებდა დაჟინებულობის საკითხი - მათ შორის ლოცვაშიც. იგავი შეუპოვარი ქვრივის შესახებ (2) ამის ტიპიური მაგალითია. მე ხშირად ვიყენებ იმ თამაშის ილუსტრაციას, რომელსაც სხვა ბავშვებთან ერთად ხშირად ვთამაშობდი ხოლმე, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი - თამაშის სახელი იყო, რითმა ნორვეგიულად. და ჩემი აზრით, თარგმანი „დააკაკუნე და გაქრი“ სრულიად შესაბამისია. ჩვენ უბრალოდ, ვაკაკუნებდით რომელიმე კარზე, გავრბოდით, ვიმალებოდით და ვბაძავდით იმ ადამიანის სახის გამომეტყველებას, რომელიც მიხვდა, რომ მოატყუეს. არ არის კარგი საქციელი, მაგრამ ბავშვებისთვის გასართობია...

ლოცვა არის კაკუნი ღმერთის კარზე და კართან გაჩერება, სანამ კარი ღიაა. სხვადასხვაგვარად, კაკუნი გაისმის კარის ორივე მხარეს (3). ესეც გახლავთ ლოცვის ნაწილი, რომ უფალი შემოვა ჩემი გულის კარში. საბედნიეროდ, იგი საკმაოდ შეუპოვარია!

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე განვაგრძობ კაკუნს!
-----------------------------------------
(1) „მე მწამს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რისი გაკეთება სურს ღმერთს ჩვენთვის და ჩვენი მეშვეობით. ეს გახლავთ ლოცვისაკენ მოწოდება, სიწმიდისაკენ მოწოდება და მოწოდება „ბრძოლის მზადყოფნისაკენ“ ახლა. ეს გახლავთ დაუყოვნებელი მოწოდება, რომელსაც ვერ ვუარყოფთ. მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჭირდებათ იესო.“
გენერალი ბრაიან ფედლი
(2) ლუკა 18:1-8
(3) გამოცხადება 3:20

lørdag 12. januar 2019

იცი რა არის ლოცვა?

შესაძლოა, ზოგიერთმა იფიქროს, რომ 
„ყველამ არ იცის რა არის ლოცვა“?

მე რომ მკითხოთ, ვიცი თუ არა, რა არის ლოცვა, ჩემი პასუხი იქნება „დიახ, დაახლოებით ვიცი“. მიზეზი, იმისა, რატომ ვიცი დაახლოებით, გახლავთ ის, რომ ლოცვის საკითხი უსაზღვროა. მე ბევრი რამ მაქვს სასწავლი ლოცვისა და მედიტაციის შესახებ ჩემი იესოსთან მჭიდრო ცხოვრების მეშვეობით, მე ასევე ვსწავლობ სხვა დენომინაციათა სრული სპექტრის მორწმუნეებისაგან.

რადგანაც, ლოცვის საკითხი არის ახალი აღმოჩენები, რომლებიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როდესაც იესო მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში მიდიოდა, მოწაფეები აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, რომელიც თავად ვერ გადაწყვიტეს. როდესაც მათ დასვეს შეკითხვა „რატომ ვერ შევძელით?“ - იესომ უპასუხა:
„... არ განიდევნება თუ არა ლოცვით...“
მათე 17:21
იესომ ეს დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად, რატომ ვერ შეძლეს მოწაფეებმა „განედევნათ“ ეშმაკი. უფრო ადრე, მახურებისას, მოწაფეები იყვნენ იესოსთან, როდესაც იგი ლოცულობდა. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მოწაფებ უთხრა: „უფალო გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს.“ (1)

იესომ პასუხად საუფლო ლოცვა ასწავლა. მე ამ ლოცვიდან სამი ნააზრევი გაგიზიარეთ ადვენტის სეზონისას, და ამ ლოცვის ელემენტებს მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდები. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოწაფეებს ლოცვა ასწავლა, იესომ განაგრძო:
მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ეძიებს პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
ლუკა 11:9-10
გთხოვთ, ეს მუხლები გახსოვდეთ ამ კვირის განმავლობაში. მე მას შემდეგ კვირაში კვლავ დავუბრუნდები.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე ყოველთვის მეტი რამ მაქვს სასწავლი ლოცვის შესახებ.
-----------------------
(1) ლუკა 11:1

*„მე მწამს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რისი გაკეთება სურს ღმერთს ჩვენთვის და ჩვენი მეშვეობით. ეს გახლავთ ლოცვისაკენ მოწოდება, სიწმიდისაკენ მოწოდება და მოწოდება „ბრძოლის მზადყოფნისაკენ“ ახლა. ეს გახლავთ დაუყოვნებელი მოწოდება, რომელსაც ვერ ვუარყოფთ. მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჭირდებათ იესო.“

გენერალი ბრაიან ფედლი

lørdag 5. januar 2019

ახლაა ჟამი

მხოლოდ რამოდენიმე დღე გვაშორებს 2019 წელს, ახალი წელი ყოველთვის ჩამაფიქრებს ხოლმე დროის შესახებ. ერთ-ერთი ნაწყვეტი ბიბლიიდან, რომელიც მე ძალიან მიყვარს, და მუდმივად ვკითხულობ ხოლმე, არის იესოს პირადი მისიის განაცხადი, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მისია ჩემი მისიაა (1). განაცხადში იესომ თქვა:
„უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად“, იმისათვის, რომ განვაცხადოთ რომ ახლაა ჟამი; ეს გახლავთ მარადიული ერთადერთის მადლის საიუბილეო სეზონი
ლუკა 4:19
ბევრ თარგმანში გაცხადებულია, რომ იესო მოვიდა :უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად“ - მადლის წლისა. თუმცაღა, დრო არ არის არც წარსული და არც მომავალი; დრო ყოველთვის არის „ახლა“!

უფალი არის უდიდესი „მე ვარ“ = ღმერთი არის „მარადიული ახლა“. პავლემ აღმოაჩინა ეს და დაწერა:
„აჰა, ახლაა შესაფერისი ჟამი; აჰა, ახლაა ხსნის დღე“.
2 კორინთელთა 6:2ბ
ამ მიზეზით, მე შემიძლია ვილოცო: „ახლა აქ ვარ, ღმერთო, და ვიცი, რომ შენც აქ ხარ და მე ვიცი, რომ ეს არის მადლის მისაღები ჟამი!“

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მადლი არის „ახლა“ არის სწორი წუთი!
------------------------------------
(1) ეს არის ყველა მოწაფის მისია, რადგანაც, როგორც ღმერთმა გამოგზავნა იესო წუთისოფელში, ისე გვაგზავნის ჩვენ ქვეყნიერებაზე - იხილეთ იოანე 20:21.

lørdag 15. desember 2018

ადვენტი - მეტის მოლოდინში!

როდესაც გასულ კვირაში მე დავსვი შეკითხვა „რას მოველი?“ - მე ვუპასუხე „მოვიდეს სუფევა შენი!“ 
რასაკვირველია, ეს ძალიან კარგად შეესაბამება იმ დღესასწაულს, რომელიც მეფათ-მეფის მოსვლას უკავშირდება.

თუმცაღა, ეს არ უნდა შეწყდეს ქრისტეს მოსვლით, რომელიც 2000 წლის წინ მოვიდა; ან ქრისტეს მეორედ მოსვლით და მის მორწმუნეთა სხეულის მეშვეობით დღეს. სანამ ჟამის აღსრულებისას ქრისტე კვლავ მოვა, ჩემი მოლოდინი გამოხატულია ლოცვაში:

„იყოს ნება შენი!“
მათე 6:10
კარგი უწყება იმის შესახებ, თუ რა არის უფლის ნება, ცნობილი გახდა ანგელოზის მეშვეობით, როდესაც იესო იშვა:
„დაიბადა თქვენი მაცხოვარი!“
ლუკა 2:11
„შობის“ მიზანი, იყო სამყაროსათვის მიეცა მაცხოვარი, რათა „ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (1). როდესაც პირველი ქრისტიანები საუფლო ლოცვას წარმოთქვამდნენ, იცოდნენ, რომ ღმერთის უპირველესი სურვილი არის, ღმერთს ჩვენს უფალს სურს: „რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (2).

როდესაც მე ველი, როდის აღსრულდება უფლის ნება, ეს არის გამოწვევა, რომ უკვე ვუწყი როგორია მისი ნება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ არ ვიცი, და შესაძლებლობა მექნებოდა მეკითხა. მე ვერ ვთხოვ მას გადაარჩინოს სამყარო, რადგანაც ეს უკვე გააკეთა, გამოწვევა არის ის, რომ ბევრმა ადამიანმა ჩვენს სამყაროში არ იცის ეს ჭეშმარიტება. როდესაც მე ვიცი ღმერთის ნების შესახებ და რომ მან თავისი ნაწილი უკვე შეასრულა, მე ძალიან ახლოს ვარ შევასრულო ის, რაც ვიცი. როდესაც ადვენტის მოლოდინის დროს მე ვლოცულობ: „იყოს ნება შენი!“ სავარაუდოდ გადაწყვეტოლება იქნება

„ციურ მანნაში“ დღეს:

ზოგჯერ, მე გულში ვიცი პასუხი ლოცვაზე.
-----------------------------------------
(1) იოანე 3:16ბ
(2) 1 ტიმოთე 2:4

lørdag 8. desember 2018

რას ველი?

შეკითხვა ყოველთვის მართებულია, ხოლო ჩემის მხრივ, იგი ყოველთვის იპყრობს განსაკუთრებულ პერიოდს ადვენტის სეზონის დროს. სიტყვა ნასესხებია ლათინურიდან (1) და აღწერს პერიოდს, როდესაც ქრისტიანები განსაკუთრებით არიან ფოკუსირებულნი ქრისტეს მოსვლაზე. ტრადიციულად, იგი დაკავშირებული იქნება მისი პირველი მოსვლის დღესასწაულთან, ამასთანავე მისი მეორედ მოსვლის მოლოდინთან.

რასაკვირველია, მეც ამაზე გავამახვილებ ყურადღებას; თუმცაღა, ეს ბლოგი, და ჩემი შემდეგი ნააზრევი, გაგიზიარებთ რა მოლოდინი მაქვს მე. მოლოდინი გამოხატულია საუფლო ლოცვაში:
„მოვიდეს მეფობა შენი!“
მათე 6:10
იმ დროს როდესაც „მეფობა“ დედამიწაზე კვლავაც განიცდის ეროვნულობის გაზრდას, მისი შედეგია მტრობა, სამხედრო მდგომარეობა, ხელშეკრულებისა და მოლაპარაკების წარმოება; იმ დროს, როდესაც ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა, და ცხოვრებისეული ფასეულობები თითქოს მივიწყებული კონცეფციაა; იმ დროს, როდესაც ომები და ემბარგო იწვევს ბავშვების შიმშილისაგან სიკვდილს; სწორედ ამ დროს, მე არა მხოლოდ ვლოცულობ, არამედ ხმამაღლა ვღაღადებ: „მამაო ჩვენო, მოვიდეს მეფობა შენი!“

როდესაც მეფეთ-მეფე პილატეს წინაშე იდგა, მან განაცხადა:
„ჩემი სამეფო ამქვეყნიური არ არის; ჩემი სამყარო ამქვეყნიური რომ ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური“.
იოანე 18:36
თქვენ და მე წარმოვაჩენთ მის სამეფოს. ჩვენი მისია, მთლიანად მის სამეფოს უკავშირდება. და რეალურად, იგი უკვე აქაა:
„ღმერთის სამეფო თვალსაჩინოდ არ მოვა. ვერ იტყვიან: აი, აქ არის, ან: იქ არისო. რადგან, აჰა, თვითონ თქვენშია ღმერთის სამეფო.“
ლუკა 17:20-21
ამგვარად, როდესაც ვლოცულობ „მოვიდეს მეფობა შენი“, ასევე ვიაზრებ, რომ

„ციური მანნა“ დღეისათვის არის:
თვითონ ჩვენშია ღმერთის სამეფო.
მე ველი და ვილტვი, რათა უკეთ ვიხილო იგი.
-------------------------------------
(1) ლათინურად = Adventus

lørdag 24. november 2018

რატომ ვარ აქ?

ფილოსოფოსი ამ შეკითხვის პასუხად განაცხადებდა, რომ ეს არის ტიპიური ეგზისტენციალური შეკითხვა, და მე ვეთანხმები. თუმცა, დღეს არ გავამახვილებ ყურადღებას ამ შეკითხვის ეგზისტენციალურ მხარეზე. თემის „იმპულსი“ (1) ჭრილში, შეკითხვა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მე დღეს ვემსახურები ღმერთს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, და ეს გრძელდება რამოდენიმე წლის განმავლობაში.

გასული კვირა მე გავატარე იმ ადამიანებთან, რომელთაც მიიღეს მოწოდება გამხდარიყვნენ „ხსნის არმიის“ ოფიცრები და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით შევეხეთ არაერთ საკითხს. ბოლო შეხვედრაზე კვირა დილით, მე ვიქადაგე ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობის შესახებ:
ხელმისაწვდომობა. 
როდესაც ქადაგებისთვის ვემზადებოდი, მივხვდი, რომ ხელმისაწვდომობის თემასთან დაკავშირებით შემეძლო ამერჩია უამრავი ნაწყვეტი ბიბლიიდან. მე დავასრულე ლევის მოწოდების ისტორიის მოკლე თხრობით.
„ამის შემდეგ იყო, რომ გამოვიდა და დაინახა მებაჟე სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა. უთხრა: „გამომყევი“. მანაც ყოველივე მიატოვა, წამოდგა და გაჰყვა.“
ლუკა 5:27-28
ჩემი აზრით, იესო მიზანმიმართულად არ ეძებდა მებაჟეს ან ნებისმიერ კონკრეტულ პიროვნებას, როდესაც იგი ქმნიდა თავისი მოწაფეების გუნდს. იგი ეძებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმისაწვდომნი იყვნენ. ადამიანები მზად არიან მიიღონ მოწოდება. „იგავში ვენახში მომუშავე მუშაკთა შესახებ“ (2), პატრონი არ მოითხოვს კვალიფიკაციას, როდესაც იგი წავიდა ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად. მან დაიქირავა ისინი, ვინც ხელმისაწვდომნი იყვნენ „დილაადრიან“. მე მწამს, რომ უფალი ყოველთვის ეძებს ხელმისაწვდომ ადამიანებს. ბიბლია მოგვითხრობს, რომ იგი ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებას. „ვეძიებდი მათში კაცს, ზღუდის ამშენებელს, ნაპრალში ჩამდგომს, ამ ქვეყნისთვის ჩემ წინაშე, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვპოვე.“ (3)

როდესაც იესომ მოუწოდა ლევის, იგი ხელმისაწვდომი იყო და გამოავლინა ხელმისაწვდომობა იმით, რომ მაშინვე გამოეპასუხა მოწოდებას იმით, რომ იგი წამოდგა, მიატოვა ყველაფერი და გაჰყვა იესოს.

ის, რომ მე ხელმისაწვდომი ვარ, არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მე ვარ აქ და მადლობას ვუძღვნი უფალს ამ შესაძლებლობისთვის. ჩემ ყოველდღიურ მსახურებაში მსოფლიოს ამ უმშვენიერეს ნაწილში, მე მსურს ხელმისაწვდომი ვიყო „დილაადრიან“ სულიწმიდის ზრახვების აღსასრულებლად. მე იგივეს ვუსურვებ ჩემს ყველა კოლეგას, ვინც იგივე მსახურებას იზიარებს! მე იგივე მსურს ვუსურვო ჩემ ყველა ძმასა და დას, რომ მათ გაიზიარონ ეს მსახურება!

„ციური მანნა“ დღეისათვის
მე აქ ვარ უფალო - ხელმისაწვდომი!
----------------------------------------
(1) „იმპულსი“ - მოძრაობა, რომელიც გამოწვეულია სულიწმიდის იმპულსით, არის 2018 წლის თემა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.
(2) მათე 20:1-16
(3) ეზეკიელი 22:30

lørdag 3. november 2018

რა არის ერთი „ნათლობა“?

შესაძლოა გაგიჭირდეთ დაუყოვნებლივი პასუხის გაცემა კითხვაზე რა არის „ერთი“ ნათლობა, ისევე როგორც რთულია პასუხის პოვნა რა არის „ერთი“ რწმენა. თუ გავითვალისწინებთ იმ დისკუსიას, რასაც ადგილი ჰქონდა ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ხშირად, პასუხი ექცევა ჩვილის ნათლობას თუ ზრდასრულ ასაკში ნათლობის თაობაზე დისკუსიის ვიწრო ჩარჩოში, ასევე უნდა გამოიყენებოდეს თუ არა სიმბოლიკა ან „მადლის აქტი“ რიტუალურ ელემენტებში ან თავად რიტუალის დროს.

პავლე, ფაქტიურად შეეხო რამოდენიმე სახის ნათლობას. მან ჰკითხა მოწაფეებს ეფესოში, რა სახის ნათლობა მიიღეს. როდესაც პავლემ შეიტყო, რომ ეს იყო იოანეს ნათლობა, იგი ესაუბრა მათ და შედეგი იყო ის, რომ მოწაფეები მოინათლნენ უფალ იესოს სახელით (1). ამის შემდგომ, პავლემ დაასხა მათ ხელები და ისინი მოინათლნენ სულიწმიდით.

როდესაც პავლე საუბრობდა წინაპრებზე, მან დაწერა, რომ „ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში“ (2). ეს მიანიშნებს, რომ ნათლობა ეს არის გადასვლა ცხოვრების ახალ ფაზაში ახალი მიმართულებით.

მისი სწავლება სულიწმიდის ერთობის შენარჩუნების შესახებ, მშვიდობის საკვრელით (3) სადაც იგი კვლავ წერს ერთი ნათლობის შესახებ. მე არ ვფიქრობ, რომ პავლე არ გულისხმობდა არც წყლით ნათლობას და არც სულიწმიდით ნათლობას. მე მწამს, რომ იგი მხოლოდ ფიქრობდა იმ ფაქტის შესახებ, რომ ჩვენ „მოვინათლეთ ქრისტე იესოში“. ნათლისღება არის „ერთი“ და იგივე ყველა მორწმუნისათვის. ის, თუ როგორ აირჩია სხვადასხვა ეკლესიამ ეზეიმა ეს, დამოკიდებულია იმ ფაქტზე, რომ „მის სიკვდილში მოვინათლეთ“ (4). იესო ასევე საუბრობდა მის სიკვდილზე, როგორც ნათლობაზე (5).

მე მწამს, რომ „ერთი“ ნათლობის კონტექსტი აძლიერებს ამ ინტერპრეტაციას. „ერთი“ იმედი მარწმუნებს, რომ მე დავენერგე ქრისტეს სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნები მისი აღდგომისას (6).რადგანაც, თუ მე ვაცხადებ, რომ მყავს „ერთი“ უფალი, ეს შესაძლოა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემი „ეგო“ მოკვდა მასთან ერთად რათა მე შევძლო მასში ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია დავინახო მხოლოდ ერთი ნამდვილი ნათლობა. როგორ ირჩევენ ეკლესიები ამის სიმბოლიზირებას ნებისმიერი ფასეულობის გარეშე, თუ ეს არ ეხმარება ადამიანებს იცხოვრონ აღდგომის ცხოვრებით, როგორც ახალმა ქმნილებებმა იესო ქრისტეში.

„ციური მანნა“ დღეისათვის
არსებობს მხოლოდ „ერთი“ ნათლობა, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ ქრისტესთან და ერთმანეთთან.
__________________________________________
(1) საქმეები 19:3-4
(2) 1 კორინთელთა 10:2
(3) ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა სულის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება ეფესელთა 4:3-5
(4) რომაელთა 6:3-4
(5) ლუკა 12:50
(6) რომაელთა 6:5* Thanks to Bodil Østergreen for letting me use this picture of the cross she bought in Assisi. On FB she writes: God stretches out his hand to you. You can choose whether you want to accept God's hand and stretch your hand to your fellow human beings.

lørdag 24. mars 2018

როგორ ვხსნი სულიწმინდის ძღვენებს?

როდესაც 16 წლის ასაკში სულიწმიდით მოვინათლე, მსურდა ეს კურთხევა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეზიარებინა. ამიტომ, მე ვუთხარი უფალს: „თუ გსურს, რომ მე მოვუთხრო „არმიას“ ამის შესახებ, მსურს, ამის გაკეთების საშუალება ტერიტორიის კონგრესზე მომცე მომავალ ზაფხულს!“ 

- მე არავისთვის მითქვამს ამ შეთანხმების შესახებ, და მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის ასაკიდან ბევრ კონგრესში ვყოფილვარ ჩართული, მხოლოდ ერთხელ მთხოვეს მომეთხრო ჩემი დამოწმება. ეს მოხდა „მომავალ ზაფხულს“. 1973 წელს მე ვიდექი დიდ სპორტულ დარბაზში და მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე ვამოწმებდი იმის შესახებ, რა მივიღე და რომ ეს ყველა მორწმუნისთვისაა ხელმისაწვდომი. „მან უკვე მოგვცა იგი. თუმცა ძღვენი უნდა გაიხსნას!“, იყო ჩემი უწყება 45 წლის წინ და დღესაც იგივეა.

თუ უკვე მიიღეთ ფაქტი, რომ ძღვენს აქვს თქვენი სახელის იარლიყი, თქვენ უკვე მიიწევთ ძღვენის გახსნის პროცესისკენ. დღე, როდესაც ჩემი ცხოვრება მივუძღვენი იესოს, და განვსაზღვრე, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, დავრწმუნდი ერთ რამეში:

‘მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში.“
ლუკა 6:38
ჩემს ცნობიერებაში ეს იყო ძალიან პირდაპირ და წინ. თუ მე მივუძღვენი ჩემი ცხოვრება იესოს, ის მომცემს თავის ცხოვრებას. თუ მე გადავცემ ჩემს ნიჭებს, იგი გადმომცემს თავისას. თუ მე მივუტევე, იგიც მომიტევებს და ასე შემდეგ (1).

ეს იყო მხოლოდ აღმოჩენის მოგზაურობის დაწყება. მე ვკითხულობ, სხვა ადამიანებმა როგორ მიიღეს სულიწმინდის ძღვენი და ვაანალიზებ, რომ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, სწორედ ისეთნი, როგორიც მე ვარ. ეს ესადაგება პირველი მოწაფეების ბიბლიურ ხატებას, როგორც ძალიან ჩვეულებრივი და ძალიან ადამიანური ხალხისა, რომლებმაც შექმნეს მორწმუნეთა პირველი სხული, როგორც გამოხატულია მოციქულთა საქმეებში და პავლეს წერილებში.

მას შემდეგ, რაც ეს მივიღე, შემდეგი ნაბიჯი არის მივიჩნიო იგი ჩემი ახალი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქრისტეში. ერთი მარტივი მაგალითი: თუ მე ვარ ქრისტეში, იგი კი ჩემში, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მე ვლოცულობ ადამიანებისათვის და ხელს ვასხამ მათ, ხელები ქრისტეს ხელებად გარდაიქმნება. ეს არის აზროვნების ახალი საშუალება; ეს არის სულიწმინდის ძღვენის გახსნის ნაწილი.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

სულიწმინდაში სიარული არის კვლევის უწყვეტი მოგზაურობა.
---------------------------
(1) საუფლო ლოცვა – მათე 6:12

lørdag 17. februar 2018

ოთხი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოძრაობაზე

როდესაც გასულ კვირას ვწერდი სწრაფვაზე, მე წარმოვადგინე ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორიდან პირველი, ჩემი, როგორც ქრისტეს მიმდევრის მისიისა:
1) სწრაფვა
2) ინდივიდუალურობა
3) ნიჭები
4) სულიერი ნიჭები
ეს ყოველივე გახლავთ მოწაფის იდენტურობა. დღეს მე მსურს რამოდენიმე ნააზრევი გაგიზიაროთ ინდიიდუალურობის შესახებ. როდესაც ვკითხულობ, იესომ როგორ აარჩია თორმეტი მოწაფე, რომელთათვისაც უნდა ესწავლებინა სამი წლის განმავლობაში, მე მოხარული ვარ აღმოჩენით, რამდენად გამორჩეული ინდივიდუალურობა ჰქონდათ მათ. მე ასევე მადლობელი ვარ, რომ ლუკა შეგვახსენებს ამის შესახებ.
„თორმეტნიც მასთან იყვნენ, ასევე ზოგი დედაკაციც, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი გავიდა: იოანა, ჰეროდეს მოურავის ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.“
ლუკა 8:1ბ-3
მათი მამაკაცი კოლეგების მსგავსად, ქალებიც განსხვავებულნი იყვნენ პიროვნული, სოციალური წარმომავლობისა და სტატუსის მიხედვით. ზოგჯერ, მე ვხვდები ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს მამოძრავებელი ძალა, რადგანაც თქვეს:
„მე არ ვარ მისი მსგავსი!“ 
ისინი საკუთარ თავს სხვა ქრისტიანებს ადარებენ, და ფიქრობენ, რომ მათი ინდივიდუალურობა არ არის შესატყვისი. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მიმდევართა პირველ ჯგუფს, ვხედავთ, რომ წინ წამოწეული არ ყოფილა სტატუსის, სქესის ან ინდივიდუალურობის საკითხი. ექსტრავერტ და იმპულსურ პავლეს შეეძლო თავისუფლად ევლო ინტროვერტი თომას გვერდით, რომელსაც სჭირდებოდა ფაქტების გადამოწმება, სანამ მოძრაობისთვის იქნებოდა მზად. ორივე მათგანისთვის იყო ადგილი იესოს გვერდით - როდესაც თომა მოძრაობდა, იგი სწორი მიმართულებით მოძრაობდა, ასევე მოძრაობდა იგი არასწორი მიმართულებითაც. ამავე დროს, გაიაზრებდა, რომ არასწორ გზას ადგა, იესოსთან დასაბრუნებელი გზა ღია იყო. იესოსთან ახლო ურთიერთობით, ჩვენი ინდივიდუალურობა დაიხვეწება, და დაცული იქნება გასაოცარი ნიუანსები.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
იესოში ყველასთვისაა ადგილი.
---------------------------------------