მე ბევრჯერ მსმენია ეს ფრაზა. თუმცა, მოლდოვაში იმ პატიმრებთან შეხვედრისას, რომლებიც სამუდამო სასჯელს იხდიან, ამ ფრაზამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა - ქვეყანაში, სადაც „სამუდამო პატიმრობა“ პირდაპირი მნიშვნელობით არის განაჩენი დარჩენილი ცხოვრებისათვის.
როდესაც საკანში მყოფთ ვესაუბრებოდი, ვუთხარი: „მე თქვენ თვალებში იმედს ვხედავ, არასოდეს დაკარგოთ იმედი!“. რამოდენიმე მათგანი მაშინვე გამომეხმაურა: „იმედი ბოლოს კვდება!“
მე ასევე შევიტყვე, რომ ბევრ მათგანს გაზიარებული ჰქონდა ის „ერთი იმედი“ რომელშიც მე ხსნა ვპოვე. ჩვენ „ერთ სხეულში“ ვართ:
პავლეს აზრით, იმედი არის ის, რაც რჩება ყოველთვის და მარადიული მომავლის სინონიმია.
„ციური მანნა“ დღეისათვის:

„ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით.“სამყაროში მრავალგვარი იმედი არსებობს და ეს შესაძლოა იყოს რაღაც უკეთესის გაურკვეველი მოლოდინი. სულიერ ქრისტიანულ კონტექსტში, რეალურად არსებობს ერთი იმედი. ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ არ უნდა ვისწრაფოთ საუკეთესოსკენ ჩვენ საზოგადოებაში, ქალაქში და ქვეყანაში - პირიქით, ეს ჩვენი მოწოდებაა: „მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისათვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.“ (იერემია 29:7). ეს კი 100% ესადაგება ჩვენს -„ხსნის არმიის“ ხედვასა და კონცეფციას - „ხსნა ორივე სამყაროსათვის“. თუმცაღა, ხსნა ამ სამყაროში ეფუძნება ერთ იმედს.
ეფესელთა 4:4
პავლეს აზრით, იმედი არის ის, რაც რჩება ყოველთვის და მარადიული მომავლის სინონიმია.
„ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი.“პავლესთვის ქრისტეს მიღმა ხსნა არ არსებობს. ამგვარად, ერთი იმედი ასევე მხოლოდ ქრისტეს სინონიმია.
რომაელთა 8:24
„ციური მანნა“ დღეისათვის:
გაერთიანებულნი ქრისტეში ერთი იმედით.-----------------------------
Ingen kommentarer:
Legg inn en kommentar