Viser innlegg med etiketten 1 ტიმოთე. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten 1 ტიმოთე. Vis alle innlegg

lørdag 15. desember 2018

ადვენტი - მეტის მოლოდინში!

როდესაც გასულ კვირაში მე დავსვი შეკითხვა „რას მოველი?“ - მე ვუპასუხე „მოვიდეს სუფევა შენი!“ 
რასაკვირველია, ეს ძალიან კარგად შეესაბამება იმ დღესასწაულს, რომელიც მეფათ-მეფის მოსვლას უკავშირდება.

თუმცაღა, ეს არ უნდა შეწყდეს ქრისტეს მოსვლით, რომელიც 2000 წლის წინ მოვიდა; ან ქრისტეს მეორედ მოსვლით და მის მორწმუნეთა სხეულის მეშვეობით დღეს. სანამ ჟამის აღსრულებისას ქრისტე კვლავ მოვა, ჩემი მოლოდინი გამოხატულია ლოცვაში:

„იყოს ნება შენი!“
მათე 6:10
კარგი უწყება იმის შესახებ, თუ რა არის უფლის ნება, ცნობილი გახდა ანგელოზის მეშვეობით, როდესაც იესო იშვა:
„დაიბადა თქვენი მაცხოვარი!“
ლუკა 2:11
„შობის“ მიზანი, იყო სამყაროსათვის მიეცა მაცხოვარი, რათა „ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (1). როდესაც პირველი ქრისტიანები საუფლო ლოცვას წარმოთქვამდნენ, იცოდნენ, რომ ღმერთის უპირველესი სურვილი არის, ღმერთს ჩვენს უფალს სურს: „რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (2).

როდესაც მე ველი, როდის აღსრულდება უფლის ნება, ეს არის გამოწვევა, რომ უკვე ვუწყი როგორია მისი ნება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ არ ვიცი, და შესაძლებლობა მექნებოდა მეკითხა. მე ვერ ვთხოვ მას გადაარჩინოს სამყარო, რადგანაც ეს უკვე გააკეთა, გამოწვევა არის ის, რომ ბევრმა ადამიანმა ჩვენს სამყაროში არ იცის ეს ჭეშმარიტება. როდესაც მე ვიცი ღმერთის ნების შესახებ და რომ მან თავისი ნაწილი უკვე შეასრულა, მე ძალიან ახლოს ვარ შევასრულო ის, რაც ვიცი. როდესაც ადვენტის მოლოდინის დროს მე ვლოცულობ: „იყოს ნება შენი!“ სავარაუდოდ გადაწყვეტოლება იქნება

„ციურ მანნაში“ დღეს:

ზოგჯერ, მე გულში ვიცი პასუხი ლოცვაზე.
-----------------------------------------
(1) იოანე 3:16ბ
(2) 1 ტიმოთე 2:4

lørdag 26. mai 2018

მართებული მისიისთვის

ბოლო ორ ბლოგში, სულიერი ბრძოლისათვის ილუსტრაციის სახით, მე გამოვიყენე ჭადრაკის თამაში - ვისარგებლებ შემთხვევით და კვლავ გამოვიყენებ მას:

# 1 თანრიგის მოჭადრაკე მსოფლიოში და მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (1) აცხადებს, რომ მას სჭირდება ფორმაში ყოფნა, რათა მოიგოს თამაშები. ამისათვის, იგი ასრულებს არაერთ გონებრივ თუ ფიზიკურ ვარჯიშს, და ემზადება, რომ განწყობილი იყოს ბრძოლისთვის.

განვაგრძობ რა, ჭადრაკის თამაშის გამოყენებას სულიერი ბრძოლის კონტექსტში, იყო მართებული მისიისთვით, გახლავთ სინონიმი, იყო განწყობილი ბრძოლისთვის. რამოდენიმე წერილში, პავლე მისიას აკავშირებს სპორტულ არენაზე ბრძოლაში, ან ასპარეზზე ყოფნას:
კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, დადგა ჩემი წინსვლის ჟამი.
2 ტიმოთე 4:7
ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყენებთ სიკეთის „იარაღს“ ბოროტის დასამარცხებლად:
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.
რომაელთა 12:21
შემდგომში, პავლე ყურადღებას ამახვილებს, რომ ბრძოლა არ არის ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ, არამედ ამ ბნელი სამყაროს და ბოროტის სულიერი ძალების წინააღმდეგ. იმისათვის, რომ წავიდეთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ძლიერნი უნდა ვიყოთ უფალში და მის ძლევამოსილ ძალაში (2). ძალიან ხშირად, ის პრინციპები, რომლებიც შესაფერისია ფიზიკურ კონტექსტში, ასევე შესაბამისი იქნება სულიერ სფეროში, ამის შესახებაც პავლე განაცხადებს:
ვინაიდან ხორციელი წრვთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.
1 ტიმოთე 4:8
თუ მე მსურს ვივარჯოშო ნახევარი მარათონისთვის, შემიძლია გამოვიყენო აპლიკაცია, დავაყენო საწვრთნელი პროგრამა და მოვემზადო ასპარეზისთვის. მე ამის შესახებ იდეებს გაგიზიარებთ „წრთვნა წმიდა ცხოვრებაში“, რომელთა გამოყენება პრაქტიკული თვალსაზრისითაა შესაძლებელი. თუმცა, პროგრამა იწყება, გაცნობიერებით, ვინ ვარ მე იესო ქრისტეში, და სრულდება გაცნობიერებით, რომ იგი ცხოვრობს ჩემში.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
იყო მართებული მისიისთვის, მოითხოვს წრთვნას წმიდა ცხოვრებაში.
--------------------------------------
(1) ეს არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მაგნუსი ნორვეგიიდანაა
(2) ეფესელთა 6:10-12

lørdag 31. mars 2018

„იგიზგიზოს ცეცხლმა– ნუ დაელოდებით სხვებს!“

სულიწმინდის ძღვენის გახსნის ნაწილი არის დარწმუნება იმაში, რომ თქვენ ეს გააკეთეთ. ეს ხაზად გასდევს რწმენის ბიბლიურ პრინციპს, რომელიც დამკვდრებულია თქვენს გულში და აღიარებთ ბაგით (1). თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავარწმუნოთ ერთმანეთიც.

როდესაც წინა კვირაში, მე ვწერდი, რომ მომეცა საშუალება 1973 წელს წლის კონგრესზე დამემოწმებინა სულიწმიდისგან ჩემი ნათლობის შესახებ, რამოდენიმე ადამიანი მოვიდა და დაადასტურა რაც მე გავუზიარე. ერთ-ერთი მათგანი იყო კონგრესზე მთავარი მომხსენებელი გენერალი კლარენს ვაისმენი. იგი მოვიდა ჩემთან და რამოდენიმე ახალგაზრდამ თქვა: „იგიზგიზოს ცეცხლმა - ნუ დაელოდები სხვებს!“

ძალიან ხშირად, ჩვენ ხელიდან ვუშვებთ მომენტს, რადგანაც ველოდებით იმავდროულად ყველა როდის გახდება იგივე მოძრაობის ნაწილი. არასოდეს მოხდება ისე, რომ „ყველა“ იყოს მსგავსი მოძრაობის ნაწილი. როდესაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იგივე მიმართულებით მოძრაობს, ამას ჰქვია აღორძინება. თუმცა, აღორძინების დროსაც იქნებიან ადამიანები, რომლებიც გაემიჯნებიან „მოძრაობას“. გენერალმა ვაისმენმა იცოდა, რომ მან გაამხნევა და დაარწმუნა ახალგაზრდები „აენთნონ“ უფლისთვის.

რამოდენიმე თვის წინ, მე დავწერე სტატიათა სერია პავლეს და ტიმოთეს ურთიერთობის შესახებ (2). 90 ბლოგიდან რამოდენიმე გახდა განსაკუთრებული მნიშვნელობის და დადასტურება იმისა, რაც ასე ნათელია წერილებში. მაგალითად, როგორ ადასტურებს პავლე, რომ ტიმოთე არის

„ჭეშმარიტი შვილი რწმენაში“~
1 ტიმოთე 1:2ა (3)
და როგორ ადასტურებს იგი სულიწმინდის ნიჭს ტიმოთეში:
ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასმით არის შენში; რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
2 ტიმოთე 1:6-7 (4)
ეს გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მინდა ადამიანებმა დაადასტურონ ვინ ადგას სწორ გზას
---------------------------------
(1) რომაელთა 10:9-10
(2) ინგლისური ვერსიის „ლინკი“ შეგიძლიათ იხილოთ აქ
(3) ინგლისურად იხილეთ: “Affirmation andaccountability”
(4) ინგლისურად იხილეთ: “A mentor is clear anddirect”

lørdag 10. mars 2018

ვისი ნიჭია ეს?

როდესაც სულიერი ნიჭების თემაზე ვასწავლი, რიგ შემთხვევებში მე ვიყენებ კითხვარებს, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს აღმოაჩინონ საკუთარი ნიჭები. მიზეზი, თუ რატომ ხდება ეს იშვიათად, არის ის, რომ ვფიქრობ, მათი სარგებლიანობა შეზღუდულია. კითხვარები კარგია, იმიტომ რომ ისინი განმარტავენ საკითხს; და კარგია, რადგან ეხმარება, ორიენტირება მოახდინონ მნიშვნელოვან რესურსზე, რომელიც ყველა ქრისტიანისთვისაა ხელმისაწვდომი.

თუმცა, ვშიშობ, მათ შესაძლოა შეზღუდონ სულიწმიდის მუშაობა ჩვენში და ჩვენი მეშვეობით, როდესაც ფოკუსირება გადატანილია „რა არის შენი სულიერი ნიჭი?“ რადგანაც სულიერი ნიჭი ნამდვილად ჩემი ძღვენია?

დიახ, მე ვიცი, რა უთხრა პეტრემ დავრდომილს:
„ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს იმას გაძლევ - იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე!“ 
საქმები 3:6 
თუმცა, დარწმუნებული ვარ, პეტრეს არ მიუჩნევია, რომ ეს მისი ძღვენი იყო. იგი 100% იყო სულიწმიდაზე დამოკიდებული. როდესაც ადამიანები მეკითხებიან, მაქვს თუ არა რაიმე სულიერი ნიჭი, ვამჯობინებ ვუპასუხო „არა“. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები განკურნებულან ლოცვის შედეგად, ამას ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასე რომ იყოს, ეს უნდა მომხდარიყო ყოველ ჯერზე, როდესაც განკურნებისთვის ვლოცულობ. სულიერი ნიჭები ეკუთვნის სულიწმიდას.

პავლეს უნახავს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც განკურნებულა, როდესაც მათთვის ლოვულობდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ მას არ უნახავს სასურველი შედეგი - დარწმუნებული ვარ, მან ილოცა ტიმოთეს კუჭის პრობლემების გამო, თუმცა წარუმატებლად (1). მას თავადაც ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (2) - და მიუხედავად იმისა, რომ მე მჯერა „ეკალი მის სხეულში“ შეეხება დევნას, მისმა ლოცვებმა პასუხი მიიღო: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (3)

პავლე წინასწარმეტყველებდა, თუმცა, მან იცოდა შეზღუდვების შესახებ:
„ვინაიდან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვმეტყველებთ. და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება“
1 კორ. 13:9-10
სრულყოფილი უნდა მოვიდეს, თუმცა ამან არ შეაჩერა პავლე, არც ჩვენ უნდა შეგვაჩეროს სულიერი ძღვენის ძიებაში, რადგან:

„ციური მანნა“ დღეისათვის
სულიწმიდა სრულყოფილია, და მასში ვმოძრაობთ ჩვენ.
---------------------------------------
(1) 1 ტიმოთე 5:23
(2) გალატელტა 4:13-15
(3) 2 კორინთელთა 12:9