Viser innlegg med etiketten ლოცვა. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten ლოცვა. Vis alle innlegg

lørdag 19. januar 2019

ლოცვა აღემატება მხოლოდ თხოვნას

გასულ კვირას მე გაგიზიარეთ გარკვეული ნააზრევი ლოცვის შესახებ და ამას თან დავურთე უწყება გენერალ ბრაიან ფედლისგან (1), სადაც იგი მოუწოდებს ლოცვისაკენ. თუ გასული კვირის ჩანაწერს წაიკითხავთ, გემახსოვრებათ, რომ მე გთხოვეთ დაფიქრებულიყავით ამ მუხლზე კვირის განმავლობაში:

მე გეუბნებით ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
ლუკა 11:9-10
მათთვის, ვინც ბიბლიას კითხულობს, ეს მუხლები ნაცნობი იქნება, თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ არსებობს საკითხის სამი გამოხატულება - ეგრეთ წოდებული „პლეონაზმი“. ვფიქრობ, პრეზუმცია არის ცდომილება. პირველივე სწავლებაში ლოცვის შესახებ, იესომ მოგვცა ნათელი უწყება, რომ ლოცვა არის გაცილებით მეტი - ვიდრე მხოლოდ თხოვნა. სამწუხაროდ, ჩვენი ლოცვები ხშირად შეზღუდულია მხოლოდ ღმერთისადმი თხოვნით. თუმცა, ლოცვა ასევე მოიცავს

ძიებას

მე არ მომწონს ისეთი ნივთების ძიება, რომელთა პოვნა ჩემთვის შეუძლებელია, თუმცა მიყვარს სიახლეების აღმოჩენა. აქედან გამომდინარე, უფრო საინტერესო ხდება იმაზე ფიქრი, რომ: ლოცვა არის მოგზაურობა აღმოჩენებში, და ამ მოგზაურობაში, მე ყოველთვის აღმოვაჩენ ხოლმე ახალ ნივთებს, რომლებიც ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია. მე მეტს შევიტყობ ღმერთისა და საკუთარი თავის შესახებ. უფრო მეტიც, ლოცვა ასევე მოიცავს

დაკაკუნებას

იესოს ძალიან აწუხებდა დაჟინებულობის საკითხი - მათ შორის ლოცვაშიც. იგავი შეუპოვარი ქვრივის შესახებ (2) ამის ტიპიური მაგალითია. მე ხშირად ვიყენებ იმ თამაშის ილუსტრაციას, რომელსაც სხვა ბავშვებთან ერთად ხშირად ვთამაშობდი ხოლმე, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი - თამაშის სახელი იყო, რითმა ნორვეგიულად. და ჩემი აზრით, თარგმანი „დააკაკუნე და გაქრი“ სრულიად შესაბამისია. ჩვენ უბრალოდ, ვაკაკუნებდით რომელიმე კარზე, გავრბოდით, ვიმალებოდით და ვბაძავდით იმ ადამიანის სახის გამომეტყველებას, რომელიც მიხვდა, რომ მოატყუეს. არ არის კარგი საქციელი, მაგრამ ბავშვებისთვის გასართობია...

ლოცვა არის კაკუნი ღმერთის კარზე და კართან გაჩერება, სანამ კარი ღიაა. სხვადასხვაგვარად, კაკუნი გაისმის კარის ორივე მხარეს (3). ესეც გახლავთ ლოცვის ნაწილი, რომ უფალი შემოვა ჩემი გულის კარში. საბედნიეროდ, იგი საკმაოდ შეუპოვარია!

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე განვაგრძობ კაკუნს!
-----------------------------------------
(1) „მე მწამს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რისი გაკეთება სურს ღმერთს ჩვენთვის და ჩვენი მეშვეობით. ეს გახლავთ ლოცვისაკენ მოწოდება, სიწმიდისაკენ მოწოდება და მოწოდება „ბრძოლის მზადყოფნისაკენ“ ახლა. ეს გახლავთ დაუყოვნებელი მოწოდება, რომელსაც ვერ ვუარყოფთ. მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჭირდებათ იესო.“
გენერალი ბრაიან ფედლი
(2) ლუკა 18:1-8
(3) გამოცხადება 3:20

lørdag 12. januar 2019

იცი რა არის ლოცვა?

შესაძლოა, ზოგიერთმა იფიქროს, რომ 
„ყველამ არ იცის რა არის ლოცვა“?

მე რომ მკითხოთ, ვიცი თუ არა, რა არის ლოცვა, ჩემი პასუხი იქნება „დიახ, დაახლოებით ვიცი“. მიზეზი, იმისა, რატომ ვიცი დაახლოებით, გახლავთ ის, რომ ლოცვის საკითხი უსაზღვროა. მე ბევრი რამ მაქვს სასწავლი ლოცვისა და მედიტაციის შესახებ ჩემი იესოსთან მჭიდრო ცხოვრების მეშვეობით, მე ასევე ვსწავლობ სხვა დენომინაციათა სრული სპექტრის მორწმუნეებისაგან.

რადგანაც, ლოცვის საკითხი არის ახალი აღმოჩენები, რომლებიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როდესაც იესო მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში მიდიოდა, მოწაფეები აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, რომელიც თავად ვერ გადაწყვიტეს. როდესაც მათ დასვეს შეკითხვა „რატომ ვერ შევძელით?“ - იესომ უპასუხა:
„... არ განიდევნება თუ არა ლოცვით...“
მათე 17:21
იესომ ეს დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად, რატომ ვერ შეძლეს მოწაფეებმა „განედევნათ“ ეშმაკი. უფრო ადრე, მახურებისას, მოწაფეები იყვნენ იესოსთან, როდესაც იგი ლოცულობდა. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მოწაფებ უთხრა: „უფალო გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს.“ (1)

იესომ პასუხად საუფლო ლოცვა ასწავლა. მე ამ ლოცვიდან სამი ნააზრევი გაგიზიარეთ ადვენტის სეზონისას, და ამ ლოცვის ელემენტებს მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდები. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოწაფეებს ლოცვა ასწავლა, იესომ განაგრძო:
მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ეძიებს პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
ლუკა 11:9-10
გთხოვთ, ეს მუხლები გახსოვდეთ ამ კვირის განმავლობაში. მე მას შემდეგ კვირაში კვლავ დავუბრუნდები.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე ყოველთვის მეტი რამ მაქვს სასწავლი ლოცვის შესახებ.
-----------------------
(1) ლუკა 11:1

*„მე მწამს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რისი გაკეთება სურს ღმერთს ჩვენთვის და ჩვენი მეშვეობით. ეს გახლავთ ლოცვისაკენ მოწოდება, სიწმიდისაკენ მოწოდება და მოწოდება „ბრძოლის მზადყოფნისაკენ“ ახლა. ეს გახლავთ დაუყოვნებელი მოწოდება, რომელსაც ვერ ვუარყოფთ. მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჭირდებათ იესო.“

გენერალი ბრაიან ფედლი