„ერთი სხეულის“, „ერთი სულისა“ და „ერთი იმედისადმი“. თუმცა, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ერთობა სულიწმიდაში მშვიდობასთან კავშირის მეშვეობით, ასევე იგულისხმება იმ ფაქტის მიღება, რომ არსებობს
თუ ჩვენ ერთი უფლისადმი მიძღვნილნი ვიქნებით, ერთობა ლოგიკური შედეგი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პავლე გარკვევით არ წერს ამის შესახებ, მე ვფიქრობ, ეს „ჩაწერილია“ სტრიქონებს შორის. მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ მარტივ ილუსტრაციას:
თუკი იესო არის ცენტრში, და მე მსურს მაქსიმალურად ახლოს მივიდე ცენტრთან, მე ასევე მივუახლოვდები ყველა მის მიმდევარს, ვისაც იგივე სურვილი ამოძრავებს. გვექნება რა, ეს გონებაში, მე მაინტერესებს, ქრისტიანებს შორის ერთობის ნაკლებობა, არის თუ არა ნიშანი იმისა, რომ იესო აღარ ერთი ერთადერთი უფალი?„სხვა“ ღმერთებთან მიმართებაში, მე არ ვუწესებ ზღვარს „ღმერთებს“ ე.წ. “მამონას“ (2) ანუ „ღმერთს“ რომელიც იწვევს არაჯანსაღ დამოკიდებულებას - „ღმერთი“ შეიძლება გავხდე თავად მეც კი, რადგანაც მე თავად ვხდები ჩემივე ყურადღების ცენტრში, და „ჩემებურად“ ვაკეთებ ყველაფერს. მე ვილტვი, თავად ვაკონტროლო ჩემი ცხოვრება. შესაძლოა, ამან ზოგჯერ დაადასტუროს, რომ მე ვგრძნობ თავს მეტად უსაფრთხოდ და შემიძლია უკეთ გავთვალო ჩემი მომავალი ცხოვრება, ვიდრე, უფლება მივცე ერთადერთ უფალს გააკონტროლოს ჩემი ცხოვრება და წარმართოს იგი საუკეთესო მხრივ.
მე მწამს, რომ იესო იმდენად არის კონცენტრირებული ერთობაზე, რომ მას სურს მივუძღვნა ყოველივე, რაც უცილობლად სწორია, ისე რომ ერთობა სხვა მორწმუნეებთან არ იქნება დარღვეული. ეს სულაც არ იქნება რთული, თუკი არ დავივიწყებ ჭეშმარიტებას, რომ „ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა“ (3)
„ციური მანნა“ დღეისათვის:
თუ იესო არ არის ჩემი ერთადერთი უფალი, მე დავკარგავ იმპულსს ჩემ მოწოდებაში.
-------------------------------------
(1) ფილიპელთა 2:11
(2) „არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს, ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“. მათეს 6:24
(3) რომაელთა 8:28
(2) „არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს, ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“. მათეს 6:24
(3) რომაელთა 8:28
Ingen kommentarer:
Legg inn en kommentar