Viser innlegg med etiketten საქმეები. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten საქმეები. Vis alle innlegg

lørdag 18. mai 2019

არის თუ არა „იესოს სახელი“ მანტრას სახეობა?

„მანტრა“ არის ბგერა, რომელიც უკავშირდება ინდუიზმსა და ბუდიზმს. ბგერა გამოიყენება რათა გააანალიზოს ფიქრი ან მიზანი. სიტყვას აქვს რამდენიმე მნიშვნელობა, როგორიცაა მაგ: ლოცვა, ჰიმნი ან დამარცვლა. ეს არის ბგერის ან სიტყვის გამეორება, რომელმაც უნდა მოახდინოს ეფექტი.
საინტერესოა, რომ იესო გამუდმებით საუბრობდა მისი სახელით ლოცვის შესახებ.
გთავაზობთ ერთ მაგალითს:


თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
იოანე
14:14
ნათელია, რომ პირველმა ქრისტიანებმა მიიღეს მისი სწავლება და პრაქტიკაშიც იყენებდნენ მას. მათ სჯეროდათ, რომ იესო იყო მათ შორის, როდესაც მისი სახელით იკრიბებოდნენ (1). ისინი აცხადებდნენ, რომ სასწაულები ხდებოდა რწმენით იესოს სახელით (2). ისინი ნათლავდნენ იესოს სახელით (3) და აცხადებდნენ, რომ ხსნა არის მხოლოდ მის სახელში (4) თუმცაღა, არაფერია იმის მანიშნებელი, რომ ისინი იესოს სახელს იყენებდნენ მანტრას ფორმით. სახელს ჰქონდა ძალა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გამოიყენებოდა რწმენით იესო ქრისტეში. თუ იგი გამოყენებულ იქნებოდა მსგავსი კონტექსტის მიღმა, სახელს შესაძლოა ემოქმედა მიზნის წინააღმდეგ. ამის მაგალითი შესაძლოა ვიპოვნოთ სკევას შვიდი ვაჟის ისტორიაში, რომლებიც ცდილობდნენ განედევნათ ბოროტი სულები იესოს სახელით, ისე რომ არ იცნობდნენ მას როგორც იესო ქრისტეს (5).

მე ხშირად წარმოვთქვამ „იესოს“ მაგრამ არა როგორც წმინდა სიტყვას ან მაგიურ ფორმულას რომელიც დამაკავშირებს მე ღვთიურთან, რაც არის ჩემს გარეთ ან ჩემში. სწორედ ამ სახელით, მამა ღმერთი არის განდიდებული, რადგანაც იგი ადასტურებს, რომ მე მწამს იგი და ყოველივე რაც მან ჩემთვის გააკეთა. მოგვიანებით, იგი ადასტურებს, რომ რწმენა არის დაკავშირებული მის სახელთან და არა ჩემთან.

ამგვარად, როგორც გენერალი ფედლი შეგვახსენებს „ჩვენი მისიაა ადამიანური საჭიროებების გათავისება იესოს სახელით“ (6) - ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე „წმინდა ბგერა“ - იგი ჩვენს მსახურებას ათავსებს ღმერთის მისიის შუაგულში. ამ მისიის მიზნით, არაფერი იქნება გაკეთებული, არც არის რაიმეს გაკეთება შესაძლებელი, მისი სახელის მიღმა.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

მხოლოდ იესო ქრისტეს სახელით!
-----------------------------
(1) მათე 18:20
(2) საქმეები 3:16
(3) საქმეები 2:38
(4) საქმეები 4:12
(5) საქმეები 19:13-16
(6) გენერალ ფედლის მოწოდება: „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

lørdag 16. mars 2019

დაკავებული სხვებისთვის

ბოლო ათი კვირის განმავლობაში მე ყურადღებას ვამახვილებდი მოწოდებაზე „იყავი მზად“, რაც გახლავთ გენერალ ბრაიან ფედლის „მისიისკენ მოწოდების“ პირველი ნაწილი (1). დღეს მე ვიწყებ მოწოდებას „იყავი დაკავებული“ (2)

გთავაზობთ რამოდენიმე არჩეულ ციტატას:

„თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი
და ჩემი მსახურნი, რომელნიც მე ავირჩიე...“
ესაია 
43:10

„ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი...“ ამბობს იესო
მათე 
18:19

„... არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ, ის რაც გვიხილავს და მოგვისმენია.“ ამბობს პეტრე
საქმეები 
4:20

სული და სასძლო ამბობენ „მოდი!“ გამგონემაც თქვას „მოდი!“ ამბობს იოანე
გამოცხადება 
22:17

„მე ძალისხმევას არ დავიშურებ ვაჩვენო, რომ ქრისტიანობა არის არსებითად სოციალური რელიგია; და მისი ერთადერთ რელიგიად გადაქცევა, ჭეშმარიტად მის ნგრევას გამოიწვევს“ ამბობს ჯონ უესლი (3)

„სხვები“ ამბობს უილიამ ბუთი - და ამით ყველაფერია ნათქვამი.

დაგენსის „ციური მანნა“:

ხსნილი ხსნისათვის & ხსნილი მსახურებისათვის
---------------------------------
(1) „მისიისკენ მოწოდების“

(2) მოწოდება მსახურებისაკენ: სხვების მიმართ მსახურება უნდა იყოს ჩვენი მისიის პრიორიტეტი. ჩვენ უნდა დავაფასოთ ოფიცრობა, ადგილობრივი ოფიცრობა, ჯარისკაცობა, მეგობრობა და უმცროსი ჯარისკაცობა, გავაცნობიერებთ რა, რომ „ხსნის არმიის“ ბევრი თანამშრომელი და მოხალისე არის მნიშვნელოვანი ჩვენი დავალების შესასრულებლად.

მოწოდება თაყვანისცემისკენ: ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ღმერთის გამომსყიდველობითი სიყვარული ჩვენი თაყვანისცემის მეშვეობით, კულტურულად შესაბამისი გზების ძიებით, რათა ერთად შევიკრიბოთ და თაყვანი ვცეთ და მადლობა მივუძღვნათ ღმერთს როდესაც მივდივართ და ვესალმებით ხალხს.

მოწოდება სახარების მიმართ ერთგულებისადმი: როდესაც ჩვენ სახარების კეთილ უწყებას ვუზიარებთ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ მისი ძალა ხსნისა და ტრანსფორმაციისადმი. სულიწმიდის ძალის მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ გათავისუფლდნენ ყველაფრისაგან, რაც აკავებთ მათ ღმერთისგან ბოძებულ პოტენციალთან მიახლოებას.

(3) „არა სიწმიდე, არამედ სოციალური სიწმიდე“ წიგნიდან „ჩვენი უფლის ქადაგება მთაზე“ IV – ქადაგება XIX – „უესლის სტანდარტული ქადაგებები“ ტომი I - Francis Asbury Press - გრანდ რაფიდსი - 1955 წელი, გვ. 382

* სურათი წინა გვერდზე ჰაროლდ ჰილსის წიგნიდან - რეკომენდირებულია

lørdag 26. januar 2019

„ლოდინის ხელოვნება“ - მნიშვნელოვანი სტრატეგია

იყო ნაწილი „ბრძოლისთვის მზადყოფნისა“ * არის პასუხი სულიწმიდისათვის. იესომ დაიწყო სწავლება სულიწმიდის შესახებ, როგორც კი დაიწყო მოწაფეების დამოძღვრა. იესომ ნათლად განაცხადა, რომ სულიწმიდა არის საუკეთესო ძღვენი, რომელიც მისმა მამამ შეიძლება მოგვცეს:
„ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისათვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“.
ლუკა 11:13
1972 წელს, როდესაც მე გამოვცადე სულიწმიდა, როგორც რეალური ძალა ჩემ ცხოვრებაში, ეს მუხლი იქცა ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მუხლად. როდესაც გარკვეული წლების შემდეგ მე გავხდი მამა, და მსურდა საუკეთესო მიმეცა ჩემი შვილებისათვის, ამ მუხლმა კიდევ უფრო ძლიერად იმოქმედა ჩემზე. გამოწვევა გახლავთ ის, რომ ღმერთი არასოდეს შეიჭრება მისი შვილების პირად ცხოვრებაში. ჩვენ მას უნდა ვთხოვოთ, მოგვცეს სულიწმიდა, სწორედ ისე, როგორც იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, რომ სანამ ზეცად ამაღლდებოდა, მან განაცხადა:
„იერუსალიმს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს, ჩემგან რომ მოისმინეთ.“
საქმეები 1:4
თუმცა, ალბათ უცნაური იქნება, თუ მე მივიჩნევ „ლოდინის ხელოვნებას“ როგორც პასიურ სტრატეგიას. მე ვერ წარმომიდგენია რაიმე იმაზე უფრო აქტიური, ვიდრე ბავშვები შობის პერიოდში როგორ ელოდებიან საჩუქრების გახსნას. ლოდინი ბიბლიაში უფრო მეტად უკავშირდება მოლოდინს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მოველი რაღაცას, როგორ განხორციელდება ჩემს ცხოვრებაში. ნათლისმცემლის შესახებ ამბის თხრობისას, ლუკა წერდა, რომ „ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ფიქრობდა იოანეზე - ქრისტე ხომ არ არისო“ - ლუკა 3:15

ღმერთმა მე მომანდო ინიციატივა იმისა, რომ მივიღო სულიწმიდა. სტრატეგია არის ლოცვა და ლოდინი “მომლოდინედ“ - ყველაფერთან ერთად ღმერთმა შეასრულა თავისი ნაწილი, როდესაც გადმოღვარა სულიწმიდა.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მოველი, რომ სულიწმიდა მესაუბრება და გამიძღვება - ახლა!
----------------------------------
* გენერალ ფედლის მოწოდება
„მე მწამს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რისი გაკეთება სურს ღმერთს ჩვენთვის და ჩვენი მეშვეობით. ეს გახლავთ ლოცვისაკენ მოწოდება, სიწმიდისაკენ მოწოდება და მოწოდება „ბრძოლის მზადყოფნისაკენ“ ახლა. ეს გახლავთ დაუყოვნებელი მოწოდება, რომელსაც ვერ ვუარყოფთ. მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჭირდებათ იესო.“ 

lørdag 3. november 2018

რა არის ერთი „ნათლობა“?

შესაძლოა გაგიჭირდეთ დაუყოვნებლივი პასუხის გაცემა კითხვაზე რა არის „ერთი“ ნათლობა, ისევე როგორც რთულია პასუხის პოვნა რა არის „ერთი“ რწმენა. თუ გავითვალისწინებთ იმ დისკუსიას, რასაც ადგილი ჰქონდა ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ხშირად, პასუხი ექცევა ჩვილის ნათლობას თუ ზრდასრულ ასაკში ნათლობის თაობაზე დისკუსიის ვიწრო ჩარჩოში, ასევე უნდა გამოიყენებოდეს თუ არა სიმბოლიკა ან „მადლის აქტი“ რიტუალურ ელემენტებში ან თავად რიტუალის დროს.

პავლე, ფაქტიურად შეეხო რამოდენიმე სახის ნათლობას. მან ჰკითხა მოწაფეებს ეფესოში, რა სახის ნათლობა მიიღეს. როდესაც პავლემ შეიტყო, რომ ეს იყო იოანეს ნათლობა, იგი ესაუბრა მათ და შედეგი იყო ის, რომ მოწაფეები მოინათლნენ უფალ იესოს სახელით (1). ამის შემდგომ, პავლემ დაასხა მათ ხელები და ისინი მოინათლნენ სულიწმიდით.

როდესაც პავლე საუბრობდა წინაპრებზე, მან დაწერა, რომ „ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში“ (2). ეს მიანიშნებს, რომ ნათლობა ეს არის გადასვლა ცხოვრების ახალ ფაზაში ახალი მიმართულებით.

მისი სწავლება სულიწმიდის ერთობის შენარჩუნების შესახებ, მშვიდობის საკვრელით (3) სადაც იგი კვლავ წერს ერთი ნათლობის შესახებ. მე არ ვფიქრობ, რომ პავლე არ გულისხმობდა არც წყლით ნათლობას და არც სულიწმიდით ნათლობას. მე მწამს, რომ იგი მხოლოდ ფიქრობდა იმ ფაქტის შესახებ, რომ ჩვენ „მოვინათლეთ ქრისტე იესოში“. ნათლისღება არის „ერთი“ და იგივე ყველა მორწმუნისათვის. ის, თუ როგორ აირჩია სხვადასხვა ეკლესიამ ეზეიმა ეს, დამოკიდებულია იმ ფაქტზე, რომ „მის სიკვდილში მოვინათლეთ“ (4). იესო ასევე საუბრობდა მის სიკვდილზე, როგორც ნათლობაზე (5).

მე მწამს, რომ „ერთი“ ნათლობის კონტექსტი აძლიერებს ამ ინტერპრეტაციას. „ერთი“ იმედი მარწმუნებს, რომ მე დავენერგე ქრისტეს სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნები მისი აღდგომისას (6).რადგანაც, თუ მე ვაცხადებ, რომ მყავს „ერთი“ უფალი, ეს შესაძლოა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემი „ეგო“ მოკვდა მასთან ერთად რათა მე შევძლო მასში ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია დავინახო მხოლოდ ერთი ნამდვილი ნათლობა. როგორ ირჩევენ ეკლესიები ამის სიმბოლიზირებას ნებისმიერი ფასეულობის გარეშე, თუ ეს არ ეხმარება ადამიანებს იცხოვრონ აღდგომის ცხოვრებით, როგორც ახალმა ქმნილებებმა იესო ქრისტეში.

„ციური მანნა“ დღეისათვის
არსებობს მხოლოდ „ერთი“ ნათლობა, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ ქრისტესთან და ერთმანეთთან.
__________________________________________
(1) საქმეები 19:3-4
(2) 1 კორინთელთა 10:2
(3) ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა სულის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება ეფესელთა 4:3-5
(4) რომაელთა 6:3-4
(5) ლუკა 12:50
(6) რომაელთა 6:5* Thanks to Bodil Østergreen for letting me use this picture of the cross she bought in Assisi. On FB she writes: God stretches out his hand to you. You can choose whether you want to accept God's hand and stretch your hand to your fellow human beings.

lørdag 21. april 2018

წადით!

დავალება „წადით!“ მრავალი კონტექსტით რთულად ჟღერს. თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ ეს „სპორტული შესვენების“ დროს, როდესაც მწრთვნელი გაამხნევებს გუნდს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა გუნდს გამარჯვება მოუტანონ. იგი გამოიყენება საბჭოებზე, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, და „წადით!“ ყოველთვის არის ქრისტეს სხეულის შესაფერისი ზოგადად, და კონკრეტულად „ხსნის არმიისათვის“.

ბერძნული სიტყვა, რომელსაც პავლე იყენებს, როდესაც გვამხნევებს „ეშურეთ სულიერ ნიჭებს“ (1) არის იგივე სიტყვა, რაც ეწოდება იუდეურ „მეოთხე“ რელიგიურ მხარეს -მოშურნე. იესოს ერთ-ერთი მოწაფე სიმონი (არა პეტრე) ითვლება, რომ სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენელი იყო (2), და ზოგიერთ მკვლევარს სწამს, რომ პავლე იყო მათთან დაკავშირებული (3). მოშურნეები ძალიან ერთგულნი იყვნენ საკუთარი მრწამსის და იბრძოდნენ მის დასაცავად, პავლე მოგვიწოდებს ჩვენს გვქონდეს მსგავსი სწრაფვა.

გასულ კვირას, ჩემი ერთი მეგობარი ჩემს ნაწერს ასე გამოეპასუხა:

მე ვისურვებდი, რომ გაცილებით მეტი ადამიანი იყოს ანთებული სულიწმიდაში. როგორც ვხედავ, იგიზგიზო, ეს არჩევანია, რომელსაც თითოეული ადამიანი თავად აკეთებს, ცეცხლი ჩნდება, როდესაც ადამიანი ირჩევს გახდეს მოწაფე და ლოცვას დაუთმოს დრო.

მე სრულიად ვეთანხმები და შემდეგნაირად ვუპასუხე:

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოწაფეებმა მიიღეს სულიწმინდა და ნიჭები, რადგანაც ისინი იმყოფებდნენ ძიებაში და ელოდნენ სულიწმიდას. მე უნდა ავიღო ინიციატივა, რათა სულიწმიდამ გამოიყენოს ჩემში ეს ინიციატივა... ეს ხდება იმიტომ, რომ სულიწმიდა არის ღმერთი, და ღმერთის თვისება არის სიყვარული, ღმერთი არასოდეს ახვევს საკუთარ თავს რომელიმე ადამიანს.

აქედან გამომდინარე, „წადით“ რეალურად ნიშნავს „მიჰყევით მას“. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტად უნდა გადავცე საკუთარი თავი ღმერთს, რადგანაც იესომ უკვე სრულად გაიღო თავი ჩემთვის - მათ შორის სულიწმიდა. იოანე ნათლისმცემელმა დაინახა ეს სანამ იესო გაწირავდა საკუთარ თავს, და გამოხატა ეს შემდეგნაირად:
„ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე“
იოანე 3:30
რამდენად მარტივია, და ზოგჯერ რამდენად რთულია.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მივყვე მას, გულისხმობს დავკარგო საკუთარი თავი და მოვიპოვო იგი.
--------------------------------------------------------
(1) 1 კორ. 14:1 – იხილეთ აგრეთვე: „რომელია უდიდესი ძღვენი?“
(2) მათე 10:4, საქმეები 1:13
(3) პირველყოვლისა - როდესაც პავლე მიმართავს ჯგუფს თავის წერილებში, იგი ამას პატივისცემით აკეთებს. მეორე - იგი იყო მებრძოლი იესოს მიმდევრების დევნის პერიოდში.

lørdag 14. april 2018

რომელია „უდიდესი ნიჭი?“

ეჭვგარეშეა, რომ უდიდესი ნიჭი არის სულიწმიდა, და მისი მგზნებარე სიყვარული (1), თუმცა, გვასწავლის რა მისი სიყვარულის შესახებ, პავლე წერდა:
ეშურეთ უდიდეს ნიჭებს.
1 კორ. 12:31
რას გულისხმობს იგი?

პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ოდნავ უცნაურია, სულიერი ნიჭების გარკვეული იერარქიები რომ არსებობდეს. რადგანაც „უდიდესი ნიჭი“ იქნება ის, რაც მე ყველაზე მეტად მჭირდება მოცემულ სიტუაციაში. თუმცა, ნათელია, რას გულისხმობდა პავლე, როდესაც მან დაასრულა თავისი გასაოცარი სწავლება სიყვარულის შესახებ (2), რადგანაც იგი აგრძელებს შემდეგნაირად:

ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ.
1 კორ. 14:1
... და იგი განმარტავს, რომ ამის მიზეზი არის ის, „ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად, გასამხნევებლად და სანუგეშებლად“ (3)

ბიბლიის ყურადღებით წამკითხველისთვის სიურპრიზს არ უნდა წარმოადგენდეს, რომ პავლე წინასწარმეტყველებას მიიჩნევს როგორც „უდიდეს ნიჭს“. პავლე იყო მკვლევარი. სჯულის მიხედვით, იგი იყო ფარისეველი (4), და მას გამალიელი ასწავლიდა (5). როდესაც პავლე იესოს შეხვდა, დამასკოს გზაზე გამოცხადების დროს, მან დაკარგა მხედველობა და უნდა წასულიყო ქალაქში. იქ მასთან მივიდა ანანია და იწინასწარმეტყველა მის შესახებ, და იმ მოვლენის შესახებ, რომელიც ადასტურებდა პავლეს მოწოდებას და მსახურებას.

პავლეს ამ ყოველივეს დაკავშირება შეეძლო იმასთან, რაც მას შეემთხვა ძველ აღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით და მან ეს წინასწარმეტყველებები გამოიყენა მისი სწავლებისა და ქადაგების მნიშვნელოვან ნაწილად. პავლე ხშირად გამოცდიდა, რომ ადამიანები წინასწარმეტყველებდნენ მის შესახებ (6), და მან ეს ნიჭი მსახურებაში გამოიყენა (7).

მე მეტს დავწერ თემაზე „უდიდესი ნიჭების დაუოკებელი სურვილი“ მომდევნო რამოდენიმე ბლოგში.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

ღმერთი გველაპარაკება ყოველთვის! (8)
-------------------------------------------------------
(1) იხილეთ: წადით „ნიჭებისთვის“ შესანიშნავი გზით!
(2) 1 კორინთელთა 13
(3) 1 კორინთელთა 14:3
(4) ფილიპელთა 3:5
(5) საქმეები 22:3
(6) საქმეები 21:10-11
(7) საქმეები 27:21-26
(8) ძლიერმა ღმერთმა, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. ფსალმუნი 50:1

lørdag 7. april 2018

იცხოვრო აღდგომის ცხოვრებით

რადგანაც ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ სააღდგომო განწყობა აქვს, მინდა დავსვა შეკითხვა:
„ოდესმე გიფიქრიათ სულიწმიდის როლზე იესო ქრისტეს აღდგომაში?“
ეს შეკითხვა ბიბლიის შესწავლის დროს რომ დამესვა, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი უპასუხებდა „დიახ!“ - და თუ თქვენ თვალს ადევნებთ ამ ბლოგს გარკვეული ხნის მანძილზე, გეცოდინებათ, რომ სულიწმიდა არის სიცოცხლის მიმნიჭებელი. სამყაროს შექმნის ისტორია მოგვითხრობს რომ ღმერთმა შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა და ადამს შესძინა სიცოცხლე (1) ხოლო თუ თქვენ დადიხართ „ხსნის არმიაში“, სავარაუდოდ აღიარებთ, რომ გწამთ სულიწმიდით განახლება. (2)

პავლე ბევრს ლოცულობდა ეფესელთათვის, და ერთი ლოცვისას მან თქვა: რომ შესაძლოა იცოდეთ, რომ 
„განუზომელია მისი ძალის სიდიადე... რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა...“
ეფესელთა 1:19-20
იესომ ნათლად განაცხადა, რომ ეს ძალა არის სულიწმიდა (3). ამგვარად, როდესაც ხვალ მე მივესალმები ადამიანებს გამოთქმით“ „ქრისტე აღსდგა!“, მე ასევე მწამს საიდუმლოება, რომ ძალა, რომელმაც აღადგინა მკვდრეთით, ჩემთვისაა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მე, როგორც მორწმუნე ვცხოვრობ აღდგომის ცხოვრებით, იმისდა მიუხედავად, როგორ ვცხოვრობ ამ დედამიწაზე, ეს ხდება მნიშვნელოვანი სულიწმიდის ძღვენების უწყვეტი გახსნისთვის.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
იცხოვრო აღდგომის ცხოვრებით, ნიშნავს დაეყრდნო სულიწმიდის ძალას
----------------------------
(1) დაბადება 2:7
(2) „ჩვენ გვწამს, რომ ხსნისათვის აუცილებელია ღვთის წინაშე სინანული, უფალი იესო ქრისტეს რწმენა და სულიწმიდის მიერ განახლება“- „ხსნის არმიის“ მეშვიდე დოქტრინა
(3) საქმეები 1:8

lørdag 17. mars 2018

რამდენად ვეშურები სულიერი ნიჭებს?

მე შევხედრივარ ბევრ ქრისტიანს, რომლებიც ამბობენ: 

„მე მზად ვარ ყველაფრისთვის, რასაც ღმერთი მომცემს“.

ეს კარგი დამოკიდებულებაა, თუმცა, ეს აგრეთვე პასიური დამოკიდებულებაა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ სავსებით ნათელია, რა არის ღმერთის ნება, და რა მოგვცა მან უკვე. როდესაც ვიხსენებ, როგორ მივიღე ხსნა, მე ვიცოდი, რომ ღმერთმა უკვე შეასრულა თავისი როლი. მე ვაყოვნებდი პასუხს, მაგრამ როდესაც საბოლოოდ მზად ვიყავი, ეს არ ყოფილა აქტიური პასუხი: ვაღიარე, რა გააკეთა მან და მივიღე ხსნა, როგორც მისი ძღვენი. ძღვენი უნდა გახსნილიყო. ბევრი სახით ის შეიძლება შევადაროთ ნაძვის ხის ქვეშ დალაგებულ საჩუქრებს. მე ვიცი, რომ ჩემთვის იქ საჩუქარი იქნება. თუმცა, ჩემი ეტიკეტიც რომ ჰქონდეს, იგი დაკარგულია, თუ არ ავიღებ, გავხსნი და დავიწყებ მის გამოყენებას.

იმისათვის, რომ ვეშუროთ სულიერ ნიჭებს, როგორც პავლე მოგვიწოდებს (1), ეს მოიცავს აქტიურ ჩართულობას ჩემი მხრიდან. მე უნდა „გავხსნა“ ის, რაც უკვე მომცა. ღმერთმა ხსნა ხელმისაწვდომი გახადა იმის მეშვეობით, რაც იესომ გაიღო თავისი ჯვარცმით, და მან სულიწმინდა და მისი ძღვენები ხელმისაწვდომი გახადა ორმოცდამეათე დღეს, როდესაც შეასრულა თავისი დაპირება:
„უკანასკნელ დღეებში ჩემი სულისაგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე“.
საქმეები 2:17
რადგანაც მე ვითვლები „ყველა ხორციელში“, ვიცი, რომ მეც ჩართული ვარ სულისაგან გადმოღვრაში.

მე მწამს, რომ პეტრესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას ჩართულად ეგრძნო თავი, რათა მას უფრო მეტი ციტირება მოეხდინა იოელის წინასწარმეტყველებიდან. იგი ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში, არაფერ კავშირშია სქესი, ასაკი ან სოციალური სტატუსი (2). თქვენ ჩართულნი ხართ. ძღვენს აქვს თქვენი ეტიკეტი, თუ თქვენ მიიჩნევთ თავს „ხორციელად“.

ძღვენის გახსნის პირველი ეტაპი არის ირწმუნო და მიიღო, რომ ძღვენი უკვე შენთვისაა მოცემული. ზოგიერთი მორწმუნისათვის, ამ ჭეშმარიტების მიღებამ შეიძლება მაშინვე სულიერი დადასტურება გამოიწვიოს, სხვებისთვის, ეს არის სულიწმიდასთან ერთად მიმდინარე მოგზაურობა, რომელსაც მოაქვს დადასტურება, რომ ჩვენ ვმოძრაობთ მასში, და ის - ჩვენში. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება შეიძლება ძვირფასი იყოს, გადმოღვრის მთავარი მიზანი არის ნაყოფი, რომელიც მას მოაქვს გარდაქმნილ ცხოვრებაში. მე მეტს დავწერ ძღვენის გახსნის შესახებ მომავალ კვირაში.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
ყოველ დღე მე ვირჩევ ვიარო სულიწმინდაში და მასთან ერთად
----------------------------------------------
(1) 1 კორ. 12:31
(2) საქმეები 2:17-18

lørdag 10. februar 2018

სწრაფვის იდენტურობა

როდესაც ჩემს მშობლიურ ენაზე მინდა ვკითხო ადამიანს, რა არის მისი სწრაფვა, ვეკითხები: „რის გამო ხარ „ალმოდებული“?“ - მე მომწონს ეს ფრაზა. ჩვენ განსხვავებული პიროვნებები ვართ, თუმცა, არ არის საჭირო იყო ექსტრავერტი, რათა რაიმეს გამო იყო „ალმოდებული“. მე ვიცნობ ტიპიურ ინტროვერტებს, რომლებიც ძალიან მგზნებარენი არიან თავიანთი ინტერესის სფეროში.

გასულ კვირაში მე ყურადღება გავამახვილე „ცეცხლის ენებზე“, რომელიც გადმოვიდა მოწაფეებზე „ორმოცდამეათე დღეს“. თუ ადამიანებმა უნდა იმოძრაონ, ერთი მიმართულებით, საერთო მიზნისკენ, მათ საკომუნიკაციოდ ერთი ენა სჭირდებათ. ბაბილონის აღრევა არის იმის მაგალითი, რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანები ვერ გაუგებენ ერთმანეთს (1). „ორმოცდამეათე დღეს“ ადამიანებმა მიიღეს ენა, რომელიც აღემატება ბაბილონის ენას - მოულოდნელად, მათ შეძლეს გაგება. ეს გახლდათ ცეცხლის, სწრაფვის გამაერთიანებელი ენა, რომელმაც გახსნა ღვთიური ჭეშმარიტებების ალღო.

როდესაც ვკითხულობ უილიამ ბუთის შესახებ, მე ვხედავ ძალიან მგზნებარე ადამიანს. მისთვის რომ მეკითხა რა არის მისი სწრაფვა, დარწმუნებული ვარ, დაახლოებით ასე მიპასუხებდა „სამყარო ღმერთისთვის!“ ან უბრალოდ „სულები!“. რისთვისაც ვარ „ალმოდებული“, ის დამეხმარება შევინარჩუნო მამოძრავებელი ძალა, რომელიც მამოძრავებს წინ, მიზნისკენ.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ხშირად შევამოწმო ცეცხლის „ტემპერატურა“ ჩემს ცხოვრებაში.

უდაბნოში, ისრაელიანებს დროდადრო ავიწყდებოდათ, რომ ისინი მოძრაობდნენ მიზნისკენ. და ხორების მთასთან ისე დიდხანს დაბანაკდნენ, რომ უფალმა კვლავ დასდო მათ ბრალი:
„გეყოფათ თქვენ ამ მთაზე ცხოვრება...“
მეორე რჯული 1:6-7
ასევე პირველ მოწაფეებს ხშირად სჭირდებოდათ სულიწმიდით ავსება რათა ცეცხლს ეგიზგიზა (2) და ემოძრავათ წინ სულიწმიდასთან ერთად. თუ მათ სჭირდებოდათ, მეც მჭირდება, რადგან მე მჭირდება სწრაფვა, მე მჭირდება ცეცხლი.

„ციური მანნა“დღეისათვის:
მე მჭირდება ცეცხლი, რათა ვიყო „ალმოდებული“.
--------------------------------
(1) დაბადება 11:1-9
(2) საქმეები 4:31

lørdag 3. februar 2018

ახალი პარამეტრები ჩემს იდენტურობაში

გასულ კვირას მე ვწერდი, რომ მორწმუნეებმა სულთმოფენობის დღეს მიიღეს ახალი იდენტურობა. მე არ ვუხვევ ამ დებულებიდან, არამედ უფრო ნათლად მწამს, რომ ისინი გარდაიქმნენ ღმერთის თავდაპირველ სახებად, რომლითაც უფალმა ადამი და ევა შექმნა. როდესაც შეეძინათ პირმშო, დაცემის შემდეგ, იგი იყო „ადამის მსგავსი“ (1).

ისტორიაში, თუ რა მოხდა „მესამე მოძრაობაში“, მე ვკითხულობ, რომ ხმა, რომელმაც დაუბერა ძლიერი ქარის მსგავსად, მოვიდა ზეციდან და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ:
„და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს“
საქმეები 2:3
ძალიან ადვილია ყურადღება გაამახვილო ცეცხლზე ამ ისტორიაში, და მე მჯერა, რომ ცეცხლი მნიშვნელოვანია. თუმცა, იდენტურობის პერსპექტივაში, მე მწამს, რომ ცეცხლის ენები, როგორც სალაპარაკო ენა თანაბრად გადამწყვეტია. მე არ შევეხები ენებზე საუბრის „ფიზიკურ ქმედებას“ (2), არამედ სიყვარულის უნიკალურ ენას, რომელიც აკავშირებს მორწმუნეებს ენობრივი ბარიერებისა და გეოგრაფიული საზღვრების მიღმა.

როდესაც ქრისტეში ჩემი იდენტურობა მოიცავს ამ ენას, მამოძრავებელი ძალა არასოდეს გაჩერდება, რადგანაც სიყვარული მამოძრავებს. ეს „დრაივი“ არ არის მოვალეობა, არამედ პასუხი. მე მიყვარს, რადგანაც მე ვუყვარვარ გაცილებით დიდი სიყვარულით - თავად ღმერთს (3). პავლე ამას გადმოსცემს შემდეგი სიტყვებით:
„ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი“.
2 კორ. 5:14
„ციური მანნა“ დღეისათვის
როდესაც სიყვარული ძლიერია, მე ვმოძრაობ საპასუხოდ!
------------------------------------------
(1) იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი და შვა თავის მსგავსად, თავის ხატად, და უწოდა მას სახელად შეთი. დაბადება 5:3
(2) ენებზე საუბარი, ისევე როგორც არსებულ ენაზე საუბარი ან ანგელოზის ენაზე, შეიძლება იყოს შედეგი; თუმცა, თავისთავად ეს არ არის მიზანი. პირადად მე, ლოცვის დროს ხშირად ვსაუბრობ ენებზე. ეს არის ჩემი სული, რომელიც საუბრობს ღმერთის სულთან ერთად სიყვარულით.
(3) ღმერთი სიყვარულია. 1 იოანე 4:8ბ

lørdag 20. januar 2018

რევოლუციური მესამე მოძრაობა!

ორი კვირის წინ მე ვწერდი ღმერთზე, როგორც „პირველ მამოძრავებელ ძალაზე“, მომდევნო ბლოგში კი ყურადღება გამახვილებული იყო, ღმერთმა განკაცების მეშვეობით, როგორ მისცა მის ქმნილებას ახალი მოძრაობა. მან დამოძღვრა კიდეც მოწაფეები - „ახლა წადით და მოიმოწაფეთ“.

მიუხედავად სამწლიანი ინსტენსიური სწავლებისა თავიანთ მოძღვართან, მოწაფეები არ იყვნენ მზად, რომ მაშინვე შეესრულებინათ ის, რაც იესომ სთხოვა:
„არ გასცილდეთ იერუსალიმს, არამედ დაელოდეთ მამის აღთქმულს, რაც ჩემგან მოისმინეთ, ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით.“
საქმეები 1:5
იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ, მოწაფეები იკრიბებოდნენ ისეთ ადგილებში, სადაც შეძლებდნენ ჩაკეტილ კარს მიღმა ყოფნას, რადგანაც იუდეველების ეშინოდათ. მათ იგივე სტრატეგია აირჩიეს, როდესაც ბრუნდებოდნენ იერუსალიმში იესოს ამაღლების შემდეგ. თუმცაღა, როდესაც დადგა მესამე მოძრაობა, იგი იყო რევოლუციის მსგავსი. როდესაც მათზე გადმოვიდა სულიწმიდა, ვერაფერმა შეძლო მათი შეჩერება, რათა ელაპარაკათ რაც უხილავთ და მოუსმენიათ (1).
  • პირველ მოძრაობაში, მამა ღმერთი მოძრაობდა ადამიანებთან ერთად.
  • მეორე მოძრაობაში, ძე ღმერთი მოძრაობდა ადამიანთა შორის.
  • მესამე მოძრაობაში, ღმერთი სულიწმიდა მოძრაობს ადამიანებში და მათი მეშვეობით.
ეს მესამე მოძრაობა არსებითად მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ შევიცნო ვინ ვარ მე, როგორც ქრისტიანი. ეს შეეხება ჩემს, როგორც მორწმუნის ინდივიდუალურობას და როგორ ვარ მე იდენტიფიცირებული, როგორც პიროვნება. ღმერთი კვლავაც მოძრაობს ჩემთან ერთად და სულიწმიდა მოძრაობს ჩემში და ჩემი მეშვეობით, ამგვარად, მე ვარ ქრისტეს სხეულის ნაწილი, რომელსაც შეუძლია იმოძრაოს ადამიანთა შორის 2018 წელს. მესამე მოძრაობა არის ღმერთის მეორე მოძრაობის გაგრძელება, რომელიც მის არსებობას ფიზიკურად აქცევს მთელ სამყაროში.

„ციური მანნა“ დღეისათვის
სადაც არის მოწაფე, იქ არის ღმერთი!
-----------------------------------------------
(1) საქმეები 4:20

lørdag 6. januar 2018

განაგრძეთ მოძრაობა!

ჩვენ ახლახან კვლავ შევიცვალეთ ადგილი. ამჯერად შორს არ წავსულვართ. ჩვენი ახალი ბინა დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაცილებული იმ ადგილიდან, სადაც უკანასკნელი 2,5 წელი ვცხოვრობდით. გარდა ამისა, მე ოფისიც შევიცვალე - ჩემი ნივთები დერეფნის მეორე მხარეს გადავიტანე. მე ვმოძრაობ იმ მოძრაობების გამო, რომელიც ჩვენს მოძრაობაში მიმდინარეობს. ქრისტიანობა არ არის რელიგია; ეს არის სვლა, მოძრაობა. ამიტომაც, „ხსნის არმია“ არის პირველი და უმთავრესი მოძრაობა, რომელიც აამოქმედებს ადამიანებს.

ჩვენ ვიცით, რომ სამყაროში არის მოძრაობა; რაც მოძრაობს, სხვა საგნითაა ამოძრავებული; ეს სხვა ნივთიც სხვა რამით უნდა ამოძრავდეს. თომა აკვინელმა (1) ეს განავითარა თავის ერთ-ერთ ფილოსოფიურ არგუმენტში ღმერთის არსებობის შესახებ. რადგანაც დაიწყო მოძრაობა, უნდა ყოფილიყო „პირველი მამოძრავებელი ძალა“ და აკვინელისთვის ეს „პირველი მამოძრავებელი ძალა“ ღმერთია. რადგანაც ღმერთი უსასრულოა, აკვინელი მიიჩნევს მას „უძრავ მამოძრავებელ ძალად“.

ამრიგად, ავირჩიეთ რა, ლათინური სიტყვა ‘Momentum’, როგორც ჩვენი ეპიგრაფი, მან უნდა შეგვახსენოს, რომ ქრისტიანებმა უნდა იმოძრაონ პირველი მამოძრავებელი ძალის მოტივაციიით - ყოველ დღე! რას ნიშნავს ეს პრაქტიკული კუთხით, მე განვავითარებ ჩემს ბლოგზე კვირაში ერთხელ.

მაშ, როგორ დაიწყო?

შექმნის ისტორია მოგვითხრობს, რომ დედამიწა იყო უსახურ-უდაბური და ბნელი.
და თქვა ღმერთმა. „იყოს ნათელი!“, და იქმნა ნათელი.
დაბადება 1:3
როგორი მოძრაობაა! ეს არ გახლდათ მზის შექმნა. ამ დროს ღმერთმა საკუთარი თავი ქმნილების შუაში ჩააყენა. პირველი მოძრაობა დაიწყო. იოანე აჯამებს ამას თავის წერილებში. „ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში“ (2), სახარების შესავალში კი, სადაც აღწერდა „სიტყვის“ მოვლინებას, იგი წერდა: მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი (3).

„ციური მანნა“ დღეისათვის
დაე, ვიცხოვროთ, ვიძვრათ და საკუთარი თავი გადავცეთ პირველი მამოძრავებელი ძალის ნათელსა და სიცოცხლეში. (4)
--------------------------------
(1) თომა აკვინელი იყო იტალიელი დომინიკელი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა 1225-1274 წლებში.
(2) 1 იოანე 1:5
(3) იოანე 1:4
(4) საქმეები 17:28