Viser innlegg med etiketten 1 კორ.. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten 1 კორ.. Vis alle innlegg

lørdag 21. april 2018

წადით!

დავალება „წადით!“ მრავალი კონტექსტით რთულად ჟღერს. თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ ეს „სპორტული შესვენების“ დროს, როდესაც მწრთვნელი გაამხნევებს გუნდს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა გუნდს გამარჯვება მოუტანონ. იგი გამოიყენება საბჭოებზე, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, და „წადით!“ ყოველთვის არის ქრისტეს სხეულის შესაფერისი ზოგადად, და კონკრეტულად „ხსნის არმიისათვის“.

ბერძნული სიტყვა, რომელსაც პავლე იყენებს, როდესაც გვამხნევებს „ეშურეთ სულიერ ნიჭებს“ (1) არის იგივე სიტყვა, რაც ეწოდება იუდეურ „მეოთხე“ რელიგიურ მხარეს -მოშურნე. იესოს ერთ-ერთი მოწაფე სიმონი (არა პეტრე) ითვლება, რომ სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენელი იყო (2), და ზოგიერთ მკვლევარს სწამს, რომ პავლე იყო მათთან დაკავშირებული (3). მოშურნეები ძალიან ერთგულნი იყვნენ საკუთარი მრწამსის და იბრძოდნენ მის დასაცავად, პავლე მოგვიწოდებს ჩვენს გვქონდეს მსგავსი სწრაფვა.

გასულ კვირას, ჩემი ერთი მეგობარი ჩემს ნაწერს ასე გამოეპასუხა:

მე ვისურვებდი, რომ გაცილებით მეტი ადამიანი იყოს ანთებული სულიწმიდაში. როგორც ვხედავ, იგიზგიზო, ეს არჩევანია, რომელსაც თითოეული ადამიანი თავად აკეთებს, ცეცხლი ჩნდება, როდესაც ადამიანი ირჩევს გახდეს მოწაფე და ლოცვას დაუთმოს დრო.

მე სრულიად ვეთანხმები და შემდეგნაირად ვუპასუხე:

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოწაფეებმა მიიღეს სულიწმინდა და ნიჭები, რადგანაც ისინი იმყოფებდნენ ძიებაში და ელოდნენ სულიწმიდას. მე უნდა ავიღო ინიციატივა, რათა სულიწმიდამ გამოიყენოს ჩემში ეს ინიციატივა... ეს ხდება იმიტომ, რომ სულიწმიდა არის ღმერთი, და ღმერთის თვისება არის სიყვარული, ღმერთი არასოდეს ახვევს საკუთარ თავს რომელიმე ადამიანს.

აქედან გამომდინარე, „წადით“ რეალურად ნიშნავს „მიჰყევით მას“. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტად უნდა გადავცე საკუთარი თავი ღმერთს, რადგანაც იესომ უკვე სრულად გაიღო თავი ჩემთვის - მათ შორის სულიწმიდა. იოანე ნათლისმცემელმა დაინახა ეს სანამ იესო გაწირავდა საკუთარ თავს, და გამოხატა ეს შემდეგნაირად:
„ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე“
იოანე 3:30
რამდენად მარტივია, და ზოგჯერ რამდენად რთულია.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მივყვე მას, გულისხმობს დავკარგო საკუთარი თავი და მოვიპოვო იგი.
--------------------------------------------------------
(1) 1 კორ. 14:1 – იხილეთ აგრეთვე: „რომელია უდიდესი ძღვენი?“
(2) მათე 10:4, საქმეები 1:13
(3) პირველყოვლისა - როდესაც პავლე მიმართავს ჯგუფს თავის წერილებში, იგი ამას პატივისცემით აკეთებს. მეორე - იგი იყო მებრძოლი იესოს მიმდევრების დევნის პერიოდში.

lørdag 14. april 2018

რომელია „უდიდესი ნიჭი?“

ეჭვგარეშეა, რომ უდიდესი ნიჭი არის სულიწმიდა, და მისი მგზნებარე სიყვარული (1), თუმცა, გვასწავლის რა მისი სიყვარულის შესახებ, პავლე წერდა:
ეშურეთ უდიდეს ნიჭებს.
1 კორ. 12:31
რას გულისხმობს იგი?

პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ოდნავ უცნაურია, სულიერი ნიჭების გარკვეული იერარქიები რომ არსებობდეს. რადგანაც „უდიდესი ნიჭი“ იქნება ის, რაც მე ყველაზე მეტად მჭირდება მოცემულ სიტუაციაში. თუმცა, ნათელია, რას გულისხმობდა პავლე, როდესაც მან დაასრულა თავისი გასაოცარი სწავლება სიყვარულის შესახებ (2), რადგანაც იგი აგრძელებს შემდეგნაირად:

ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ.
1 კორ. 14:1
... და იგი განმარტავს, რომ ამის მიზეზი არის ის, „ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად, გასამხნევებლად და სანუგეშებლად“ (3)

ბიბლიის ყურადღებით წამკითხველისთვის სიურპრიზს არ უნდა წარმოადგენდეს, რომ პავლე წინასწარმეტყველებას მიიჩნევს როგორც „უდიდეს ნიჭს“. პავლე იყო მკვლევარი. სჯულის მიხედვით, იგი იყო ფარისეველი (4), და მას გამალიელი ასწავლიდა (5). როდესაც პავლე იესოს შეხვდა, დამასკოს გზაზე გამოცხადების დროს, მან დაკარგა მხედველობა და უნდა წასულიყო ქალაქში. იქ მასთან მივიდა ანანია და იწინასწარმეტყველა მის შესახებ, და იმ მოვლენის შესახებ, რომელიც ადასტურებდა პავლეს მოწოდებას და მსახურებას.

პავლეს ამ ყოველივეს დაკავშირება შეეძლო იმასთან, რაც მას შეემთხვა ძველ აღთქმისეულ წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით და მან ეს წინასწარმეტყველებები გამოიყენა მისი სწავლებისა და ქადაგების მნიშვნელოვან ნაწილად. პავლე ხშირად გამოცდიდა, რომ ადამიანები წინასწარმეტყველებდნენ მის შესახებ (6), და მან ეს ნიჭი მსახურებაში გამოიყენა (7).

მე მეტს დავწერ თემაზე „უდიდესი ნიჭების დაუოკებელი სურვილი“ მომდევნო რამოდენიმე ბლოგში.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

ღმერთი გველაპარაკება ყოველთვის! (8)
-------------------------------------------------------
(1) იხილეთ: წადით „ნიჭებისთვის“ შესანიშნავი გზით!
(2) 1 კორინთელთა 13
(3) 1 კორინთელთა 14:3
(4) ფილიპელთა 3:5
(5) საქმეები 22:3
(6) საქმეები 21:10-11
(7) საქმეები 27:21-26
(8) ძლიერმა ღმერთმა, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. ფსალმუნი 50:1

lørdag 17. mars 2018

რამდენად ვეშურები სულიერი ნიჭებს?

მე შევხედრივარ ბევრ ქრისტიანს, რომლებიც ამბობენ: 

„მე მზად ვარ ყველაფრისთვის, რასაც ღმერთი მომცემს“.

ეს კარგი დამოკიდებულებაა, თუმცა, ეს აგრეთვე პასიური დამოკიდებულებაა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ სავსებით ნათელია, რა არის ღმერთის ნება, და რა მოგვცა მან უკვე. როდესაც ვიხსენებ, როგორ მივიღე ხსნა, მე ვიცოდი, რომ ღმერთმა უკვე შეასრულა თავისი როლი. მე ვაყოვნებდი პასუხს, მაგრამ როდესაც საბოლოოდ მზად ვიყავი, ეს არ ყოფილა აქტიური პასუხი: ვაღიარე, რა გააკეთა მან და მივიღე ხსნა, როგორც მისი ძღვენი. ძღვენი უნდა გახსნილიყო. ბევრი სახით ის შეიძლება შევადაროთ ნაძვის ხის ქვეშ დალაგებულ საჩუქრებს. მე ვიცი, რომ ჩემთვის იქ საჩუქარი იქნება. თუმცა, ჩემი ეტიკეტიც რომ ჰქონდეს, იგი დაკარგულია, თუ არ ავიღებ, გავხსნი და დავიწყებ მის გამოყენებას.

იმისათვის, რომ ვეშუროთ სულიერ ნიჭებს, როგორც პავლე მოგვიწოდებს (1), ეს მოიცავს აქტიურ ჩართულობას ჩემი მხრიდან. მე უნდა „გავხსნა“ ის, რაც უკვე მომცა. ღმერთმა ხსნა ხელმისაწვდომი გახადა იმის მეშვეობით, რაც იესომ გაიღო თავისი ჯვარცმით, და მან სულიწმინდა და მისი ძღვენები ხელმისაწვდომი გახადა ორმოცდამეათე დღეს, როდესაც შეასრულა თავისი დაპირება:
„უკანასკნელ დღეებში ჩემი სულისაგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე“.
საქმეები 2:17
რადგანაც მე ვითვლები „ყველა ხორციელში“, ვიცი, რომ მეც ჩართული ვარ სულისაგან გადმოღვრაში.

მე მწამს, რომ პეტრესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას ჩართულად ეგრძნო თავი, რათა მას უფრო მეტი ციტირება მოეხდინა იოელის წინასწარმეტყველებიდან. იგი ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში, არაფერ კავშირშია სქესი, ასაკი ან სოციალური სტატუსი (2). თქვენ ჩართულნი ხართ. ძღვენს აქვს თქვენი ეტიკეტი, თუ თქვენ მიიჩნევთ თავს „ხორციელად“.

ძღვენის გახსნის პირველი ეტაპი არის ირწმუნო და მიიღო, რომ ძღვენი უკვე შენთვისაა მოცემული. ზოგიერთი მორწმუნისათვის, ამ ჭეშმარიტების მიღებამ შეიძლება მაშინვე სულიერი დადასტურება გამოიწვიოს, სხვებისთვის, ეს არის სულიწმიდასთან ერთად მიმდინარე მოგზაურობა, რომელსაც მოაქვს დადასტურება, რომ ჩვენ ვმოძრაობთ მასში, და ის - ჩვენში. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება შეიძლება ძვირფასი იყოს, გადმოღვრის მთავარი მიზანი არის ნაყოფი, რომელიც მას მოაქვს გარდაქმნილ ცხოვრებაში. მე მეტს დავწერ ძღვენის გახსნის შესახებ მომავალ კვირაში.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
ყოველ დღე მე ვირჩევ ვიარო სულიწმინდაში და მასთან ერთად
----------------------------------------------
(1) 1 კორ. 12:31
(2) საქმეები 2:17-18

lørdag 3. mars 2018

წადით „ნიჭებისთვის“ შესანიშნავი გზით!

მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მოძრაობაზე ახდენს გავლენას (1) არის სულიერი ნიჭები. ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორ იყენებდნენ მოწაფეები მსგავს ნიჭებს, და პავლე გვასწავლის სულიწმინდის ნიჭების შესახებ რამდენიმე წერილში. როდესაც კორინთელებს წერდა, მან გამოხატა, რამდენად მადლიერი იყო ღმერთისა მათთვის, იმ მადლის გამო, რომელიც მას მიეცა იესოში, და შემდეგ განაგრძობს:
„იმიტომ, რომ ყველაფრით გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი შემეცნებით, ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში;“
1 კორ. 1:5-7
როდესაც მთლიანად ვკითხულობ წერილს, ჩემთვის მაშინვე ნათელი ხდება, იმ შემთხვევაშიც კი, რომ არ ჰქონოდათ რომელიმე სულიერი ნიჭის ნაკლებობა, ისინი შორს იყვნენ სრულყოფილებისგან. ეს სამწუხაროა და ამავე დროს მანუგეშებელიც. სულიერ ნიჭებს იღებ არა ხანგრძლივი და ერთგული მსახურების ან სიწმინდეში ცხოვრების გამო. მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც ამაყები გახდნენ თავიანთი სულიერების გამო, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს სულიერი ნიჭების შესახებ. ფაქტიურად, ეს არის ნიჭები, რომლებიც ადამიანებს მიეცემათ მადლით, რათა უფალს მიაგონ პატივი და არა იმისათვის, რომ თავისკენ მიიპყრონ ყურადღება.

საქმეების წიგნიდან ვიცით, რომ ნიჭების ყიდვა შეუძლებელია (2), თუმცა პავლე ასე გვამხნევებს:

ეშურეთ დიდ ნიჭებს
და მე გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას.

1 კორ. 12:31
როდესაც პავლე ნიჭებს დაქვემდებარებაში ათავსებს გასაოცარ გზაზე, იგი ათავსებს მათ იქ, სადაც მსახურებაა. ყველაზე შესანიშნავი გზა აღწერილია თავი 13-ში - სიყვარულის გზა.

მე რომ ვმოქმედებდე სულიერი ნიჭებით სიყვარულის გარეშე, ეს იქნება ძალა, კონტროლის გარეშე. ღმერთის სიყვარული არის უფრო ძლიერი, ვიდრე დესტრუქციული ძალები. ადამიანური ზრახვები შეიძლება საუკეთესო იყოს, მაგრამ თუ მათ არ ამოძრავებთ ღმერთის სიყვარული, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება სცენარი, რომელსაც არაფრისკენ მივყავართ. სულიერი ძალის არასწორი გამოყენება, არის როგორც ეშმაკი, როგორც ნებისმიერი არასწორად გამოყენებული ძალა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ღმერთი პატივს სცემს ადამიანის თავისუფალ ნებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ განცხადებების გაკეთება, რადგანაც გარკვეული პერიოდის მანძილზე განვაგრძობ ამ თემაზე წერას.

„ციური მანნა“ დღეისათვის

წადით „ნიჭებისთვის“ შესანიშნავი გზით!
---------------------------------------------------
(1) ეს ოთხი „შიდა ფაქტორია“:
1) სწრაფვა, 2) ინდივიდუალურობა, 3) ნიჭები და 4) სულიერი ნიჭები
(2) სიმონის ისტორია, რომელიც ჯადოქრობდა საქმეები 8:9-24