Viser innlegg med etiketten ეფესელთა. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten ეფესელთა. Vis alle innlegg

lørdag 17. november 2018

მე მამის რჩეული ვარ

როგორ შეიძლება ეს, როდესაც მას ამდენი შვილი ჰყავს?

ფაქტიურად, მამაჩემი „ყველას მამაა“. სწორედ ასეთ დასკვნას აკეთებს პავლე იმ ასპექტების ნუსხაზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს ერთ სულში (1). როდესაც პავლე ამ განცხადებას აკეთებს, მე დარწმუნებული ვარ, იგი არ აკეთებს შეზღუდვას „ყველასგან“ „ყველა მორწმუნის“ მიღმა, მე მწამს, რომ იგი გულისხმობს თითოეულ პიროვნებას ამ ქვეყანაზე. იმავე წერილში იგი წერს სულის ერთობის შესახებ, მან უკვე განაცხადა, რომ ჩვენი უფალი იესოს მამა აგრეთვე:
„იწოდება ყოველი მამობა ცაში და დედამიწაზე.“
ეფესელთა 3:15
მე შევხვედრივარ ბევრ ადამიანს, ასევე მორწმუნეებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ღმერთის, როგორც „სრულყოფილი მამის“ ხატებას. ძალიან ხშირად, ეს დისკომფორტი აშორებს მათ ცუდი გამოცდილებიდან, რომელიც გამოწვეულია მოშორებული ან შეურაცხმყოფელი მიწიერი მამისგან, რომელიც ძალიან შორს იყო სრულყოფილებისგან. მამა ღმერთი აწესებს სტანდარტს თუ როგორია კარგი მამა - და კარგი მიწიერი მამაც კი სულ მცირეოდანსაც კი ვერ გაიღებს იმისა, რასაც „სრულყოფილი მამა“ აკეთებს. რადგანაც „სრულყოფილ მამას“ შეუძლია მოიცვას ყველა მისი შვილი. შემდგომში:
„... ვინც მიიღო და ირწმუნა მამის სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.“
იოანე 1:12
ამგვარად, როდესაც ადამიანი მიიღებს იესო ქრისტეს მის ცხოვრებაში, იგი ხდება ღმერთის შვილი, და ამგვარად იგი ასევე ღმერთის ფავორიტია. არასოდეს მოხდება ისე, რომ „სრულყოფილი მამა“ ერთ შვილს მეორისგან გამოარჩევს, რადგანაც მან იცის, რომ იმისათვის, რომ ასიამოვნოს ერთს, დაარღვევს სულიწმიდასთან კავშირს და სწორედ ამის ხილვა სურს ღმერთს მის შვილებში. მას სურს, რომ ჩვენ დავითთან ერთად ვიმღეროთ:
აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!
ფსალმუნი 133:1
... მაშ, წავიდეთ წინ, როგორც ერთი არმია, ერთი უწყებითა და ერთი მისიით.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე ვილტვი გავუზიარო ჩემი მამა ყველას!
------------------------------------------
(1) …. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი და მამა ყოველთა. ეფესელთა 4:3-6

lørdag 10. november 2018

“ერთი ღმერთი“!

იესოს ცხოვრების პერიოდში „ერთი“ ღმერთის აღიარება ყველა იუდეველის აღზრდის ნაწილს წარმოადგენდა. შესაძლოა, პავლესთვის  არსებობდა რამოდენიმე მიზეზი, როდესაც იგი ასახელებს ამ ასპექტს მის სწავლებაში, სულიწმიდის ერთობის შესახებ (1), და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღიარების შედეგი არის შემდეგი: არსებობს მხოლოდ „ერთი“ ღმერთი, რომელსაც თაყვანი უნდა ვცეთ! იესომ სატანას შეახსენა ამის შესახებ, როდესაც მის მიერ უდაბნოში გამოიცდებოდა (2).

ეს გახლავთ უდიდესი საშიშროება, როდესაც „თაყვანისცემა“ სცდება სწორ მიმართულებას და ყურადღებას სხვა წყაროებზე ამახვილებს. თაყვანისცემაც კი, შესაძლოა თავისთავად იყოს მიზანი და ჩაანაცვლოს ღმერთი. როდესაც პავლე კორინთოს ეკლესიას წერდა და მიმართავდა როგორ მოხდა ეკლესიის გაყოფა, ერთ-ერთი საკითხი გახლდათ ის, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ „ინსტრუმენტზე“, რომლებიც უფალმა გამოიყენა რათა ისინი რწმენამდე მიეყვანა, გარდა ერთი და ჭეშმარიტი ღმერთის „თაყვანისცემისა“ (3). თუ ისინი გაერთიანდებოდნენ „ერთი“ ღმერთის თაყვანისცემაში, ეცოდინებოდათ, რომ აპოლო, კეფა და პავლე მხოლოდ ღმერთის „ინსტრუმენტები“ იყვნენ.

მე უდიდესი სურვილი მაქვს ვემსახურო უფალს და ვიყო მისი „ინსტრუმენტი“. დროდადრო მჭირდება დადასტურება იმისა, რომ იგი მიყენებს მე, როგორც მის იარაღს; თუმცაღა, აქ მთავრდება ყოველივე და მე აღარ მინდა გადავეღობო გზაზე - ფაქტიურად ეს არის იმ მცერეთაგან ერთ-ერთი, რაც მაშინებს. წლების განმავლობაში, მე მომსწრე ვიყავი მის „ინსტრუმენტთაგან“ რამოდენიმე როგორ იღებდა უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე თავად უფალი.

შესაძლოა, სწორედ ამან აგვიხილოს თვალი, რომ თანამედროვე მუსიკის ვარსკვლავებს უწოდებენ „კერპებს“ და მათ „ფანები“ მეტ-ნაკლებად ეთაყვანებიან? „ვარსკვლავები“ მონაწილეობასაც კი ღებულობენ კონკურსებში, რათა მსოფლიოს უდიდესი „კერპები“ გახდნენ. მე ვერ ვუარყობ, რომ რამოდენიმე მათგანს პატივს ვცეთ, მათ შორის ცნობილ თაყვანისცემის-ლიდერებს, რადგანაც ისინი შესანიშნავი და წრფელი მუსიკოსები არიან. თუმცაღა, ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც ღირსია თაყვანისცემის.

„ციური მანნა“ დღეისათვის
 მე თაყვანს ვცემ უფალს, ჩემს ღმერთსდა მხოლოდ მას ვემსახურები.
---------------------------------------
(1) ….ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ, კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა. ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი ეფესელთა 4:3-6
(2) რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. მათე 4:10
 (3) 1 კორინთელთა 1:12-13

lørdag 13. oktober 2018

რა კვდება ბოლოს...

მე ბევრჯერ მსმენია ეს ფრაზა. თუმცა, მოლდოვაში იმ პატიმრებთან შეხვედრისას, რომლებიც სამუდამო სასჯელს იხდიან, ამ ფრაზამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა - ქვეყანაში, სადაც „სამუდამო პატიმრობა“ პირდაპირი მნიშვნელობით არის განაჩენი დარჩენილი ცხოვრებისათვის.

როდესაც საკანში მყოფთ ვესაუბრებოდი, ვუთხარი: „მე თქვენ თვალებში იმედს ვხედავ, არასოდეს დაკარგოთ იმედი!“. რამოდენიმე მათგანი მაშინვე გამომეხმაურა: „იმედი ბოლოს კვდება!“

მე ასევე შევიტყვე, რომ ბევრ მათგანს გაზიარებული ჰქონდა ის „ერთი იმედი“ რომელშიც მე ხსნა ვპოვე. ჩვენ „ერთ სხეულში“ ვართ:

„ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით.“
ეფესელთა 4:4
სამყაროში მრავალგვარი იმედი არსებობს და ეს შესაძლოა იყოს რაღაც უკეთესის გაურკვეველი მოლოდინი. სულიერ ქრისტიანულ კონტექსტში, რეალურად არსებობს ერთი იმედი. ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ არ უნდა ვისწრაფოთ საუკეთესოსკენ ჩვენ საზოგადოებაში, ქალაქში და ქვეყანაში - პირიქით, ეს ჩვენი მოწოდებაა: „მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისათვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.“ (იერემია 29:7). ეს კი 100% ესადაგება ჩვენს -„ხსნის არმიის“ ხედვასა და კონცეფციას - „ხსნა ორივე სამყაროსათვის“. თუმცაღა, ხსნა ამ სამყაროში ეფუძნება ერთ იმედს.
პავლეს აზრით, იმედი არის ის, რაც რჩება ყოველთვის და მარადიული მომავლის სინონიმია.
„ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი.“
რომაელთა 8:24
პავლესთვის ქრისტეს მიღმა ხსნა არ არსებობს. ამგვარად, ერთი იმედი ასევე მხოლოდ ქრისტეს სინონიმია.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
გაერთიანებულნი ქრისტეში ერთი იმედით.
-----------------------------

lørdag 6. oktober 2018

ერთი სული

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მე დაგიბრუნდით ყოველკვირეული ბლოგით და ვაგრძელებ ჩემი ნააზრევით სიარულის შესახებ ‘იმ მოწოდების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივიღეთ’ როგორც ერთმა სხეულმა.
ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენიმოწოდების ერთი იმედით.
ეფ.4:4
უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც მე გამოვაქვეყნე ექვს ენაზე, გახლდათ ივნისის ბოლოს. მას შემდეგ ბევრი რამე მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ჩვენი სამშობლოში ყოფნის დროს, მე საშუალება მქონდა ჩემ ოჯახთან და მამასთან ბევრი დრო გამეტარებინა მის გარდაცვალებამდე. ასევე, ჩემთვის პატივი იყო ჩამეტარებინა მისი დაკრძალვის ცერემონია და მეზეიმა მისი ცხოვრება მარადიულობაში, სანამ დავუბრუნდებოდით ოფისს ამ კვირაში.

მამაჩემი არა მხოლოდ მამა იყო ჩემთვის, არამედ იგი იყო ოფიცერი კოლეგა, ჩემთვის ძვირფასი ძმა ქრისტეში და შუამდგომელი, რომელსაც შემეძლო დავყრდნობოდი რთულ პერიოდში. ასევე, იგი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო გაეხარა ჩემთან ერთად, როდესაც ხედავდა უფლის მფარველ ხელს ჩემ ცხოვრებაში, ასევე სხვა ადამიანების ცხოვრებასა და სხვადასხვა სიტუაციების დროს. ჩვენ ერთი სული მატარებელნი ვართ. იყო რა, სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვული, მე დავრწმუნდი პავლეს სიტყვების ჭეშმარიტებაში:

სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
რომ.8:16
მე მადლიერი ვარ უფლისა, რადგანაც მსგავსი სახის ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს, ყოველ ადამიანთან, ვინც ზეციდან შობილია. ზოგჯერ, არაფრის თქმა არაა საჭირო, ჩვენ უბრალოდ ვიცი, რომ ერთი სულის მატარებელნი ვართ - ჩვენ ქრისტეს სხეულნი ვართ.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

ვართ რა ერთნი, ერთ სულში, ჩვენ შეგვიძლია სამყაროს გავაცნოთ იესო.
_______________________________

lørdag 30. juni 2018

რა შემიძლია შევიტყო ჩემი თითების საშუალებით...

...როდესაც მე მსურს შევიტყო მეტი მშვიდობაში და მშვიდობით სვლის შესახებ?

შესაძლოა შეკითხვა მოგვეჩვენოს შეუსაბამოდ, თუმცა, იგი ძალიან მნიშვნელოვანია!

როდესაც პავლე განაგრძობს „მიღებული მოწოდების ღირსეულად სვლის შესახებ სწავლებას“, პირველი ნაყოფი მშვიდობაში და მშვიდობით სვლის შესახებ, არის ის, რომ ჩვენ ვხდებით „ერთი“ სხეული:
ერთია ხორცი და ერთია სული. ისევე როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით;
ეფესელთა 4:4
ლოგიკა გასაგებია. თუ ჩვენ მოწოდებულნი ვართ ერთი და იმავე იმედის მიმართ, ჩვენ ასევე ვეკუთვნით ერთსა და იმავე სხეულს, აღვსილნი ვართ ერთი სულით.

ამგვარად, რა შეიძლება შევიტყო ჩემი თითებისგან?

მე ვსწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თითები არ ჰგავს ერთმანეთს და ყოველთვის თანაბრად კარგად არ ფუნქციონირებენ, ისინი ეკუთვნის ერთ სხეულს. ბ-ნი მარჯვენა თითი ვერ იამაყებს, თუკი იგი გამოიყურება უკეთ, ვიდრე ბ-ნი მარცხენა თითი. საბედნიეროდ, მე ვიცი, რომ ბ-ნი მარჯვენა თითი არ ფიქრობს ასე, რადგან მე ვარ ჩემი სხეულის თავი და ჩემი სული განაგებს მას.

მაგალითად, მუხლების გამოყენებაც შემიძლია, თუმცა ისინი არ არიან ისეთი ფოტოგენურები, როგორც ჩემი თითები და დღეს მათი ერთმანეთისგან გარჩევა რთულია. 40 წლის წინ, ჩემი მარჯვენა მუხლი ძალიან დაზიანდა ავტოავარიის დროს. ამან გავლენა ჰპოვა ჩემ სრულ სხეულზე, თუმცა, ბ-ნ მარცხენა მუხლს არ დაუდანაშაულებია ბ-ნი მარჯვენა მუხლი.

ამის საწინააღმდეგოდ, მან საკუთარ თავზე აიღო მთელი ტვირთი და ეხმარებოდა ბ-ნ მარჯვენა მუხლს, თავისი ფუნქციის აღდგენაში. ორი წლის წინ, სურათი შეიცვალა, როდესაც ორი წლის წინ ბ-ნი მარცხენა მუხლი დაზიანდა ტერაქტის დროს, რომ არა ბ-ნი მარჯვენა მუხლი, ვფიქრობ, დღეს მე სიარულს ვერ შევძლებდი. მან საკუთარ თავზე იტვირთა სიმძიმე და კვლავაც ეხმარება ბ-ნ მარცხენა მუხლს, როდესაც ეს უკანასკნელი ცუდ ხასიათზეა და ტკივილს აყენებს სხეულს.

თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამ შეიტყოთ მშვიდობაში და მშვიდობით სვლის ნიჭის შესახებ. თქვენ გაგაჩნიათ მხოლოდ ერთი. ამგვარად, მოუფრთხილდით მას. როგორც მორწმუნე, თქვენ ეკუთვნით ერთ სხეულს. ამგვარად, მოუფრთხილდით მას, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება სისუსტეშიც და სიძლიერეშიც. ამ ქმედების ცოდნა და მის თანახმად მოქმედება, არის ჩვენი ღირსეული მოწოდების ნაწილი.

„ციური მანნა“ დღეს
მოწოდებული ერთი იმედისადმი, ერთ სხეულში, აღვსილი ერთი სულით.
-------------------------------------------------
შენიშვნა: სამი თვის ანმავლობაში შეწყდება ექვს ენაზე ბლოგების გამოქვეყნება. წინამდებარე სერიის გამოქვეყნება გაგრძელდება 2018 წლის 6 ოქტომბრიდან. დაე, კურთხეული ზაფხული გქონდეთ და იზრუნეთ თქვენ სხეულზე.

lørdag 23. juni 2018

მშვიდობაში და მშვიდობით სვლა!

მე მომწონს, როდესაც ადამიანებს ვესალმები: მშვიდობა თქვენდა“. ნორვეგიაში, ადამიანები ღიმილით შემომხედავენ, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ეს არის კეთილი ტრადიცია, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს. პავლეს მიერ ჩამოთვლილ თვისებებში, ჩვენ ვხვდებით მშვიდობას, როდესაც საქმე ეხება „მოწოდების ღირსებას, რომელიც ჩვენ მივიღეთ“:
ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
ეფესელთა 4:3
დიდი ხნის განმავლობაში მე არ ვყოფილვარ ქრისტეს მიმდევარი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეშმაკის ყველაზე ცნობილი მახასიათებელი არის სტრატეგია, რომელსაც იგი იყენებს „გაყავი და იბატონე“. ერთობა არის ნებისმიერი ურთიერთობის საწყისი. როდესაც ირღვევა ერთობა, ურთიერთობა დაიშლება ნაწილებად.

რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა შევინარჩუნოთ სულის ერთობა?

რიკ უორენი წიგნში „სიცოცხლის მამოძრავებელი მიზანი“ გვისახავს შემდეგ მიზანს:
  • ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რა გვაქვს საერთო და არა, რა არის განმასხვავებელი 
  • იყავით რეალისტურნი მოლოდინებში (არანაირი ურთიერთობა არ არის სრულყოფილი) 
  • არჩიეთ გამხნევება და არა კრიტიკა 
  • უარი განაცხადეთ ჭორის მოსმენაზე 
  • მხარი დაუჭირეთ ლიდერებს 
  • კონფლიქტის გადაჭრისათვის გამოიყენეთ ღმერთის მეთოდი (1) 
პავლეს რჩევა რომაელთა მიმართ არის იმავე სულით აღვსილი:
მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას
რომაელთა 14:19
„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მსურს ძალისხმევა არ დაიშურო რათა ვიარო მშვიდობაში და მშვიდობით!
-------------------------------------
(1) მათე 18:15-17ა

lørdag 16. juni 2018

ვიტამინები ჯანსაღი სვლისთვის

ფრაზა - „ნაკლები არის მეტი“ შეესაბამება რამოდენიმე პარამეტრს. მოძღვარი ნორვეგიულ ეკლესიაში ესტუმრა Jeløy Folkhighschool (1), დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც მე იქ მასწავლებელი ვიყავი. მოზარდთა საკმაოდ დიდ ჯგუფს მან პირველად გაუზიარა, საკუთარი მოსაზრებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღებისა და სიკეთის გამოჩენა ერთმანეთის მიმართ. შემდეგ კი მან მოულოდნელად დაასრულა მოკლე ლოცვით:
ძვირფასო უფალო - თუ შენ კიდევ ახდენ სასწაულებს, გთხოვ გაგვხადე ჩვენ კეთილები! ამინ
... შემდეგ კი დატოვა აუდიტორია. მე ყოველთვის მემახსოვრება ამ უბრალო, მოკლე ლოცვის ეფექტი.

ვფიქრობ, ყველას მოსწონს, როდესაც ადამიანები ყურადღებიანნი და კეთილნი არიან; მაშ, რატონ არის ეს ასე რთული? იმიტომ, რომ ეს ღმერთისგან მოხდენილი სასწაულია?

პავლეს ჩამოთვლილი აქვს თვისებები, რომელთაც ვხვდებით ქრისტეში და გვაძლევს ჩვენ საშუალებას ღირსეულად ვიაროთ იმ მოწოდების შესაბამისად, რომელიც მივიღეთ;
მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში.
ეფესელთა 4:2
რამდენად მარტივი და ამავე დროს რამდენად რთულია და მოითხოვს სასწაულს. ვიცი, რომ ეს სასწაულია, რადგანაც რამოდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდი გამეხადა ეს, როგორც დაგეგმილი ქმედება, მაგრამ არ გაამართლა! ამიტომ, დავნებდი და შევწყვიტე თავის მოკატუნება და აღმოვაჩინე, რომ ღმერთმა უკვე მოახდინა სასწაული. მან შეუძლებელი შესაძლებლად აქცია ქრისტეში. პავლეს მსგავსად, ჩემი სურვილია, არ გავაკეთო ისეთი რამ, რაც მას არ სურს (2); რადგანაც არ არსებობს მსჯავრი ქრისტეში (3) - რადგან მასში და მისი მეშვეობით გამომდინარეობს მარადიული ახალი ცხოვრების წყარო, მის სათუთ და ყოვლისმომცველ სიყვარულთან ერთად.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მადლობა უფალო -სასწაულისთვის!
------------------------------------
(1) სკოლა არის ნორვეგიაში „ხსნის არმიის“ საკუთრების და მმართველობის ქვეშ
(2) რომაელთა 7:19
(3) რომაელთა 8:1

lørdag 9. juni 2018

ვისწავლოთ როგორ ვიაროთ

მე მიყვარს ფეხით გადაადგილება. შესაბამისად, მანქანის ტარების ნაცვლად, მომწონს ფეხით სიარული. გარდა ამისა, როდესაც დავრბივარ კიდეც, სარგებლობა გახლავთ ის, რომ ვინარჩუნებ ჯანმრთელობას. პრინციპები იგივეა უფლის სამეფოსთან მიმართებაში.

ეფესელთა მიმართ პავლეს პირველი წერილის პირველი სამი თავი, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქრისტეში ჩემს სტატუსსა თუ პოზიციაზე. პავლეს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ მის მკითხველებს გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიცია. როდესაც ვიცი სად „ვზივარ“, მზად ვარ ავდგე და დავიწყო სიარული:

ამიტომ გემუდარებით, მე პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს....
ეფესელთა 4:1
სიტყვა, რომელსაც პავლე იყენებს, ბერძნულად ნიშნავს „სიარულს“. თუმცა, შესაძლოა, მისი გამოყენება „ცხოვრების“ მნიშვნელობითაც, რომლის გამოყენებასაც აღნიშნულ მუხლში ბიბლიის ბევრი მთარგმნელი ამჯობინებს.

„ცხოვრებასა“ და „სიარულს“ შორის არაერთი მსგავსებაა. მე ვცხოვრობ, რადგანაც ცოცხალი ვარ. მე არ ვეუბნები ჩემ გულს იფეთქოს, ან ფილტვებს - ისუნთქონ, ყოველივე ეს ნაწილია იმისა, რომ ცოცხალი ვარ. ისევე როგორც, როდესაც სიარული ვისწავლე, არ იყო საჭირო მეფიქრა როგორ ავმდგარიყავი და როგორ დამეწყო ფეხების მოძრაობა სწორად, რათა დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავი. საჭიროა, მხოლოდ ვიცოდე სად მივდივარ, რადგანაც „სიარულის ხელოვნება“ ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

როდესაც პავლე მემუდარება ვიარო და ღირსეულად ვიცხოვრო იმ მოწოდებით, რომელიც მივიღე, იგი კვლავ მიჩვენებს როგორი უნდა იყოს ეს ყოველივე. როდესაც ამას კითხულობთ, დაინახავთ, რომ იგი ადგენს იესოს თვისებათა ნუსხას. ეს ყოველივე ნიშნავს იარო იესოს მსგავსად სამყაროში დღეს. ეს გახლავთ ნორმალური ქრისტიანული ცხოვრება (1). მის გარეშე შეუძლებელია, ისევე როგორც თავად არ იმოქმედებს ჩვენ გარეშე. როდესაც ჩვენ მსგავსი სახით სიარულს ვიწყებთ, ეს ხდება ჩვენი შემადგენელი ნაწილი - ვაკეთებთ ამას ისე, რომ არც კი ვფიქრობთ, ან ვერც კი ვაცნობიერებთ (2). ჩვენ ვიმსჯელებთ ამ თვისებათაგან რამოდენიმეზე შემდგომ კვირებში.

„ციური მანნა“ დღეისთვის:

ვისწავლოთ როგორ ვიაროთ - ქრისტეს მსგავსად
------------------------------------------
(1) „ნორმალური ქრისტიანული ცხოვრება “უოთჩმენ ნის - „იჯექი, იარე, ადექი!“ წიგნის ავტორის კიდევ ერთი წიგნი გახლავთ. ნის წიგნებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემ პირად სულიერ ცხოვრებაზე.

(2) „მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?... მათე 25:37-40

lørdag 2. juni 2018

ვაცნობიერებ, ვინ ვარ

2018 წლის იანვარში, როდესაც მოხდა ჩვენი ხელდასმა, როგორც ტერიტორიული ლიდერებისა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ჩემ ქადაგებაში განვაცხადე შემდეგი: „თუ არ ვაცნობიერებ ვინ ვარ და რატომ ვარ აქ, იმას ნიშნავს, რომ „ხსნის არმიის“ მისიისთვის საფრთხეს წარმოვადგენ!“

ვერ ჩაერთვებით სულიერ ბრძოლაში, თუ არ გექნებათ გაცნობიერებული ვინ ხართ და რატომ ხართ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვხვდებით ბიბლიაში ამდენ სწავლებას ქრისტეს მსგავსებასთან და იმ მისიასთან დაკავშირებით, რომლის ნაწილნიც უნდა ვიყოთ.

ეს საკითხი გახლავთ პავლეს მთავარი ყურადღების საგანი ეფესელთა მიმართ წერილში. იგი იწყებს ჩვენი მსგავსებით ქრისტესთან და განაგრძობს სწავლებას, რა იგულისხმება მისიაში პრაქტიკული თვალსაზრისით. საბოლოოდ იგი წერს როგორ აღგვჭურავს უფალი, რათა შევძლოთ ამ სულიერ ბრძოლაში ყოფნა. უოთჩმენ ნიმ ეფესელთა დედააზრი აიღო და წარმოადგინა იგი სამ მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩვენ სულიერ განვითარებაში. მისი წიგნის სახელწოდებაა „იჯექი, იარე, ადექი!“ და „ჯდომა“ გულისხმობს მსგავსებას = ჩვენ სტატუსს ქრისტეში:
„აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში“.
ეფესელთა 2:6
რამოდენიმე წლის წინ, ადამიანი, რომელიც ბოროტით შეპყრობილი იყო, იმდენად ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ მისი ცხვირი ჩემ ცხვირს შეეხო. ჩვენს შორის შედგა საუბარი, იგი მაგინებდა და მწყევლიდა და თქვა, რომ მე ეშმაკისეული ადამიანი ვიყავი. რადგანაც ვაცნობიერებ, ვინ ვარ ქრისტეში, მე შევძელი მშვიდად მესაუბრა ბოროტ სულთან და ვუთხარი: „შენ იცი ვინ ვარ. შენ იცი, რომ მე ქრისტეში ვარ და არაფრის გაკეთება შეგიძლია ამასთან დაკავშირებით!“ 
ეს ადამიანი ყვიროდა, იქნევდა ხელებს ისე, რომ სათვალე ქვაფენილზე დამივარდა, შემდეგ კი, ეს ადამიანი გაიქცა. მე უვნებელი ვიყავი და ჩემი სათვალეც გადარჩა. ეს არ გახლდათ სასიამოვნო გამოცდილება, თუმცა სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ თუმცა ბოროტი სულები „მატყუარები“ არიან მათი „მამის“ მსგავსად (2) მათ იციან რა არის სიმართლე, როდესაც ჭეშმარიტებით შეეწინააღმდეგები. როდესაც ვაცნობიერებთ ვინ ვართ ქრისტეში, შევძლებთ იმის გაკეთებას, რისკენაც იაკობი მოგვიწოდებს:
„ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“.
იაკობი 4:7
„ციური მანნა“ დღეისათვის:
იესო არის ჭეშმარიტება და იგი უფრო ძლიერია ვიდრე „სიცრუის მამა“ (2)
------------------------------------------
(1) თუ წაიკითხავთ ეფესელთა 1:1-14, გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ რამდენჯერ წერს პავლე „ქრისტეში“, „მასში“...
(2) როდესაც იგი (ეშმაკი) იტყუება, საუბრობს თავის მშობლიურ ენაზე, რადგანაც იგი არის მატყუარა და სიცრუის მამა.
იოანე 8:44

lørdag 7. april 2018

იცხოვრო აღდგომის ცხოვრებით

რადგანაც ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ სააღდგომო განწყობა აქვს, მინდა დავსვა შეკითხვა:
„ოდესმე გიფიქრიათ სულიწმიდის როლზე იესო ქრისტეს აღდგომაში?“
ეს შეკითხვა ბიბლიის შესწავლის დროს რომ დამესვა, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი უპასუხებდა „დიახ!“ - და თუ თქვენ თვალს ადევნებთ ამ ბლოგს გარკვეული ხნის მანძილზე, გეცოდინებათ, რომ სულიწმიდა არის სიცოცხლის მიმნიჭებელი. სამყაროს შექმნის ისტორია მოგვითხრობს რომ ღმერთმა შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა და ადამს შესძინა სიცოცხლე (1) ხოლო თუ თქვენ დადიხართ „ხსნის არმიაში“, სავარაუდოდ აღიარებთ, რომ გწამთ სულიწმიდით განახლება. (2)

პავლე ბევრს ლოცულობდა ეფესელთათვის, და ერთი ლოცვისას მან თქვა: რომ შესაძლოა იცოდეთ, რომ 
„განუზომელია მისი ძალის სიდიადე... რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა...“
ეფესელთა 1:19-20
იესომ ნათლად განაცხადა, რომ ეს ძალა არის სულიწმიდა (3). ამგვარად, როდესაც ხვალ მე მივესალმები ადამიანებს გამოთქმით“ „ქრისტე აღსდგა!“, მე ასევე მწამს საიდუმლოება, რომ ძალა, რომელმაც აღადგინა მკვდრეთით, ჩემთვისაა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მე, როგორც მორწმუნე ვცხოვრობ აღდგომის ცხოვრებით, იმისდა მიუხედავად, როგორ ვცხოვრობ ამ დედამიწაზე, ეს ხდება მნიშვნელოვანი სულიწმიდის ძღვენების უწყვეტი გახსნისთვის.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
იცხოვრო აღდგომის ცხოვრებით, ნიშნავს დაეყრდნო სულიწმიდის ძალას
----------------------------
(1) დაბადება 2:7
(2) „ჩვენ გვწამს, რომ ხსნისათვის აუცილებელია ღვთის წინაშე სინანული, უფალი იესო ქრისტეს რწმენა და სულიწმიდის მიერ განახლება“- „ხსნის არმიის“ მეშვიდე დოქტრინა
(3) საქმეები 1:8