lørdag 9. juni 2018

ვისწავლოთ როგორ ვიაროთ

მე მიყვარს ფეხით გადაადგილება. შესაბამისად, მანქანის ტარების ნაცვლად, მომწონს ფეხით სიარული. გარდა ამისა, როდესაც დავრბივარ კიდეც, სარგებლობა გახლავთ ის, რომ ვინარჩუნებ ჯანმრთელობას. პრინციპები იგივეა უფლის სამეფოსთან მიმართებაში.

ეფესელთა მიმართ პავლეს პირველი წერილის პირველი სამი თავი, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქრისტეში ჩემს სტატუსსა თუ პოზიციაზე. პავლეს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ მის მკითხველებს გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიცია. როდესაც ვიცი სად „ვზივარ“, მზად ვარ ავდგე და დავიწყო სიარული:

ამიტომ გემუდარებით, მე პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს....
ეფესელთა 4:1
სიტყვა, რომელსაც პავლე იყენებს, ბერძნულად ნიშნავს „სიარულს“. თუმცა, შესაძლოა, მისი გამოყენება „ცხოვრების“ მნიშვნელობითაც, რომლის გამოყენებასაც აღნიშნულ მუხლში ბიბლიის ბევრი მთარგმნელი ამჯობინებს.

„ცხოვრებასა“ და „სიარულს“ შორის არაერთი მსგავსებაა. მე ვცხოვრობ, რადგანაც ცოცხალი ვარ. მე არ ვეუბნები ჩემ გულს იფეთქოს, ან ფილტვებს - ისუნთქონ, ყოველივე ეს ნაწილია იმისა, რომ ცოცხალი ვარ. ისევე როგორც, როდესაც სიარული ვისწავლე, არ იყო საჭირო მეფიქრა როგორ ავმდგარიყავი და როგორ დამეწყო ფეხების მოძრაობა სწორად, რათა დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავი. საჭიროა, მხოლოდ ვიცოდე სად მივდივარ, რადგანაც „სიარულის ხელოვნება“ ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

როდესაც პავლე მემუდარება ვიარო და ღირსეულად ვიცხოვრო იმ მოწოდებით, რომელიც მივიღე, იგი კვლავ მიჩვენებს როგორი უნდა იყოს ეს ყოველივე. როდესაც ამას კითხულობთ, დაინახავთ, რომ იგი ადგენს იესოს თვისებათა ნუსხას. ეს ყოველივე ნიშნავს იარო იესოს მსგავსად სამყაროში დღეს. ეს გახლავთ ნორმალური ქრისტიანული ცხოვრება (1). მის გარეშე შეუძლებელია, ისევე როგორც თავად არ იმოქმედებს ჩვენ გარეშე. როდესაც ჩვენ მსგავსი სახით სიარულს ვიწყებთ, ეს ხდება ჩვენი შემადგენელი ნაწილი - ვაკეთებთ ამას ისე, რომ არც კი ვფიქრობთ, ან ვერც კი ვაცნობიერებთ (2). ჩვენ ვიმსჯელებთ ამ თვისებათაგან რამოდენიმეზე შემდგომ კვირებში.

„ციური მანნა“ დღეისთვის:

ვისწავლოთ როგორ ვიაროთ - ქრისტეს მსგავსად
------------------------------------------
(1) „ნორმალური ქრისტიანული ცხოვრება “უოთჩმენ ნის - „იჯექი, იარე, ადექი!“ წიგნის ავტორის კიდევ ერთი წიგნი გახლავთ. ნის წიგნებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემ პირად სულიერ ცხოვრებაზე.

(2) „მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?... მათე 25:37-40

Ingen kommentarer: