Viser innlegg med etiketten 1 იოანე. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten 1 იოანე. Vis alle innlegg

lørdag 9. juni 2018

ვისწავლოთ როგორ ვიაროთ

მე მიყვარს ფეხით გადაადგილება. შესაბამისად, მანქანის ტარების ნაცვლად, მომწონს ფეხით სიარული. გარდა ამისა, როდესაც დავრბივარ კიდეც, სარგებლობა გახლავთ ის, რომ ვინარჩუნებ ჯანმრთელობას. პრინციპები იგივეა უფლის სამეფოსთან მიმართებაში.

ეფესელთა მიმართ პავლეს პირველი წერილის პირველი სამი თავი, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქრისტეში ჩემს სტატუსსა თუ პოზიციაზე. პავლეს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ მის მკითხველებს გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიცია. როდესაც ვიცი სად „ვზივარ“, მზად ვარ ავდგე და დავიწყო სიარული:

ამიტომ გემუდარებით, მე პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს....
ეფესელთა 4:1
სიტყვა, რომელსაც პავლე იყენებს, ბერძნულად ნიშნავს „სიარულს“. თუმცა, შესაძლოა, მისი გამოყენება „ცხოვრების“ მნიშვნელობითაც, რომლის გამოყენებასაც აღნიშნულ მუხლში ბიბლიის ბევრი მთარგმნელი ამჯობინებს.

„ცხოვრებასა“ და „სიარულს“ შორის არაერთი მსგავსებაა. მე ვცხოვრობ, რადგანაც ცოცხალი ვარ. მე არ ვეუბნები ჩემ გულს იფეთქოს, ან ფილტვებს - ისუნთქონ, ყოველივე ეს ნაწილია იმისა, რომ ცოცხალი ვარ. ისევე როგორც, როდესაც სიარული ვისწავლე, არ იყო საჭირო მეფიქრა როგორ ავმდგარიყავი და როგორ დამეწყო ფეხების მოძრაობა სწორად, რათა დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავი. საჭიროა, მხოლოდ ვიცოდე სად მივდივარ, რადგანაც „სიარულის ხელოვნება“ ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

როდესაც პავლე მემუდარება ვიარო და ღირსეულად ვიცხოვრო იმ მოწოდებით, რომელიც მივიღე, იგი კვლავ მიჩვენებს როგორი უნდა იყოს ეს ყოველივე. როდესაც ამას კითხულობთ, დაინახავთ, რომ იგი ადგენს იესოს თვისებათა ნუსხას. ეს ყოველივე ნიშნავს იარო იესოს მსგავსად სამყაროში დღეს. ეს გახლავთ ნორმალური ქრისტიანული ცხოვრება (1). მის გარეშე შეუძლებელია, ისევე როგორც თავად არ იმოქმედებს ჩვენ გარეშე. როდესაც ჩვენ მსგავსი სახით სიარულს ვიწყებთ, ეს ხდება ჩვენი შემადგენელი ნაწილი - ვაკეთებთ ამას ისე, რომ არც კი ვფიქრობთ, ან ვერც კი ვაცნობიერებთ (2). ჩვენ ვიმსჯელებთ ამ თვისებათაგან რამოდენიმეზე შემდგომ კვირებში.

„ციური მანნა“ დღეისთვის:

ვისწავლოთ როგორ ვიაროთ - ქრისტეს მსგავსად
------------------------------------------
(1) „ნორმალური ქრისტიანული ცხოვრება “უოთჩმენ ნის - „იჯექი, იარე, ადექი!“ წიგნის ავტორის კიდევ ერთი წიგნი გახლავთ. ნის წიგნებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემ პირად სულიერ ცხოვრებაზე.

(2) „მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?... მათე 25:37-40

lørdag 3. februar 2018

ახალი პარამეტრები ჩემს იდენტურობაში

გასულ კვირას მე ვწერდი, რომ მორწმუნეებმა სულთმოფენობის დღეს მიიღეს ახალი იდენტურობა. მე არ ვუხვევ ამ დებულებიდან, არამედ უფრო ნათლად მწამს, რომ ისინი გარდაიქმნენ ღმერთის თავდაპირველ სახებად, რომლითაც უფალმა ადამი და ევა შექმნა. როდესაც შეეძინათ პირმშო, დაცემის შემდეგ, იგი იყო „ადამის მსგავსი“ (1).

ისტორიაში, თუ რა მოხდა „მესამე მოძრაობაში“, მე ვკითხულობ, რომ ხმა, რომელმაც დაუბერა ძლიერი ქარის მსგავსად, მოვიდა ზეციდან და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ:
„და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს“
საქმეები 2:3
ძალიან ადვილია ყურადღება გაამახვილო ცეცხლზე ამ ისტორიაში, და მე მჯერა, რომ ცეცხლი მნიშვნელოვანია. თუმცა, იდენტურობის პერსპექტივაში, მე მწამს, რომ ცეცხლის ენები, როგორც სალაპარაკო ენა თანაბრად გადამწყვეტია. მე არ შევეხები ენებზე საუბრის „ფიზიკურ ქმედებას“ (2), არამედ სიყვარულის უნიკალურ ენას, რომელიც აკავშირებს მორწმუნეებს ენობრივი ბარიერებისა და გეოგრაფიული საზღვრების მიღმა.

როდესაც ქრისტეში ჩემი იდენტურობა მოიცავს ამ ენას, მამოძრავებელი ძალა არასოდეს გაჩერდება, რადგანაც სიყვარული მამოძრავებს. ეს „დრაივი“ არ არის მოვალეობა, არამედ პასუხი. მე მიყვარს, რადგანაც მე ვუყვარვარ გაცილებით დიდი სიყვარულით - თავად ღმერთს (3). პავლე ამას გადმოსცემს შემდეგი სიტყვებით:
„ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი“.
2 კორ. 5:14
„ციური მანნა“ დღეისათვის
როდესაც სიყვარული ძლიერია, მე ვმოძრაობ საპასუხოდ!
------------------------------------------
(1) იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი და შვა თავის მსგავსად, თავის ხატად, და უწოდა მას სახელად შეთი. დაბადება 5:3
(2) ენებზე საუბარი, ისევე როგორც არსებულ ენაზე საუბარი ან ანგელოზის ენაზე, შეიძლება იყოს შედეგი; თუმცა, თავისთავად ეს არ არის მიზანი. პირადად მე, ლოცვის დროს ხშირად ვსაუბრობ ენებზე. ეს არის ჩემი სული, რომელიც საუბრობს ღმერთის სულთან ერთად სიყვარულით.
(3) ღმერთი სიყვარულია. 1 იოანე 4:8ბ

lørdag 6. januar 2018

განაგრძეთ მოძრაობა!

ჩვენ ახლახან კვლავ შევიცვალეთ ადგილი. ამჯერად შორს არ წავსულვართ. ჩვენი ახალი ბინა დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაცილებული იმ ადგილიდან, სადაც უკანასკნელი 2,5 წელი ვცხოვრობდით. გარდა ამისა, მე ოფისიც შევიცვალე - ჩემი ნივთები დერეფნის მეორე მხარეს გადავიტანე. მე ვმოძრაობ იმ მოძრაობების გამო, რომელიც ჩვენს მოძრაობაში მიმდინარეობს. ქრისტიანობა არ არის რელიგია; ეს არის სვლა, მოძრაობა. ამიტომაც, „ხსნის არმია“ არის პირველი და უმთავრესი მოძრაობა, რომელიც აამოქმედებს ადამიანებს.

ჩვენ ვიცით, რომ სამყაროში არის მოძრაობა; რაც მოძრაობს, სხვა საგნითაა ამოძრავებული; ეს სხვა ნივთიც სხვა რამით უნდა ამოძრავდეს. თომა აკვინელმა (1) ეს განავითარა თავის ერთ-ერთ ფილოსოფიურ არგუმენტში ღმერთის არსებობის შესახებ. რადგანაც დაიწყო მოძრაობა, უნდა ყოფილიყო „პირველი მამოძრავებელი ძალა“ და აკვინელისთვის ეს „პირველი მამოძრავებელი ძალა“ ღმერთია. რადგანაც ღმერთი უსასრულოა, აკვინელი მიიჩნევს მას „უძრავ მამოძრავებელ ძალად“.

ამრიგად, ავირჩიეთ რა, ლათინური სიტყვა ‘Momentum’, როგორც ჩვენი ეპიგრაფი, მან უნდა შეგვახსენოს, რომ ქრისტიანებმა უნდა იმოძრაონ პირველი მამოძრავებელი ძალის მოტივაციიით - ყოველ დღე! რას ნიშნავს ეს პრაქტიკული კუთხით, მე განვავითარებ ჩემს ბლოგზე კვირაში ერთხელ.

მაშ, როგორ დაიწყო?

შექმნის ისტორია მოგვითხრობს, რომ დედამიწა იყო უსახურ-უდაბური და ბნელი.
და თქვა ღმერთმა. „იყოს ნათელი!“, და იქმნა ნათელი.
დაბადება 1:3
როგორი მოძრაობაა! ეს არ გახლდათ მზის შექმნა. ამ დროს ღმერთმა საკუთარი თავი ქმნილების შუაში ჩააყენა. პირველი მოძრაობა დაიწყო. იოანე აჯამებს ამას თავის წერილებში. „ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში“ (2), სახარების შესავალში კი, სადაც აღწერდა „სიტყვის“ მოვლინებას, იგი წერდა: მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი (3).

„ციური მანნა“ დღეისათვის
დაე, ვიცხოვროთ, ვიძვრათ და საკუთარი თავი გადავცეთ პირველი მამოძრავებელი ძალის ნათელსა და სიცოცხლეში. (4)
--------------------------------
(1) თომა აკვინელი იყო იტალიელი დომინიკელი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა 1225-1274 წლებში.
(2) 1 იოანე 1:5
(3) იოანე 1:4
(4) საქმეები 17:28