Viser innlegg med etiketten იერემია. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten იერემია. Vis alle innlegg

lørdag 16. februar 2019

ცნობისმოყვარეობამ მოახდინა გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?

ღმერთის „ახლა“-ზე ფიქრისას, მე მივუახლოვდი იმ მომენტს, როდესაც იესომ თქვა: „ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა“. ეს მან განაცხადა მისი ძმების პასუხად, როდესაც ძმები არწმუნებდნენ წასულიყო იუდეაში კარვობის დღესასწაულზე (1). იესომ უთხრა ძმებს, რომ მათ შეეძლოთ წასულიყვნენ. ისინი წავიდნენ დღესასწაულზე, იესო კი დარჩა გალილეაში, და ამბავი გრძელდება:
„მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.“
იოანე
7:10
მაშ, რამ შეაცვლევინა იესოს გადაწყვეტილება? ამჯერად რამ მოახდინა გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?
ვფიქრობ, პასუხს ვიპოვნით შემდეგ მუხლში:

იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, 

ის სად არისო?
თითქოს იუდეველი ლიდერები ეძებდნენ მას ცუდი განზრახვით, თუმცა დღესასწაულზე მყოფი ადამიანები „ეძებდნენ“ მას, რადგანაც „ამბობდნენ კეთილიაო“ (მ.12).

როდესაც იერემიამ ტყვეობაში მყოფ ღმერთის რჩეულ ხალხს გაუზიარა სიტყვა მომავალსა და იმედზე, მან ასევე გააჟღერა დაპირება:

“ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, როცა მთელი გულით მომძებნით. თავს გაპოვნინებთ“
იერემია
29:13-14
როდესაც ადამიანები გულით მიძღვნილნი და წრფელნი არიან ღმერთის ძიებაში, მე მწამს, რომ ისინი გავლენას მოახდენენ ღმერთის „ახლა“-ზე. მე მწამს, რომ იგი უკვე იქაა, „მაგრამ ფარულად“!

„ციური მანნა“ დღეისათვის

ღმერთი იქაა სადაც თქვენ ხართ - ფარულად
-------------------------------------------
(1) იოანე 7:1-13

lørdag 13. oktober 2018

რა კვდება ბოლოს...

მე ბევრჯერ მსმენია ეს ფრაზა. თუმცა, მოლდოვაში იმ პატიმრებთან შეხვედრისას, რომლებიც სამუდამო სასჯელს იხდიან, ამ ფრაზამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა - ქვეყანაში, სადაც „სამუდამო პატიმრობა“ პირდაპირი მნიშვნელობით არის განაჩენი დარჩენილი ცხოვრებისათვის.

როდესაც საკანში მყოფთ ვესაუბრებოდი, ვუთხარი: „მე თქვენ თვალებში იმედს ვხედავ, არასოდეს დაკარგოთ იმედი!“. რამოდენიმე მათგანი მაშინვე გამომეხმაურა: „იმედი ბოლოს კვდება!“

მე ასევე შევიტყვე, რომ ბევრ მათგანს გაზიარებული ჰქონდა ის „ერთი იმედი“ რომელშიც მე ხსნა ვპოვე. ჩვენ „ერთ სხეულში“ ვართ:

„ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით.“
ეფესელთა 4:4
სამყაროში მრავალგვარი იმედი არსებობს და ეს შესაძლოა იყოს რაღაც უკეთესის გაურკვეველი მოლოდინი. სულიერ ქრისტიანულ კონტექსტში, რეალურად არსებობს ერთი იმედი. ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ არ უნდა ვისწრაფოთ საუკეთესოსკენ ჩვენ საზოგადოებაში, ქალაქში და ქვეყანაში - პირიქით, ეს ჩვენი მოწოდებაა: „მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისათვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.“ (იერემია 29:7). ეს კი 100% ესადაგება ჩვენს -„ხსნის არმიის“ ხედვასა და კონცეფციას - „ხსნა ორივე სამყაროსათვის“. თუმცაღა, ხსნა ამ სამყაროში ეფუძნება ერთ იმედს.
პავლეს აზრით, იმედი არის ის, რაც რჩება ყოველთვის და მარადიული მომავლის სინონიმია.
„ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი.“
რომაელთა 8:24
პავლესთვის ქრისტეს მიღმა ხსნა არ არსებობს. ამგვარად, ერთი იმედი ასევე მხოლოდ ქრისტეს სინონიმია.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
გაერთიანებულნი ქრისტეში ერთი იმედით.
-----------------------------