Viser innlegg med etiketten ესაია. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten ესაია. Vis alle innlegg

lørdag 16. mars 2019

დაკავებული სხვებისთვის

ბოლო ათი კვირის განმავლობაში მე ყურადღებას ვამახვილებდი მოწოდებაზე „იყავი მზად“, რაც გახლავთ გენერალ ბრაიან ფედლის „მისიისკენ მოწოდების“ პირველი ნაწილი (1). დღეს მე ვიწყებ მოწოდებას „იყავი დაკავებული“ (2)

გთავაზობთ რამოდენიმე არჩეულ ციტატას:

„თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი
და ჩემი მსახურნი, რომელნიც მე ავირჩიე...“
ესაია 
43:10

„ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი...“ ამბობს იესო
მათე 
18:19

„... არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ, ის რაც გვიხილავს და მოგვისმენია.“ ამბობს პეტრე
საქმეები 
4:20

სული და სასძლო ამბობენ „მოდი!“ გამგონემაც თქვას „მოდი!“ ამბობს იოანე
გამოცხადება 
22:17

„მე ძალისხმევას არ დავიშურებ ვაჩვენო, რომ ქრისტიანობა არის არსებითად სოციალური რელიგია; და მისი ერთადერთ რელიგიად გადაქცევა, ჭეშმარიტად მის ნგრევას გამოიწვევს“ ამბობს ჯონ უესლი (3)

„სხვები“ ამბობს უილიამ ბუთი - და ამით ყველაფერია ნათქვამი.

დაგენსის „ციური მანნა“:

ხსნილი ხსნისათვის & ხსნილი მსახურებისათვის
---------------------------------
(1) „მისიისკენ მოწოდების“

(2) მოწოდება მსახურებისაკენ: სხვების მიმართ მსახურება უნდა იყოს ჩვენი მისიის პრიორიტეტი. ჩვენ უნდა დავაფასოთ ოფიცრობა, ადგილობრივი ოფიცრობა, ჯარისკაცობა, მეგობრობა და უმცროსი ჯარისკაცობა, გავაცნობიერებთ რა, რომ „ხსნის არმიის“ ბევრი თანამშრომელი და მოხალისე არის მნიშვნელოვანი ჩვენი დავალების შესასრულებლად.

მოწოდება თაყვანისცემისკენ: ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ღმერთის გამომსყიდველობითი სიყვარული ჩვენი თაყვანისცემის მეშვეობით, კულტურულად შესაბამისი გზების ძიებით, რათა ერთად შევიკრიბოთ და თაყვანი ვცეთ და მადლობა მივუძღვნათ ღმერთს როდესაც მივდივართ და ვესალმებით ხალხს.

მოწოდება სახარების მიმართ ერთგულებისადმი: როდესაც ჩვენ სახარების კეთილ უწყებას ვუზიარებთ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ მისი ძალა ხსნისა და ტრანსფორმაციისადმი. სულიწმიდის ძალის მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ გათავისუფლდნენ ყველაფრისაგან, რაც აკავებთ მათ ღმერთისგან ბოძებულ პოტენციალთან მიახლოებას.

(3) „არა სიწმიდე, არამედ სოციალური სიწმიდე“ წიგნიდან „ჩვენი უფლის ქადაგება მთაზე“ IV – ქადაგება XIX – „უესლის სტანდარტული ქადაგებები“ ტომი I - Francis Asbury Press - გრანდ რაფიდსი - 1955 წელი, გვ. 382

* სურათი წინა გვერდზე ჰაროლდ ჰილსის წიგნიდან - რეკომენდირებულია

lørdag 13. januar 2018

ახალი მოძრაობა!

ძველი აღთქმისეული ისტორიების კითხვისას, არ არის რთული დავინახოთ, როგორ მოქმედებს უფალი რჩეულ ერში და მათი მეშვეობით, და როგორ გამოუვლენს მათ საკუთარ გეგმებს. ებრაელთა მიმართ წერილის ავტორმა, ყურადღება გაამახვილა და აღწერა ეს ყოველივე შემდეგნაირად:
„ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებაში. ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, რიმლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი“.
ებრაელთა 1:1-2
რწმენა იმისა, რომ ქრისტე სუფევდა ღმერთში - „პირველ მამოძრავებელ ძალაში“ - როდესაც შექმნა საყარო, გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი „გზის“ პირველ მიმდევართათვის, რომელთაც მოგვიანებით ქრისტიანები ეწოდათ. როდესაც ღმერთი იქცა ხორცად, მისი თანდასწრება და ამოცნობა გახდა კიდევ უფრო აშკარა. ღმერთი არ იყო მხოლოდ დისტანციური შემომქმედი, არამედ ცხოვრობდა ჩვეულებრივ ადამიანთა შორის, „ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა“ (1).

წინასწარმეტყველებმა იხილეს, რომ ეს ყოველივე მოხდებოდა, ესაიამ კი, ამგვარად აღწერა:
„რადგან განდიდებული და ამღლებული
ამბობს ასე,
მარადმყოფი და რომლის სახელი წმიდაა:
„მაღალ და წმიდა ადგილზე ვდგავარ მე,
მაგრამ შემუსვრილთან და სულით
თვინიერთან,
რათა გამოაცოცხლოს თვინიერთა სული,
და გამოაცოცხლოს შემუსვრილთა გული“.

ესაია 57:15
მაშასადამე, იესო ქრისტეს შობა იმდენად არსებითია ქრისტიანული რწმენისთვის და ღმერთის ხსნის გეგმის მამოძრავებელი ძალისთვის. ხორცშესხმით პირველი მამოძრავებელი ძალა თავის ქმნილებას ახალ მოძრაობას აძლევს. იესოს უკანასკნელ სიტყვათაგან იყო შემდეგიც: „წადით ამიტომაც...“ 

- თუ ჩვენ არ ვაცნობიერებთ ხორცშესხმის საიდუმლოს, მაგრამ მაინც გვსურს ვაკეთოთ ის, რაც მისი ნებაა, ჩვენ სავარაუდოდ უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ ჩართული პარკირების მუხრუჭით. უფრო დაწვრილებით ინკარნაციის შესახებ იხილეთ მომავალ კვირაში წერილში - „მესამე მოძრაობა“.

„ციური მანნა“ დღეისათვის
მე ვმოძრაობ, რადგან იგი ჩემთანაა დღენიადაგ (1)
-------------------------------
(1) ებრაელთა 4:15ბ
(2) მათე 28:20