„რომელია საუკეთესო გუნდი?“, მამაჩემმა ჰკითხა თავის ერთ-ერთ შვილიშვილს. რასაკვირველია 10 წლისამ უპასუხა „ვიკინგი“ - ადგილობრივი გუნდი. ბიჭუნამ მოაყოლა ხანგრძლივი განმარტება და ურყევი არგუმენტები იმის შესახებ, რატომ არის „ვიკინგი“ გაცილებით უკეთესი, ვიდრე სტუმრები. „მაშინ შენ შეგიძლია უგულშემატკივრო „ვიკინგებს“, ხოლო მე ვუგულშემატკივრებ სტუმრებს“ თქვა ბაბუამ და ისინი გაემართნენ მატჩის საყურებლად. „რატომ“ იყო შვილიშვილის შეწუხებული პასუხი. „რადგანაც ყველაზე სუსტ გუნდსაც ჭირდება გულშემატკივრობა!“, უპასუხა ბაბუამ.
ეს იყო „თვალის ჩაკვრით“ ნათქვამი, თუმცა ასევე აღწერს მამაჩემის ძირითად დამოკიდებულებასა და ფასეულობებს: იგი ყოველთვის სუსტის მხარეს იჭერდა.
როდესაც იესო ჯვარზე აღესრულა, იგი ფაქტიურად ყველაზე სუსტი გუნდის „მხარეს“ იყო, სადაც ორივე მხარეს იყო აჯანყება. თუმცა იგი ასევე ყველაზე სუსტი გუნდისთვის აღესრულა:
მაშინ ჩვენ ვგულშემატკივრობთ არა მხოლოდ ყველაზე სუსტ გუნდს - ჩვენ ვხდებით ყველაზე სუსტი გუნდის ნაწილი - მოწყვლადი, როგორიც იესო გახდა, მაგრამ ჩვენ ამავე დროს ვხდებით გამარჯვებულნი!
„ციური მანნა“ დღეისათვის:
-----------------------------------------
(1) „მოწოდება ღირებული თანაგრძნობისკენ“ არის მეორე მოწოდება პასუხისმგებლობის აღებისაკენ, გენერალ ფედლის „მოწოდება მისიისაკენ“.
(2) 2 კორინთელთა 12:9

"მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.ეს განაცხადი იყო იესოს პასუხი ფარისევლებისადმი, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ რომ იგი ჭამდა მებაჟეებთან და ცოდვილებთან. თუ „ხსნის არმია“ აღარ იქნება სუსტების გვერდით, ჩვენი მოწოდების მნიშვნელოვან ნაწილს დავკარგავთ. სწორედ ამიტომ შეგვახსენებს გენერალი ფედლი ავიღოთ პასუხისმგებლობა. ეს მოიცავს „ღირებულ თანაგრძნობას“ სუსტებისადმი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ სხვები, ვეძიოთ სამართლიანობა, გამოვიჩინოთ სულგრძელობა და მონაწილეობა მივიღოთ გამომსყიდველ ქმედებებში (1). როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას, რას ნიშნავს „წყალობა მსურს და არა მსხვერპლი“.
მათე 9:12-13
მაშინ ჩვენ ვგულშემატკივრობთ არა მხოლოდ ყველაზე სუსტ გუნდს - ჩვენ ვხდებით ყველაზე სუსტი გუნდის ნაწილი - მოწყვლადი, როგორიც იესო გახდა, მაგრამ ჩვენ ამავე დროს ვხდებით გამარჯვებულნი!
„ციური მანნა“ დღეისათვის:
„საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. (2)გილოცავთ აღდგომას!
-----------------------------------------
(1) „მოწოდება ღირებული თანაგრძნობისკენ“ არის მეორე მოწოდება პასუხისმგებლობის აღებისაკენ, გენერალ ფედლის „მოწოდება მისიისაკენ“.
(2) 2 კორინთელთა 12:9
Ingen kommentarer:
Legg inn en kommentar