lørdag 27. januar 2018

ვინ ვარ მე?

საშობაოდ მე მივიღე ძალიან კარგი წიგნი. ავტორი შვედეთიდანაა, და იგი წერს ღრმა წიგნებს ქრისტიანულ საკითხებზე. მრავალი წლის მანძილზე იგი ქადაგებდა კონფერენციებზე სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის. იგი წერს, რომ ლოცულობდა ადამიანებისათვის მრავალი წელი. თუმცაღა, როდესაც ათობით წლის წინ ჰკითხა ხალხს, რატომ გამოდიან წინ სალოცავად, უმეტესობამ უპასუხა:
რადგან არ ვიცი ვინ ვარ მე!
მესამე მოძრაობის ერთ-ერთი შედეგი, სულთმოფენობის დღეს სულიწმიდის გარდამოსვლისას იყო ის, რომ მორწმუნეებმა მიიღეს ახალი დამახასიათებელი თვისებები. მოულოდნელად, მათ გააცნობიერეს, რომ არა მარტო ხსნა აქვთ ქრისტეში, არამედ ამიერიდან ქრისტეს სული მკვიდრდება მათში. მორწმუნეები გახდნენ ქრისტეს სხეულნი. ზეციური პური ამიერიდან აღარ იყო შემოფარგლული ერთი პურით. სულთმოფენობის დღეს ეს პური თავდაპირველად 120 ნაწილად დაიმტვრა, რამოდენიმე საათში კი, 3000 ნაწილად.

პავლე ამას მშვენივრად გადმოსცემს:
„რადგან, როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს, და სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად - იუდეველები თუ ელინები, მონები თუ თავისუფლები, და ყველას ერთი სული გვისვამს.“
1 კორ. 12:12-14
როდესაც ვიცით ჩვენი მახასიათებელი თვისებების ამ ნაწილის შესახებ, ზეციური პურის გატეხვა ჩვენს სამყაროში გაგრძელდება, ვავრცელებთ რა უფლის იდენტურობას, როგორც ცოცხალი საიდუმლოებისა მთელს სამყაროში 2018 წელს. ვაგრძელებთ რა, ამ გზაზე მოძრაობას, ღმერთის მოტივაციით. ღმერთის ძალის იმპულსი შენარჩუნებულ იქნება. ეს არის ჩვენი დამატებითი მახასიათებელი თვისება, რომელიც შეგვაძლებინებს ვიმოძრაოთ - თქვენ ამის შესახებ მომავალ ბლოგში წაიკითხავთ.

„ციური მანნა“ დღეისათვის
მე ვმოძრაობ როგორც ქრისტეს გატეხილი პური
-----------------------------------------------

Ingen kommentarer: