ვლადი |
„რადგანაც მე ვიცი რა არის ბოროტი და ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო, მწამდა. რომ სადღაც უნდა არსებულიყო სამოთხე და კეთილი ღმერთი. მე ვეძებდი და ვიპოვნე იგი!“
ზოგიერთი ადამიანი გამოცდის ჯოჯოხეთს დედამიწაზე. მე ეს გამახსენდა კიდევ ერთხელ, როდესაც მოლდოვაში შევხვდი პატიმრებს, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ერთ-ერთი მათგანი, ვლადი, გახდა „ხსნის არმიის“ მეგობარი და მან მომცა ნახატი, რომელმაც დამაფიქრა ვილის დამოწმებაზე.
ზოგიერთი ადამიანი გამოცდის ჯოჯოხეთს დედამიწაზე. მე ეს გამახსენდა კიდევ ერთხელ, როდესაც მოლდოვაში შევხვდი პატიმრებს, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ერთ-ერთი მათგანი, ვლადი, გახდა „ხსნის არმიის“ მეგობარი და მან მომცა ნახატი, რომელმაც დამაფიქრა ვილის დამოწმებაზე.
ვლადის ფერწერა |
ვლადი ეძიებდა ღმერთს იესო ქრისტეს მეშვეობით, მან იპოვნა იგი, როდესაც „ჯოჯოხეთში“ იყო. ბევრ მის მეგობარსაც იგივე გამოცდილება აქვს.
ვიღაც ზრუნავდა და ვიღაც ზრუნავს. გასულ კვირაში მე ვწერდი, რომ ზრუნვა ზემოქმედებას ახდენს ღმერთის „ახლა“-ზე. ვლადმა იცის სად ცხოვრობს, და რომ ეს არ არის „ჯოჯოხეთი“, მიუხედავად იმისა, რომ პირობები მის გარშემო არ შეცვლილა. ვლადი ცხოვრობს ქრისტეში. სხვათა შორის, იგი დათანხმდა გამეზიარებინა თქვენთვის ეს ყოველივე და ციხის ხელმძღვანელობამ ნება დაგვრთო გადაგვეღო სურათები. ბევრი კეთილი ადამიანი მუშაობს ამ სისტემაში, რომლებიც ცდილობენ პატიმრებს გაუუმჯობესონ პირობები. არსებობს იმის იმედიც, რომ კანონში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სამუდამო პატიმრობაში მყოფ პატიმრებს საშუალება მიეცემათ გათავისუფლდნენ, სანამ ღმერთი წაიყვანს მათ სასუფეველში. ჩვენ მათთან ერთად ვლოცულობთ და ვიმედოვნებთ.
ამის გამოქვეყნებით მე იმედი მაქვს, რომ თუ თქვენ რთულ პერიოდს გადიხართ - შესაძლოა ამას „ჯოჯოხეთსაც“ კი უწოდებთ, იცოდეთ, რომ ყოველთვის არსებობს იმედი იესო ქრისტეში:
რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ? ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.„ციური მანნა“ დღეისათვის:
რომაელთა 8:24-27
ყოველთვის არსებობს იმედი!
Ingen kommentarer:
Legg inn en kommentar