თუ ჩემს ბლოგებს კითხულობდით გასული კვირეების განმავლობაში, გეცოდინებათ, რომ მე მწამს, პასუხი არის „დიახ“. სანამ მიზეზს აგიხსნიდეთ, მე მჯერა, რომ ყოველივეს, რაც იოანემ აარჩია, შეეტანა თავის სახარებაში, ჰქონდა მიზანი:
მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა, ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.იოანე 20:30-31
არაფერია დაწერილი შემთხვევით. იმ შემთხვევაშიც, თუ
გეჩვენებათ, რომ რაღაც უმნიშვნელო ინფორმაციაა, იგი შეიძლება იყოს იოანეს მხრიდან მკაცრად
რედაქტირებული მონათხრობი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმის გასაცნობიერებლად,
თუ ვინ არის იესო და რას ნიშნავს ხსნა.
იოანესთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩაეწერა, რომ ფილიპემ
და ანდრიამ იესოს უთხრეს რა უთხრეს მათ ბერძნებმა: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს“. იესო
თითქოს სწორედ ამას ელოდა. მან უპასუხა:
„დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა!“იოანე 12:23
ამ ამბავში არ არის მოთხრობილი იესოსა და ბერძნების
პირისპირ შეხვედრის ამბავი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინი იყვნენ იმ ადამიანთა შორის,
რომლებიც მოგვიანებით ამოწმებდნენ იესოს შესახებ.
ამგვარად, განცხადებამ „იესოს ნახვა გვსურს“, მოახდინა გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?
იესოს მიზანი იყო გაეზიარებინა, რომ სახარება ხელმისაწვდომია
„ნებისმიერისთვის“, არ არის შეზღუდული მხოლოდ ღმერთის რჩეული ერით, ბერძნები იყვნენ
წარმართების სინონიმი (1). როდესაც ხალხთა მასიდან გამოითქვა სურვილი ენახა „იესო“
- მე მწამს, რომ იესომ მიიღო ნიშანი „მისია შესრულებულია“ = „ღმერთის ახლა“ დადგა. ეს დადასტურდა ორი იუდეველის
მიერ = ფილიპემ და ანდრიამ, უთხრეს იესოს ბერძნების სურვილის შესახებ.
არაფერია, უფრო
ძლიერი დამაბრკოლებელი, რათა შევიგრძნოთ ღმერთის „ახლა“, ვიდრე რასიზმი. დღეისათვის, ეს „ჭირი“ გავლენას ახდენს, ისეთ საზოგადოებაზეც
კი, რომელიც ატარებს „ქრისტიანის“ სახელს. ქრისტიანისა და რასიზმის შერწყმა შეუძლებელია,
რადგანაც „ქრისტეში... აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი“ (2) - ჩვენ ადამიანები
ვართ.
„ციური მანნა“ დღეისათვის:
ქრისტეში ერთობა გავლენას ახდენს ღმერთის „ახლა“-ზე!
----------------------------------------
(1) პავლემ
გაგვიზიარა მისი მრწამსი: ქრისტეს სახარება „... ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის
გადასარჩენად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისა.“ რომაელთა 1:16
(2)
გალატელთა 3:28ა
Ingen kommentarer:
Legg inn en kommentar