ათი წლის წინ მე მიმიწვიეს ნორვეგიაში ახალგაზრდულ კონგრესზე ქადაგებისთვის. კონგრესის თემა იყო „ნოვატორული“ - და სამ შეხვედრაზე ქადაგებისას, გადავწვიტე მექადაგა ნოვატორულ რწმენაზე, იმედსა და სიყვარულზე. სტაინი, რომელიც პასუხისმგებელი იყო დარბაზის დეკორაციაზე, მკითხა ჩემი იდეების შესახებ, ხოლო მე შევთავაზე, რომ შეეძლო გამოეყენებინა სამი სიმბოლო: ჯვარი, ღუზა და გული - ამასთანავე, შევთავაზე, რომ შეეძლო თავისუფლად გამოეყენებინა, რასაც „სულიწმიდა უკარნახებდა“.
კონგრესამდე რამოდენიმე დღით ადრე, ვიგრძენი მტკიცე დარწმუნება, გამომეყენებინა ჭადრაკის თამაში, როგორც ქადაგებაზე დაფუძნებული ილუსტრაცია, ისე, რომ არ შემეცვალა ქადაგების შინაარსი. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ეს შთაგონება, უფრო ადრე მიმეღო, და სტაინისთვის მემცნო ამ ვარიანტის შესახებაც. ახლა კი, ძალიან გვიანი იყო.
როდესაც დარბაზში პირველ შეხვედრაზე შევედი, შიშისგან გავშეშდი, რადგანაც სცენა მორთული იყო დიდი ჭადრაკის დაფის ელემენტებით. როდესაც სტაინი ვნახე, ვკითხე „საიდან იცოდი?“ - მისი თვალები ცრემლებით აივსო, და თქვა: „ვიგრძენი, რომ სულიწმიდა მკარნახობდა!“
თუ გამოცდილ მოთამაშესთან ჭადრაკის თამაშის მოგება გსურს, საჭიროა არაპროგნოზირებადი ნაბიჯების გადადგმა. სულიერ ბრძოლაში, ჩვენ გავავლეთ პარალელები და აქედან გამომდინარე, სულიწმიდის გაძღოლა არის აუცილებელი. იესომ ამაზე ყურადღება გაამახვილა ნიკოდემოსთან საუბრისას:
„ციური მანნა“ დღეისათვის
* ეს ბლოგი გამოქვეყნებულია „ხსნის არმიის“ გენერალთან გამომშვიდობების დღეს და მიესალმება უმაღლეს საბჭოს, რომელიც მომავალ კვირაში აირჩევს შემდეგ გენერალს, რომელიც წარუძღვება ჩვენს მისიას. გთხოვთ ილოცეთ, რათა ყოველივე წარიმართოს ისე, როგორც სულიწმიდა გვკარნახობს!

„ქარი ქრის სადაც მოისურვებს, მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.“როდესაც სულიწმიდას მივცემთ საშუალებას გაგვიძღვეს, ეშმაკი შეშინებულია, რადგანაც ჩვენი ნაბიჯები არაპროგნოზირებადია. მან ეს საკუთარი გამოცდილებიდან იცის. მისი აზრით, მეფეთ-მეფის სიკვდილი კარგი ნაბიჯი იყო. თუმცა, ამით მან საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. რადგანაც მეფეთ-მეფემ დაამარცხა სიკვდილი, აღდგა მკვდრეთით და მოიტანა ახალი სიცოცხლე. თავისი სულიწმიდით, მეფეთ-მეფე გვაძლევს სიცოცხლეს ყველას, ვისაც მისი შვილობა სურს. ახლა, ეს შვილები მიმობნეულნი არის მსოფლიოს ჭადრაკის დაფაზე, რათა სიკეთით, არაპროგნოზირებადი ნებიჯებით დაამარცხონ ბოროტი.
იოანე 3:8
„ციური მანნა“ დღეისათვის
როგორც სულიწმიდა მიგვიძღვის!*-------------------------------------
* ეს ბლოგი გამოქვეყნებულია „ხსნის არმიის“ გენერალთან გამომშვიდობების დღეს და მიესალმება უმაღლეს საბჭოს, რომელიც მომავალ კვირაში აირჩევს შემდეგ გენერალს, რომელიც წარუძღვება ჩვენს მისიას. გთხოვთ ილოცეთ, რათა ყოველივე წარიმართოს ისე, როგორც სულიწმიდა გვკარნახობს!
Ingen kommentarer:
Legg inn en kommentar