lørdag 12. mai 2018

„ღმერთი ჩვენს გარეშე არ იქნება“

სათაური აღებულია წმ. ავგუსტინეს ცნობილი გამონათქვამის ბოლო ნაწილიდან:
„ღმერთის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ღმერთი ჩვენს გარეშე არ იქნება!“
აქ გახლავთ არსებითი ბიბლიური მხარდაჭერა გამონათქვამის პირველი ნაწილის მიმართ. იგავში ვენახის შესახებ იესომ ყურადღება გაამახვილა, ნაყოფის გამოღების მნიშვნელობაზე და განაცხადა:
„უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“
იოანე 15:5ბ
მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტინე მართალი იყო, უფალს სურს იმუშაოს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით (1). ბევრი წლის უკან მე მოვუსმინე ბილ ჰაიმსის ქადაგებას მოწოდების შესახებ „არც ერთი ქვა არ იტირებს ჩემ ადგილზე!“ - ადამიანი, რომელმაც საკუთარი ნიჭი და ყოველივე რაც გააჩნდა შესწირა ღმერთს, აქვს საიმედოობა, როდესაც იგი მსგავს განაცხადს აკეთებს (2). უილიამ ბუთსაც ჰქონდა მსგავსი დარწმუნება და მიძღვნა, სწორედ ამიტომ იგი იტყოდა: „მე ვარ ღმერთის ნაბიჯი!“.

როდესაც „ღმერთის ნაბიჯზე“ ვფიქრობ, პირველად ჩემს გონებაში ამოტივტივდება ჭადრაკის დაფის სურათი. 1974 წელს ოფიცერთა კოლეჯის პირველ წლის დროს, მეორე კურსის კადეტებმა „ჯვრის ჯარისკაცების“ სესიიდან მოამზადეს დრამა, რომელსაც წარმოადგენდნენ ხელდასმის ცერემონიალის დროს „როიალ ალბერტის დარბაზში“ დრამას ფონად დადებული ჰქონდა „წმინდა ომის“ (3) მუსიკა, რომელსაც უკრავდა „საერთაშორისო თანამშრომელთა ბენდი“, კადეტები ასახიერებდნენ ჭადრაკის თამაშს, მიმდინარეობდა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. წარმოდგენა ძალიან ძლიერი იყო, თუმცა, სულიერი ბრძოლა არ არის წარმოდგენა, ეს რეალობაა. ღმერთის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია, ღმერთი ჩვენს გარეშე არ იქნება. ჩვენ ვართ ღმერთის ნაბიჯი სამყაროში ჩვენს თანამედროვეობაში. ეს კი ნიშნავს ომს სიყვარულის იარაღით. ჯვრის გასაოცარი სილამაზე, დადასტურებაა იმისა, თუ როგორ ამარცხებს სიყვარული ბოროტს. ეს დამოწმება კვლავაც ღმერთის ნაბიჯის შინაარსია მიმდევრებში და მათი მეშვეობით 2000 წლის შემდეგ.

„ციური მანნა დღეისათვის:
ღმერთის ნაბიჯი, ყოველთვის სიყვარულის ნაბიჯი იქნება.
-------------------------------------
(1) იხილეთ: „რევოლუციური მესამე მოძრაობა“
(2) ბილ ჰაიმსი არის კომპოზიტორი და სიმღერების ავტორი. მისი სიმღერას „რაც გამაჩნია“ მღერიან მთელ მსოფლიოში.
(3) ბრასის-ენთუზიასტებს ეცოდინებათ რეი სტიდმან ალენის ეს ლამაზი და მშვიდობის მომტანი მუსიკა, რომელიც დაიწერა „ხსნის არმიის“ ასწლეულის დღესასწაულისთვის 1965 წელს.

Ingen kommentarer: