lørdag 3. mars 2018

წადით „ნიჭებისთვის“ შესანიშნავი გზით!

მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მოძრაობაზე ახდენს გავლენას (1) არის სულიერი ნიჭები. ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორ იყენებდნენ მოწაფეები მსგავს ნიჭებს, და პავლე გვასწავლის სულიწმინდის ნიჭების შესახებ რამდენიმე წერილში. როდესაც კორინთელებს წერდა, მან გამოხატა, რამდენად მადლიერი იყო ღმერთისა მათთვის, იმ მადლის გამო, რომელიც მას მიეცა იესოში, და შემდეგ განაგრძობს:
„იმიტომ, რომ ყველაფრით გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი შემეცნებით, ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში;“
1 კორ. 1:5-7
როდესაც მთლიანად ვკითხულობ წერილს, ჩემთვის მაშინვე ნათელი ხდება, იმ შემთხვევაშიც კი, რომ არ ჰქონოდათ რომელიმე სულიერი ნიჭის ნაკლებობა, ისინი შორს იყვნენ სრულყოფილებისგან. ეს სამწუხაროა და ამავე დროს მანუგეშებელიც. სულიერ ნიჭებს იღებ არა ხანგრძლივი და ერთგული მსახურების ან სიწმინდეში ცხოვრების გამო. მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც ამაყები გახდნენ თავიანთი სულიერების გამო, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს სულიერი ნიჭების შესახებ. ფაქტიურად, ეს არის ნიჭები, რომლებიც ადამიანებს მიეცემათ მადლით, რათა უფალს მიაგონ პატივი და არა იმისათვის, რომ თავისკენ მიიპყრონ ყურადღება.

საქმეების წიგნიდან ვიცით, რომ ნიჭების ყიდვა შეუძლებელია (2), თუმცა პავლე ასე გვამხნევებს:

ეშურეთ დიდ ნიჭებს
და მე გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას.

1 კორ. 12:31
როდესაც პავლე ნიჭებს დაქვემდებარებაში ათავსებს გასაოცარ გზაზე, იგი ათავსებს მათ იქ, სადაც მსახურებაა. ყველაზე შესანიშნავი გზა აღწერილია თავი 13-ში - სიყვარულის გზა.

მე რომ ვმოქმედებდე სულიერი ნიჭებით სიყვარულის გარეშე, ეს იქნება ძალა, კონტროლის გარეშე. ღმერთის სიყვარული არის უფრო ძლიერი, ვიდრე დესტრუქციული ძალები. ადამიანური ზრახვები შეიძლება საუკეთესო იყოს, მაგრამ თუ მათ არ ამოძრავებთ ღმერთის სიყვარული, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება სცენარი, რომელსაც არაფრისკენ მივყავართ. სულიერი ძალის არასწორი გამოყენება, არის როგორც ეშმაკი, როგორც ნებისმიერი არასწორად გამოყენებული ძალა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ღმერთი პატივს სცემს ადამიანის თავისუფალ ნებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ განცხადებების გაკეთება, რადგანაც გარკვეული პერიოდის მანძილზე განვაგრძობ ამ თემაზე წერას.

„ციური მანნა“ დღეისათვის

წადით „ნიჭებისთვის“ შესანიშნავი გზით!
---------------------------------------------------
(1) ეს ოთხი „შიდა ფაქტორია“:
1) სწრაფვა, 2) ინდივიდუალურობა, 3) ნიჭები და 4) სულიერი ნიჭები
(2) სიმონის ისტორია, რომელიც ჯადოქრობდა საქმეები 8:9-24

Ingen kommentarer: