Viser innlegg med etiketten 2 ტიმოთე. Vis alle innlegg
Viser innlegg med etiketten 2 ტიმოთე. Vis alle innlegg

lørdag 6. april 2019

გარდაქმნის მომცემი


სახარებას მოაქვს არა მხოლოდ სიცოცხლე, მას ასევე გარდაქმნაც მოაქვს. სწორედ ამიტომ, სიცოცხლე, რომელიც მას მოაქვს, „ახალი“ სიცოცხლეა. ადამიანი, რომელიც მიიღებს ხსნას, ხდება ახალი ქმნილება (1). სახარებაში დარწმუნების ქონა (2) მოიცავს, რომ ღვთის სიტყვა შთაგონებულია, იგი „ღვთისაგან შთაბერილია“ (3).

ეს არის სახარებისა და სულიწმინდის შერწყმა, რომელიც გახლავთ ის გარდამქმნელი ძალა. ღვთის სიტყვა გვაძლევს არაერთ კარგ რჩევას, და გვასწავლის როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს ყოველივე კარგია და შეუძლია ცვლილებაც კი მოგვიტანოს. თუმცა, არსებობს დიდი განსხვავება „შევსებასა“ და მიმდინარე სრულ „გარდაქმნას“ შორის, რომელიც სულიწმიდისგანაა მართული ღვთის სიტყვაში.

„გარდაქმნა“ ხდება როდესაც ღვთის სიტყვა იქცევა ჩემს ნაწილად და მისით ვიწყებ ცხოვრებას.  შევსება ხდება გარედან, ხოლო გარდაქმნა მიმდინარეობს შიგნიდან და ქმნის მყარ საფუძველს:
 „...ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა“, თქვა იესომ.მათე 7:24
 სწორედ აქედან მომდინარეობს გარდაქმნილი სიცოცხლე, სწორედ აქაა დავანებული გარდაქმნილი სიცოცხლე, სწორედ აქ იდგება მყარად გარდაქმნილი სიცოცხლე ქარიშხალის დროს.
სახარება და სულიწმიდა შეიძლება მოხსენიებულ იქნას ერთი სიტყვით: იესო. მასში და მხოლოდ მასში შემიძლია მე მივაღწიო ღმერთისაგან ბოძებულ პოტენციალს.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მხოლოდ ქრისტეში!
-----------------------------------------------
(1) მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია. 2 კორინთელთა 5:17
(2) მოწოდება დარწმუნებულობისაკენ სახარებაში
(3) მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის. 2 ტიმოთე 3:16-17

lørdag 26. mai 2018

მართებული მისიისთვის

ბოლო ორ ბლოგში, სულიერი ბრძოლისათვის ილუსტრაციის სახით, მე გამოვიყენე ჭადრაკის თამაში - ვისარგებლებ შემთხვევით და კვლავ გამოვიყენებ მას:

# 1 თანრიგის მოჭადრაკე მსოფლიოში და მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (1) აცხადებს, რომ მას სჭირდება ფორმაში ყოფნა, რათა მოიგოს თამაშები. ამისათვის, იგი ასრულებს არაერთ გონებრივ თუ ფიზიკურ ვარჯიშს, და ემზადება, რომ განწყობილი იყოს ბრძოლისთვის.

განვაგრძობ რა, ჭადრაკის თამაშის გამოყენებას სულიერი ბრძოლის კონტექსტში, იყო მართებული მისიისთვით, გახლავთ სინონიმი, იყო განწყობილი ბრძოლისთვის. რამოდენიმე წერილში, პავლე მისიას აკავშირებს სპორტულ არენაზე ბრძოლაში, ან ასპარეზზე ყოფნას:
კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, დადგა ჩემი წინსვლის ჟამი.
2 ტიმოთე 4:7
ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყენებთ სიკეთის „იარაღს“ ბოროტის დასამარცხებლად:
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.
რომაელთა 12:21
შემდგომში, პავლე ყურადღებას ამახვილებს, რომ ბრძოლა არ არის ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ, არამედ ამ ბნელი სამყაროს და ბოროტის სულიერი ძალების წინააღმდეგ. იმისათვის, რომ წავიდეთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ძლიერნი უნდა ვიყოთ უფალში და მის ძლევამოსილ ძალაში (2). ძალიან ხშირად, ის პრინციპები, რომლებიც შესაფერისია ფიზიკურ კონტექსტში, ასევე შესაბამისი იქნება სულიერ სფეროში, ამის შესახებაც პავლე განაცხადებს:
ვინაიდან ხორციელი წრვთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.
1 ტიმოთე 4:8
თუ მე მსურს ვივარჯოშო ნახევარი მარათონისთვის, შემიძლია გამოვიყენო აპლიკაცია, დავაყენო საწვრთნელი პროგრამა და მოვემზადო ასპარეზისთვის. მე ამის შესახებ იდეებს გაგიზიარებთ „წრთვნა წმიდა ცხოვრებაში“, რომელთა გამოყენება პრაქტიკული თვალსაზრისითაა შესაძლებელი. თუმცა, პროგრამა იწყება, გაცნობიერებით, ვინ ვარ მე იესო ქრისტეში, და სრულდება გაცნობიერებით, რომ იგი ცხოვრობს ჩემში.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
იყო მართებული მისიისთვის, მოითხოვს წრთვნას წმიდა ცხოვრებაში.
--------------------------------------
(1) ეს არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მაგნუსი ნორვეგიიდანაა
(2) ეფესელთა 6:10-12

lørdag 31. mars 2018

„იგიზგიზოს ცეცხლმა– ნუ დაელოდებით სხვებს!“

სულიწმინდის ძღვენის გახსნის ნაწილი არის დარწმუნება იმაში, რომ თქვენ ეს გააკეთეთ. ეს ხაზად გასდევს რწმენის ბიბლიურ პრინციპს, რომელიც დამკვდრებულია თქვენს გულში და აღიარებთ ბაგით (1). თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავარწმუნოთ ერთმანეთიც.

როდესაც წინა კვირაში, მე ვწერდი, რომ მომეცა საშუალება 1973 წელს წლის კონგრესზე დამემოწმებინა სულიწმიდისგან ჩემი ნათლობის შესახებ, რამოდენიმე ადამიანი მოვიდა და დაადასტურა რაც მე გავუზიარე. ერთ-ერთი მათგანი იყო კონგრესზე მთავარი მომხსენებელი გენერალი კლარენს ვაისმენი. იგი მოვიდა ჩემთან და რამოდენიმე ახალგაზრდამ თქვა: „იგიზგიზოს ცეცხლმა - ნუ დაელოდები სხვებს!“

ძალიან ხშირად, ჩვენ ხელიდან ვუშვებთ მომენტს, რადგანაც ველოდებით იმავდროულად ყველა როდის გახდება იგივე მოძრაობის ნაწილი. არასოდეს მოხდება ისე, რომ „ყველა“ იყოს მსგავსი მოძრაობის ნაწილი. როდესაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იგივე მიმართულებით მოძრაობს, ამას ჰქვია აღორძინება. თუმცა, აღორძინების დროსაც იქნებიან ადამიანები, რომლებიც გაემიჯნებიან „მოძრაობას“. გენერალმა ვაისმენმა იცოდა, რომ მან გაამხნევა და დაარწმუნა ახალგაზრდები „აენთნონ“ უფლისთვის.

რამოდენიმე თვის წინ, მე დავწერე სტატიათა სერია პავლეს და ტიმოთეს ურთიერთობის შესახებ (2). 90 ბლოგიდან რამოდენიმე გახდა განსაკუთრებული მნიშვნელობის და დადასტურება იმისა, რაც ასე ნათელია წერილებში. მაგალითად, როგორ ადასტურებს პავლე, რომ ტიმოთე არის

„ჭეშმარიტი შვილი რწმენაში“~
1 ტიმოთე 1:2ა (3)
და როგორ ადასტურებს იგი სულიწმინდის ნიჭს ტიმოთეში:
ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასმით არის შენში; რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
2 ტიმოთე 1:6-7 (4)
ეს გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მინდა ადამიანებმა დაადასტურონ ვინ ადგას სწორ გზას
---------------------------------
(1) რომაელთა 10:9-10
(2) ინგლისური ვერსიის „ლინკი“ შეგიძლიათ იხილოთ აქ
(3) ინგლისურად იხილეთ: “Affirmation andaccountability”
(4) ინგლისურად იხილეთ: “A mentor is clear anddirect”