lørdag 20. januar 2018

რევოლუციური მესამე მოძრაობა!

ორი კვირის წინ მე ვწერდი ღმერთზე, როგორც „პირველ მამოძრავებელ ძალაზე“, მომდევნო ბლოგში კი ყურადღება გამახვილებული იყო, ღმერთმა განკაცების მეშვეობით, როგორ მისცა მის ქმნილებას ახალი მოძრაობა. მან დამოძღვრა კიდეც მოწაფეები - „ახლა წადით და მოიმოწაფეთ“.

მიუხედავად სამწლიანი ინსტენსიური სწავლებისა თავიანთ მოძღვართან, მოწაფეები არ იყვნენ მზად, რომ მაშინვე შეესრულებინათ ის, რაც იესომ სთხოვა:
„არ გასცილდეთ იერუსალიმს, არამედ დაელოდეთ მამის აღთქმულს, რაც ჩემგან მოისმინეთ, ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით.“
საქმეები 1:5
იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ, მოწაფეები იკრიბებოდნენ ისეთ ადგილებში, სადაც შეძლებდნენ ჩაკეტილ კარს მიღმა ყოფნას, რადგანაც იუდეველების ეშინოდათ. მათ იგივე სტრატეგია აირჩიეს, როდესაც ბრუნდებოდნენ იერუსალიმში იესოს ამაღლების შემდეგ. თუმცაღა, როდესაც დადგა მესამე მოძრაობა, იგი იყო რევოლუციის მსგავსი. როდესაც მათზე გადმოვიდა სულიწმიდა, ვერაფერმა შეძლო მათი შეჩერება, რათა ელაპარაკათ რაც უხილავთ და მოუსმენიათ (1).
  • პირველ მოძრაობაში, მამა ღმერთი მოძრაობდა ადამიანებთან ერთად.
  • მეორე მოძრაობაში, ძე ღმერთი მოძრაობდა ადამიანთა შორის.
  • მესამე მოძრაობაში, ღმერთი სულიწმიდა მოძრაობს ადამიანებში და მათი მეშვეობით.
ეს მესამე მოძრაობა არსებითად მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ შევიცნო ვინ ვარ მე, როგორც ქრისტიანი. ეს შეეხება ჩემს, როგორც მორწმუნის ინდივიდუალურობას და როგორ ვარ მე იდენტიფიცირებული, როგორც პიროვნება. ღმერთი კვლავაც მოძრაობს ჩემთან ერთად და სულიწმიდა მოძრაობს ჩემში და ჩემი მეშვეობით, ამგვარად, მე ვარ ქრისტეს სხეულის ნაწილი, რომელსაც შეუძლია იმოძრაოს ადამიანთა შორის 2018 წელს. მესამე მოძრაობა არის ღმერთის მეორე მოძრაობის გაგრძელება, რომელიც მის არსებობას ფიზიკურად აქცევს მთელ სამყაროში.

„ციური მანნა“ დღეისათვის
სადაც არის მოწაფე, იქ არის ღმერთი!
-----------------------------------------------
(1) საქმეები 4:20

Ingen kommentarer: