lørdag 24. februar 2018

ნიჭები, როგორც საწვავი მოძრაობისთვის

ამ გასაოცარ საგალობელში „როგორიც მე ვარ“, ბილ ჰაიმსი ლოცულობს: „წაიღე ყოველი სწრაფვა, ყოვლი უნარი, წაიღე ყველა ჩემი სურვილი, და დაუქვემდებარე შენს ნებას“ (1). ამ წინადადებაში, იგი ოთხი ფაქტორიდან ეხება სამს, რაც გავლენას ახდენს, ჩემს, როგორც იესოს მოწაფის მოძრაობაზე: სწრაფვა, უნარები (ანუ ნიჭები) და „ოცნებები და სურვილი“, რომელიც არის ჩემი პიროვნების ნაწილი.

საინტერესოა, რომ იესოს თითქოს არ აწუხებდა ნიჭები, როდესაც მოუწოდა მოწაფეებს. მისი ყურადღება თითქოს მეტად იყო მიპყრობილი „ხელმისაწვდომობაზე“ ვიდრე რაიმე სხვაზე. მოწაფეობა პირველ ყოვლისა არის მოწოდება ვიყოთ მისი მიმდევარნი. ხელმისაწვდომობა იყო ის საერთო „ნიჭი“, რომელიც პირველ თორმეტ მოწაფეს ჰქონდა; ხელმისაწვდომობა იყო საერთო ფაქტორი მუშაკთათვის იგავში „ვენახის მუშაკებზე“ (2)

მაგრამ, როდესაც გამოცხადდება ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც ჰაიმსი გადმოსცემს სიმღერაში: „დაე, ყოველივე შენ გადმოგცე უფალო ხელთ, შენთვის ვიცხოვრებ, მოდი ჩემს ცხოვრებაში“ (1) - უფალს სურს, ჩვენ ყველამ გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭები და გავავრცელოთ მისი სიყვარული.

ჩემი უდიდესი სურვილია, ვიხილო ადამიანების ხსნა იესო ქრისტეში რწმენის მეშვეობით. ეს შეიძლება მოხდეს ბევრ დენომინაციაში. თუმცაღა, ერთ-ერთი მიზეზი ჩემთვის რატომ ავირჩიე „ხსნის არმია“, არის ის, რომ იგი მაძლევს ასპარეზს, სადაც შემიძლია ჩემი ნიჭების გამოყენება“.

ბევრ სფეროში მე რამოდენიმე პატარა ნიჭები მაქვს. მე მიყვარს წერა, და მჯერა, რომ უნდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა. მე მიყვარს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, და „ხსნის არმიაში“ მაქვს თითქმის შეუზღუდავი შესაძლებლობანი გამოვავლინო ჩემი შეზღუდული უნარები. მე მიყვარს ენები, და გამაგზავნეს ისეთ ადგილებში, სადაც ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ხელმისაწვდომი იქნებოდა ჩემთვის მათი შესწავლა. მე მიყვარს ადამიანებთან ყოფნა და ნააზრევისა და ცხოვრების გაზიარება მათთან... ნუსხა საკმაოდ გრძელია. საბედნიეროდ, ღვთის სამეფოში ერთ ადამიანს არ სჭირდება თვითონ ყველაფრის გაკეთება, რადგანაც იგი არის მორწმუნეთა სხეულის ნაწილი, ნიჭების უკიდეგანო მარაგით.

ფიქრობთ, რომ ბიჭმა, რომელმაც მოათავსა ხუთი პური და ორი თევზი იესოს ხელებში გაითვალისწინა რა მოხდებოდა? (3) არც თქვენ უნდა განსაჯოთ თქვენი ნიჭების ფასეულობა, სანამ არ მათავსებთ მას იგივე ხელში.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
იმოქმედე - და გაოცდი ღმერთით!
--------------------------
(1) ინგლისური ტექსტის „ლინკი“ აქ  
(2) მათე 20:1-16
(3) იოანე 6:1-13

Ingen kommentarer:

Legg inn en kommentar

Merk: Bare medlemmer av denne bloggen kan legge inn en kommentar.